Matrix Philosophy


დარწმუნებული ვარ, რომ წესით ამ თვალით დანახულმა ამ ორმა-სამმა ეპიზოდმაც კი შეიძლება შეცვალოს თქვენი წარმოდგენა ამ ფილმზე…
დიალოგი პირველი:
მორფეუსის და ნეოს დიალოგი, როცა მორფეუსი უხსნის ნეოს თუ რა არის მატრიცა…
-რა არის მატრიცა?! მატრიცა კონტროლია… ეს არის სამყარო შექმნილი კომპიუტერების მიერ იმისათვის, რათა კონტროლქვეშ ვყავდეთ… იმისათვის, რათა გადაქციონ ადამიანები ბატარეად… (ენერგიად, რომლითაც ისინი იკვებებიან)
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კომუნიზმიც ზუსტად ეს იყო, ადამიანებისთვის შექმნილი რეალობის იმიტაცია, სადაც ყველა იყო კონტროლქვეშ, ძალიან ბევრი ცხოვრობდა უდარდელად და არ ჰქონდა ელემენტარული იმის გააზრების მოთხოვნილება თუ ვის ხარჯზე იყო ასე კარგად და კომფორტულად….
კომუნისტების დროს მილიონობით ადამიანები იღუპებოდნენ “შავი სამუშაოს” შესრულებისას, ბაბუაჩემს კი დღესაც სჯერა, რომ სტალინი გენია იყო და ახერხებდა იმას, რომ ყველას კარგად ეცხოვრა…
მოკლედ და კონკრეტულად მატრიცა არის სისტემა, რომელიც ცდილობს წაშალოს ადამიანებში ინდივიდუალიზმი და აქციოს ყველა ერთურთის მსგავსი… “აგენტებს” შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი, ვინც კი ამ სისტემის მონაა და ამიტომაცაა, რომ ფილმში მათ შეუძლიათ სხვადასხვა ადამიანში შესვლა….
– შენ ვერ ახერხებ კოვზზე ზემოქმედებას, რადგან შენ ვერ აღიქვამ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას…
– რომელს?!
– კოვზი არ არსებობს…. (MorningMist – ის თხოვნით…)
დიალოგი მეორე:
ისევ მორფეუსსა და ნეოს შორის…
-ყოფილა როდესაც სიზმარში ხედავ საშინელებას, რომელიც რეალურად გეჩვენება?! გაღვიძების შემდეგ კი ხვდები, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო…. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში რომ ვერ გაგეღვიძა? როგორ გაიგებდი რა იყო სიზმარი და რა რეალობა?!
სიზმრის ბუნება ისეთია, რომ მას რეალობად აღვიქვამთ. სანამ გვძინავს, წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ სიზმრების სამყაროში ვიმყოფებით, მხოლოდ გაღვიძების შემდეგ ვხვდებით, რომ ეს სიზმარი იყო და მეტი არაფერი…

აზრი იმის შესახებ, რომ რასაც ჩვენ რეალურ სამყაროდ აღვიქვამთ შეიძლება სიზმარი იყოს – ახალი არ არის ფილოსოფიაში. ამ თეორიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ფრანგი ფილოსოფოსი დეკარტე. მან შექმნა სწავლება რომლის მეშვეობითაც ეჭვქვეშ დგებოდა აბსოლუტურად ყველაფერი, თუნდაც ის რაც რეალურია,რასაც ჩვენ ვხედავთ და ვეხებით.
ამ სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს ჭეშმარიტული ცოდნა, რომელმაც უნდა გაუძლოს ყოველგვარ სისტემატიურ სკეპტიციზმს. ცოდნა, რომელიც იქნება ეჭვგარეშე….
დიალოგი ნომერი სამი(ჩემი უსაყვარლესი):
ნეოს და ორაკულის დიალოგი…
-კანფეტი გინდა ნეო?!
-მოიცათ, თქვენ უკვე წინასწარ იცით, გამოგართმევთ თუ არა კანფეტს?!
-აბა რა ჩემი ფეხების წინასწარმეტყველი ვარ ეგ თუ არ ვიცი?! (ინტერპრეტაცია)
-მაშინ როგორღა შემიძლია მე გავაკეთო არჩევანი?!
-ნეო შენ აქ არ ხარ იმისათვის, რათა არჩევანი გააკეთო… არჩევანი უკვე გაკეთებულია, შენ აქ მხოლოდ იმისთვის ხარ, რათა ეს არჩევანი გაიაზრო…
ეს საკითხი კი, ჩემი აზრით, რელიგიური კუთხით საჭიროებს მიდგომას… ღმერთმა ყველაფერი იცის, ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც… მისთვოს ნაცნობია ყველა ჩვენი არჩევანი, შეცდომა თუ წარმატება… გამოდის, რომ ჩვენ იმ მოცემული არჩევანის უფლება, რომელიც თავიდანვე სამოთხეშივე მიეცათ ადამს და ევას, ფაქტობრივად არ გვაქვს… რადგან თავიდანვე ნათელი იყო, რომ გველი ევას, ევა კი ადამს შეაცდენდა… თავიდანვე იცოდა იესო ქრისტემ, რომ იუდა ისკარიოტელი მას გაყიდდა 30 ვერცხლად… ასე, რომ ჩვენ ყველა არჩევანი წინასწარვე გვაქვს გაკეთებული და მხოლოდ იმისათვის ვართ აქ, რათა გავიაზროთ თუ რატომ მოვიქეცით ასე თუ ისე….
არის ერთი მომენტიც, რომელიც ამას ეხმიანება….
-ბედისწერის გჯერა ნეო?!
-არა?!
-რატომ კი მარა?! (ინტერპრეტაცია)
-იმიტომ, რომ არ მომწონს იმის იდეა, რომ მე არ მაქვს არჩევანის თავისუფლება…
დიალოგი ნომერი ოთხი:
ნეო,ტრინიტი და მორფეუსი მონიკა ბელუჩის ქმართან… :))
-იცი აქ რატომ ვართ?! ნეო
-ჩემთან ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის და გადის, მე ყველაფერი ვიცი, რაც უნდა ვიცოდე, მაგრამ საკითხავი ის არის თქვენ თვითონ თუ იცით რატომ ხართ აქ?!
-ჩვენ ვეძებთ გასაღებების ოსტატს… ნეო
-რაღა თქმა უნდა თქვენ ეძებთ მას, მაგრამ ეს არც მიზეზია და არც პასუხი… გასაღებების ოსტატი, მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი… ე.ი. ძებნა გასაღებების ოსტატისა იგივეა, რაც საშუალება…. როომელი საშუალება?!
-შენ იცი ამ კითხვაზე პასუხი… ნეო
-მე კი ვიცი, მაგრამ შენ?! გგონია, რომ იცი, მაგრამ ეს ასე არაა… შენ აქ მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ შენ აქ გამოგგზავნეს… გითხრეს, რომ მოსულიყავი აქ და შენც დაუჯერე… რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე ხდება… იცით თქვენ, რომ ქვეყნად მხოლოდ ერთი შეუცვლელი რამ არსებობს… ერთადერთი რეალური რამ… მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება… ქმედება და უკუქმედება… მიზეზი და შედეგი…
-ყველაფრის დასაბამი არჩევანია… მორფეუსი.
-არა, არ არის მართალი… არჩევანი ილუზიაა, შექმნილი მათ მიერ ვისაც აქვთ ძალაუფლება, მათთვის ვისაც ძალლაუფლება არ გააჩნია…
ამ ბოლო დიალოგიდან კი დასკვნები თქვენთვის მომინდვია, თუმცა კი ერთს დავძენდი, რომ ფილოსოფიაში უამრავი შეხედულება და ნაშრომია დაწერილი მიზეზ-შედეგობრიობაზე და ამასთან დაკავშირებით მრავალი შეხედულება არსებობს… ახლა, მე მხოლოდ მაკიაველის სიტყვები მახსენდება სამწუხაროდ: “მიზანი ამართლებს საშუალებას”.
ფილმში არის კიდევ ერთი მომენტიც, სადაც მორფეუსი ნეოს ასწავლის სახურავიდან სახურავზე გადახტომას და ეუბნება, რომ მთავარია შენი გონება გაანთავისუფლო და ირწმუნო, რომ ეს შეგიძლია სხვა ყველაფერი თავისით მოხდებაო…
ეს ხაზს უსვამს კიდევ ერთ რელიგიურ ფაქტორს, რომ თუ ირწმუნებ და რწმენით მთას ეტყვი გადადექიო, გადადგება!!! ამას მართლმადიდებლობა ქადაგებს… მთავარია ადამიანს რწმენა ჰქონდეს და ყველაფერია შესაძლებელიო…
ხოდა, როცა ნეო ასფალტს დაენარცხება და მატრიციდან გამოსულს, ტუჩიდან სისხლი წამოუვა, მორფეუსი აუხსნის, რომ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რადგან შენმა ტვინმა რეალურად აღიქვა ყველაფერიო…
-ე.ი. თუ მოგკლავენ მატრიცაში, რეალობაშიც კვდები?!
-რა თქმა უნდა, ტვინს სხეულის გარეშე არსებობა არ შეუძლია!!!
ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავამატებდი, რომ მყავს მეგობარი, რომელიც ძილის შემდეგ პატარ-პატარა ჭრილობებით იღვიძებს, რადგან მისი ტვინი, ალბათ სიზმარს რეალობად აღიქვამს… ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: