ცოტა რამ გალაკტიონის შესახებ


ეს მესხეთ–ჯავახეთში მოხდა, მესხეთის ეკლესიის წინ დგას ეს ბუმბერაზი ადამიანი. გალაკტიონმა რადგან თავი მოიკლა, ალბათ ფიქრობენ, რომ ეს ცოდვის გამო ჩაიდინა ან ურწმუნო იყო. სინამდვილეში ასე არ არის, გალაკტიონი ძალიანაც მორწმუნე იყო, მით უმეტეს, სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელი მისი შემოქმედება ისე ახლოა ღმერთთან, სარწმუნოებასთან, რომ შესაძლოა, ბევრი პოეტი არც მოიძებნებოდეს, ვისაც ლექსები მორწმუნოებაზე აქვს აგებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გალაკტიონი გახლდათ უცნაური, არაორდინალური ადამიანი, ის იყო გენიოსი, რომელიც თავის სხეულში ვერ ეტეოდა. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა თავის მოკვლის სურვილი, ძალიან ხშირად გადაუწყვეტია, თავი უნდა მოვიკლაო, ბოლოს გადაიფიქრებდა, გადადებდა, არა, ახლა არა, სხვა დროს განვახორციელებო. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ის ურწმუნო იყო. უბრალოდ, მისი ფსიქიკური მდგომარეობა იყო ასეთი, რასაც კავშირი სულაც არ აქვს მორწმუნეობასთან. ადამიანი როცა არის ავად, ხომ არ შეიძლება ვუთხრათ, მორწმუნე ხარ და ავად რატომ უნდა გახდეო. ამ კაცს, თუ შეიძლება კარგი გაგებით ითქვას, ჰქონდა დაავადება, კერძოდ, ის პოეტი იყო თავიდან ბოლომდე. გარკვეულწილად, პოეტობა დაავადებაა. ნიკო სამადაშვილს აქვს ასეთი სიტყვები: “ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი”. როდესაც ადამიანი პოეტად იბადება, მას სულ არ სჭირდება მიზეზი ან საბაბი, იყოს ტკივილიანი. გალაკტიონიც უკვე ტკივილიანი დაიბადა. ფაქტია, რომ ამის მცდელობა ბავშვობიდან ჰქონდა, ბოლოს მაინც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ის იმდენად დიდი იყო, რომ არც უნდა მოვთხოვოთ ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი საქციელი. მან თავისი ლექსებით და შეიძლება ითქვას, იმ ტრაგიკული საქციელითაც უკვე მოინანია ყველაფერი, თუ რამ ცოდვა გააჩნდა. გალაკტიონი რეპრესირებულ პერიოდში ცხოვრობდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ეს იყო ადამიანის ინტელექტის, აზროვნების გამანადგურებელი წლები. ყველაფერი, რაც ისტორიული ან ეროვნული იყო, ფსევდოპატრიოტიზმზე გახლდათ აგებული. ამიტომ ჩემი აზრით, გალაკტიონის თვითმკვლელობა და მორწმუნეობა, ამ შემთხვევაში, ერთმანეთთან კავშირში არ არის. გალაკტიონი ძალიან ხშირად იძულებული იყო სხვადასხვა სახის ნიღაბი მოერგო. მას ნამდვილად ჰქონდა ლოთობისკენ მიდრეკილება, მაგრამ ამას უფრო ულტრირებას უკეთებდა და ხაზს უსვამდა. ჰქონდა უცნაურობანი, თუმცა ამასაც ხაზს უსვამდა. ძალიან ხშირად ისეთ რამეს აკეთებდა, რასაც მისი მსგავსი ავტორიტეტის მქონე სხვა ადამიანი ვერ გააკეთებდა, მაგრამ გალაკტიონისთვის მთავარი იყო ფიზიკურად გადარჩენოდა ამ რეპრესიებს. ასეთი ქცევის გამო პოლიტიკურად ხელშეუხებელი ხდებოდა. შესაძლოა, იმ თვითმკვლელობით, რაც შედგა ბოლოს, ე.წ. ლეჩკომბინატის ფანჯრიდან გადმოხტომით, მან რაღაც გაუცნობიერებელი ნაბიჯი გადადგა, თითქოს მან სამაგიერო გადაუხადა მის მთელ წარსულს იმ ცოდვების გამო, როდესაც ის თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. რადგან ამდენჯერ გადაირჩინა თავი რეპრესიების დროს, შეიძლება თავის თავს სამაგიეროსაც უხდიდა. მან ხომ ბევრჯერ დაინდო თავისი თავი, რათა ეწერა ის ლექსები, გაეკეთებინა თავისი საქმე. ის ხომ დათმობებზე მიდიოდა, თავისი შემოქმედების გადასარჩენად სხვადასხვა ნიღაბს ირგებდა. თუმცა იმ ნიღბით, რაც მკვდარ გალაკტიონს აუღეს, გალაკტიონი პირველად არის წარმოდგენილი ნიღბით, ოღონდ რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, – უნიღბოდ. ანუ ეს იყო მისი რეალური ნიღაბი. რადგან ჩვენმა პატრიარქმა, ილია ||–მას თვითმკვლელობა მიუტევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მისატევებელი იყო. იმდენად დიდი იყო გალაკტიონი, რომ მისი თვითმკვლელობა, ამ შეთხვევაში, არაფერს ნიშნავდა. თუმცა არ არის აუცილებელი, ეს საქციელი სამაგალითოდ გავუხადოთ ყველას, ვინც ლექსებს წერს. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: