ინდიგოს ბავშვები (part II-ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან)


მიხეილ ცაგარელი: 2000 წელიწადში ერთხელ ცის კაბადონზე შავ და თეთრ ძალებს შორის სერიოზული ბრძოლები იმართება. შესაბამისად, შემდეგი 2000 წელი გამარჯვებული ძალის ხელშია. 2000 წლის წინ ბნელმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომელთაც შეეძლოთ, რომ სამყარო დაენგრიათ. ეს რომ არ მომხდარიყო, დიდი მესიის, ანუ იესოს მოსვლა და მისი მსხვერპლშეწირვა მოხდა. 2000 წლის შემდეგ ისევ მოხდა ამ ძალთა შორის ბრძოლა და ნათელმა ძალებმა გაიმარჯვეს. სანამ ისინი ძალაუფლების ზონაში შევლენ, იქამდე არმაგედონის ზონა უნდა გავიაროთ. შავი ძალები თანდათან შესუსტდებიან, მაგრამ მანამდე რაღაც პერიოდია გასავლელი. ეს პერიოდი კი 1999 წლის 11 აგვისტოდან დაიწყო და 2020 წლამდე გასტანს. პიკს 2012–13 წლების გასაყარზე მიაღწევს.

სტატისტიკას თუ დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ 2000 წლიდან მსოფლიო მასშტაბით კატაკლიზმები გახშირდა. ახალი, აქამდე უცნობი დაავადებები გაჩნდა. მსოფლიოში ფინანსური კრიზისია. საზოგადოების ცხოვრების ნორმებიდან გადახრები შეიმჩნევა და ა. შ. ჩვენი სამყარო ახლა სერიოზულ აპოკალიფსურ პერიოდს გადის. თუმცა ამას ნგრევა და ჩვენი, ანუ თეთრი რასის, განადგურება არ მოჰყვება. თეთრმა რასამ დაიმსახურა, რომ ცხოვრება გააგრძელოს. სამყარომ გადაწყვიტა, რომ სხვა თანავარსკვლავედიდან შემოეყვანა სულთა გარკვეული ჯგუფი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სახით, რომელთაც “ინდიგო” ბავშვებს ვუწოდებთ. მათი ენერგია წინა თაობებთან შედარებით გაცილებით სუფთაა და ღვთიურ კანონებს ემორჩილებიან. მათი სუფთა ენერგია ნეგატიურს გააწონასწორებს. სამყარო სწორედ მათი მეშვეობით გადარჩება.

– რა თვისებებით გამოირჩევიან “ინდიგო” ბავშვები?

– ამ ბავშვებს შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, ავტორიტებებს არ აღიარებენ, კერპები არ ჰყავთ, არავის ბაძავენ და მხოლოდ საკუთარი თავისა და ძლიერების სჯერათ. ისინი ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როცა ატყუებენ და მცირე სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან. ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ. თავდაჯერებულნი, მაგრამ მოუსვენრები და სულსწრაფები არიან. მხოლოდ იმას აკეთებენ და სწავლობენ, რაც აინტერესებთ. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი, რაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის, კომპიუტერის ან ენციკლოპედიების საშუალებით იღებენ. მათი ინტელექტის მაჩვენებელი 130–160 ქულაა, რაც მათ წინამორბედ თაობებში მხოლოდ 10 ათასში ერთ ადამიანს თუ გააჩნიაა. ისინი ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავენ. ყველაფრის შესახებ გააჩნიათ საკუთარი აზრი და მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.

– სახელი “ინდიგო” საიდან მოდის ან იისფერ რასას რატომ უწოდებენ?

1982 წელს ექსტრასენსული თვისებებით დაჯილდოებულმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ნენსი ენ ტეპმა გამოსცა წიგნი, სადაც წერდა, რომ ბავშვების ენერგეტიკული მაჩვენებლების შესწავლის დროს აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობის აურა, ანუ ენერეგიტკული ველის ნათება, რომელიც სხეულის გარშემო შეინიშნება, ლურჯი, ულტრამარინის ფერისაა, რომელსაც მეორენაირად ინდიგოს უწოდებენ. ამ ფერის აურა გონიერების აღმნიშვნელია. ზოგიერთი მეცნიერი მათ “ახალი ათასწლეულის რასას”, “სინათლის ბავშვებს” უწოდებს.

– “ინდიგო” ბავშვებზე ჩატარებული კვლევის შედეგები როგორია?

– დადგინდა, რომ მათი ელექტრომაგნიტური რხევების დიაპაზონი 3.222.000–დან 11.350.000 ჰერცამდე მერყეობს, რაც ჩვეულებრივი ადამიანის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ეზოთერულ მეცნიერებაში “მაღალი ვიბრაცია” გასხივოსნებულობის მაჩვენებელია. ამიტომაც ამ ბავშვებს ინეტელექტთან ერთად ინტუიციაც ძლიერად აქვთ განვითარებული. ბევრი თვლის, რომ ისინი უფრო მეტს გრძნობენ და ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. მომავლის ჭვრეტის უნარიც აქვთ. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველა მათგანი წინასწარმეტყველი იქნება.

– ამბობენ, რომ ამ ბავშვებს დნმ–იც შეცვლილი აქვთ.

– კი, სწორედ ასეა. ათი წლის წინ დაიბადა ბავშვი, რომელიც შიდს–ის ვირუსით იყო დაინფიცირებული. მას გამოკვლევები მუდმივად უტარდებოდა. რაც უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, 6 წლისას შიდს–ის კვალი სრულიად გაუქრა. ამ საოცრებამ მეცნიერულ წრეებში დიდი გაკვირვება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს ლურჯი ფერის აურა ჰქონდა. შემდეგ თანდაყოლილი შიდს–ით დაავადებულ რამდენიმე ბავშვზეც აწარმოეს დაკვირვება და ისევ გასაოცარი შედეგი მიიღეს – ბავშვები მძიმე სენისგან განიკურნენ. უფრო დაწვრილებითი გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მათი დნმ–ი ჩვეულებრივი ადამიანების დნმ–ისგან განსხვავდებოდა. საერთოდ, დნმ–ში 4 ნუკლეომჟავა სამ–სამად ერთდება და ქმნის 64 კომბინაციას, რომლებსაც კოდებს უწოდებენ. ამ კოდებიდან 20 აქტიურია, დანარჩენი – არააქტიური. ამ ბავშვების შემთხვევაში კი აქტიური 24 კოდი აღმოჩნდა, ანუ ჩვეულებრივ ადამიანზე 4–ით მეტი. სწორედ ეს განაპირობებს ისეთი დაავადებებისადმი მდგრადობას, როგორიცაა შიდს–ი, კიბო და სხვა. დღეისათვის დარეგისტრირებულმა ახალი დნმ–ის მქონე ადამიანების რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში განუკურნებელი დაავადებები აღარ იარსებებს. მათ საკუთარი თავის განკურნება შეუძლიათ, ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და ინფექციების მიმართ შეუვალები არიან.

– შეიძლება თუ არა, რომ მათი ენერგია და პოტენციალი ვინმემ ბოროტად გამოიყენოს?

– “ინდიგოს” ბავშვებში იქნებიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგიის მატარებელნი. თუ მძიმე ოჯახში დაიბადა, შეიძლება მისი ენერგია არასწორად განვითარდეს და საზოგადოებისთვის საზიანოდ გამოიყენოს. კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის ბრძოლები გაგრძელდება, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები ყველა შემთხვევაში მოხდება. მე ვიცნობ მესამეკლასელ ქართველ გოგონას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. მას მასწავლებელმა ლექცია წაუკითხა მორალზე. ბავშვმა უთხრა, გუშინ უცხო მამაკაცთან იწექი და მორალზე როგორ მელაპარაკებიო. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებელს საყვარელი მართლაც ჰყავდა. ბავშვი ლამის სკოლიდან გარიცხეს. დაკითხვა მოუწყეს, ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მას ვინმემ უთხრა. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ნათელმხილველობის ნიჭი აქვს. თუ ამ უნარს ჩავკლავთ, მაშინ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მათთან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ესენი სხვანაირი, დიდი პოტენციალის მქონე ბავშვები არიან, მათ განვითარების საშულება უნდა მივცეთ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: