ჰალუცინაცია


ზოგადი ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკური დაავადების ნიშნებსა (სიმპტომები) და ნიშანთა ერთობლიობას (სინდრომი)- მათ შორის არსებული ურთიერთკავშირისა და განვითარების კანონზომიერებებს. ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ ჰალუცინაცია.

ჰალუცინაცია (ლათ. Hallucination მოტყუება, შეცდომა) – მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმაა, რომელიც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით (ეჩვენებათ არარსებული საგნები, ხმები დას ხვ.) იგი გაუკუღმართებული აღქმაა, რომელიც რეალური ობიექტის გარეშე აღმოცნდება და პიროვნების მიერ განიცდება, როგორც ობიექტის სინამდვილე (ხილვები მოჩვენებები, მოჩვენებითი ბგერები, ხმები, სუნი და ა.შ.)

ჰალუცინაცია არსებობს სხვადასხვაგვარი:

I მხედველობითი

II სმენითი

1)აკოაზმები (როდესაც გესმის ბგერები)

2) ფონემები (გესმის სიტყვები, საუბარი და ხმაური)

ა) ჩუმი ბ) ნატურალური ც) დამაყრუებელი, ხმამაღალი.

3) სივრცე- ა) ზემოდან ბ) ქვემოდან ც) სხვადასხვა მხრიდან

4) შინაარსი- ა) ინდიფერენტული ბ) მუქარის ც) გამაფრთხილებელი დ) წინასწარმეტყველური

5) დიალოგი – მოყოლა ა) კომენტარის ხასიათის ბ) განუწყვეტელი

III ყნოსვითი ჰალუცინაცია

IV გემოვნების

V ტაქტილური – შეხების ჰალუცინაცია

VI ვისერალური

VII რთული

მხედველობითი ჰალუცინაცია- როდესაც ხედავ სხვადასხვა საგნებს ადამიანებს და ა.შ.

სმენითი – როდესაც გესმის სხვადასხვა ხმები ხმაურის, ადამიანის და სხვა.

ყნოსვითი ჰალუცინაციები წარმოდგენილია რეალურად არსებულ სუნთან დიდი დიაპაზონით. შეიძლება იყოს – ბოლის სუნი, გაზის სუნი და სხვა. გემოვნებითი ჰალუცინაცია გამოიხატება საკვების ან სასმელის უცნაურ უჩვეულო გემოს შეგრძნებით.

ტაქტილური – სხეულის ზედაპირზე მწერების, ჭიების ან პატარა ცხოველების მოძრაობის განცდის, კანქვეშ ან სხეულის ზედაპირზე უცხო საგნების შეგრძნების სახით.

ვისერალური ჰალუცინაციები წარმოდგენილია სხეულში, ძირითადად მუცელში ან გულმკერდის არეში უცხო საგნების მოძრავი ცოცხალი არსებების შეგრძნებით.

რთული ჰალუცინაციები ანუ კომპლექსური – როდესაც ერთდროულად წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ჰალუცინაცია- სმენითი, მხედველობითი და ყნოსვითი.

სტრუქტურის მიხედვით არჩევენ ჰალუცინატორულ განცდათა რამდენიმე ვარიანტს. 1) ჰიპნოგოგიური– რომელიც გვხვდება ჩაძინების დროს, დაძინების პროცესში. 2) ჰიპნოპომპიური- რომელიც გვხვდება გაღვიძების დროს. 3) რეფლექსური- რომლის დროსაც ჰალუცინაციის განვითარების და წარმოშობის წინაპირობას რეალურად არსებული გამღიზიანებელი წარმოადგენს. ერთი მოდალობით ამ ტიპის ჰალუცინაციას ფუნქციურს უწოდებენ. არსებობს აგრეთვე ჭეშმარიტი და ფსევდო ჰალუცინაცია. ჭეშმარიტი ჰალუცინაციების დროს ავადმყოფის მიერ ისინი აღიქმებიან როგორც გარეგანი- გარე სამყაროსგან მოსული, ხდება მათი პროექცია სივრცეში და თან ახლავს ობიექტური რეალობის განცდა.

ფსიქო სენსორული აშლილობა ვითარდება აღქმის პროცესში ფსიქო სენსორული სინთეზის დეფექტის შემთხვევაში და ვლინდება 1) დეპერსონალიზაციით, რომელიც არის საკუთარი სხეულის და პიროვნების აღქმის დარღვევაში. ერთ-ერთი ფორმაა სხეულის სქემის მოშლა, რომლის დროსაც სხეული ან მისი ცალკეული ნაწილები შეცვლილი დამახინჯებული სახით აღიქმება. 2) დერეალიზაცია- ამ დროს დარღვეულია გარე სამყაროსთან აღქმა. გარე სამყაროდან მომავალი ინფორმაციის არასწორი სინთეზი ხდება, რაც გამოიხატება სივრცის, დროის და გარემოს დინამიკური აღქმის შეცვლაში.

სივრცის აღქმის დარღვევები წარმოდგენილია მიკროფსიის სახით, ანუ საგნების შემცირებული, დაპატარავებული სახით აღქმა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: