ოსკარ შინდლერი-წმინდანი თუ ცოდვილი


ოსკარ შინდლერი (გერმ. Oskar Schindler დ. 28 აპრილი 1908 — გ. 9 ოქტომბერი 1974)  გერმანელი ინდუსტრიალისტი, ვინც გადაარჩინა მის საწარმოებში მომუშავე 1200-ზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან (გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების მიერ ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი). მის შესახებ გადაღებულია ფილმი შინდლერის სია.

ქალები, სასმელები, გართობა, ქრთამი – ეს ყვლაფერი გმირის ატრიბუტები ნამდვილად არ არის, მაგრამ ოსკარ შინდლერი მსოფლიო ისტორიის ყველაზე მშფოთვარე ხანაში ნამდვილად გმირი იყო. იგი მართლაც უჩვეულო ადამიანი გახლდათ. მთელი სიცოცხლე ქალებს ეტრფოდა, ბევრს სვამდა და ფულსაც აქეთ-იქით ფანტავდა, ნაცისტური პარტიის წევრიც იყო, მაგრამ ყველაფერი გასცა, რომ 1200-ზე მეტი ებრაელი დიდი რისკის ფასად სიკვდილს გადაერჩინა. მოგვიანებით გამოითვალეს, რომ მან 4 მილიონი მარკა,(იმ დროისათვის მითუმეტეს ფანტასტიური თანხა)იმისთვის დახარჯა, რომ ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკში არ გადაეყვანათ. დღემდე დავობენ, რატომ გააკეთა მან ეს. ცოლი ემილი, რომელიც 94 წლისა გარდაიცვალა, ამბობს, რომ შინდლერის მერკანტილური ინტერესები არ ჰონია. ის უსაზღვროდ კეთილი იყო და ის გააკეთა, რასაც გული კარნახობდა. ოსკარმა ებრაელებს შესწირა ყველაფერი და მე არაფერი დამიტოვა” – განაცხადა ემილიმ.

ოსკარ შინდლერს ბევრი ადამიანური სისუსტე ქონდა. იგი ერთდროულად წმინდანიც იყო და ცოდვილიც. ებრაელებმა მას მართლმორწმუნე იუდეველის ტიტული მიანიჭეს. შინდლერმა იერუსალიმში მოითხოვა დასაფლავება. იგი დღემდე უყვართ და თაყვანს სცემენ, თუმცა მისი ცხოვრების გარვეული მომენტები დღემდე ეჭვს იწვევს.

ოსკარ შინდლერი პოპულარულად სტივენ სპილბერგის ფილმმა აქცია, ებრაელებისთვის კი იგი ყოველთვის გმირი იყო. ამ წინააღმდეგობრივ პიროვნებაზე არსებობს აზრი, რომ ფილმში იგი აშკარად შელამაზებულია. ცხოვრებაში იგი სხვაგვარი იყო. სპილბერგმა მისგან იდეალური სახე შექმნა. უფრო მეტიც, იმ დროს საერთოდ არ არსებობდა  ე.წ შინდლერის სია. გარდა ამისა, არსებობს აზრი იმის შესახებ ოსკარმა კრაკოვში , სადაც ქარხანა ჰქონდა, ებრაელების ქონება მიისაკუთრა, თუმცა ამისი დამადასტურებელი ფაქტების მოძებნა ძნელია. ეს მხოლოდ ვარაუდებია.

30-იან წლებში ოსკარი გერმანული კონტრდაზვერვისთვის მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტს შემდეგში თვითონ უარყოფდა. ჩეხეთის პოლიციაში დღემდე არსებობს ჩანაწერები მასზე, როგორც საშიშ დამნაშავეზე. პოლონეთში გერმანელების შეჭრამდე კი იგი ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ პოლონეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნიდა. იგი სათავეში უდგა ჯგუფს, რომელმაც ამ ქვეყანაში ნაცისტების შეჭრის გეგმა დაამუშავა.

ოსკარ შინდლერი მაღალი, ლამაზი მამაკაცი იყო, სვამდა და საყვარლებს იცვლიდა. მას 2 უკანონო შვილი შეეძინა, რომელთა ბედი საერთოდ არ აინტერესებდა. შინდლერი მდიდარი ფაბრიკანტი გახლდათ, მის ქარხანაში თავდაპირველად მომინანქრებულ ჭურჭელს აწარმოებდნენ, შემდეგ კი – ნაცისტებისათვის იარაღს. მას ყალბი საბუთებით ამ ქარხანაში სამუშაოდ ებრაელები მიჰყავდა და ამით სიცოცხლეს უნარჩუნებდა. გერმანელ ოფიცრებს მუშების გადასარჩენად ქრთამს აძლევდა. შავ ბაზარზე მათთვის საჭმელსა და წამლებს ყიდულობდა, რელიგიური წესების შესრულების საშუალებასაც აძლევდა.

ომის შემდეგ მისი ცხოვრება წარუმატებლობების მთელი წყობა იყო. რას არ ეცადა- ფილმების პროდიუსერობას, უძრავი ქონებით ვაჭრობას, ნუტრიების მოშენებას … არაფერში არ გაუმართლა. მადლიერმა ებრაელებმა დიდი რაოდენობით ფული მისცეს, მაგრამ მან ეს ფული მალე გაფლანგა. შემდეგ მათივე დახმარებით არგენტინაში გადავიდა, მაგრამ იქაც  ხელი მოეცარა, გერმანიაში დაბრუნდა და ქარხანა გახსნა. გემანელი მუშები მას ვერ იტანდნენ იმის გამო, რომ ებრაელები გადაარჩინა. როდესაც მართლმორწმუნე იუდეველის წოდება მიანიჭეს, გემანელებისთვის დამნაშავე გახდა. პარტნიორებმა მასთან ურთიერთობა აღარ ინდომეს – ქუჩაში ქვებს ესროდნენ. მისი ქარხანა გაკოტრდა.

შინდლერის ცოლმა, ემილიმაც ბევრი რამ გააკეთა ებრაელებისთვის. მან თავისი საგვარეულო ძვირფასეულობაც  კი გაყიდა იმისთვის, რომ მუშებისთვის წამალი და საჭმელი ეყიდათ. ემილიმ ოსკარი პირველად მამის ფერმაში ნახა, იგი ელექტროძრავებს ყიდდა. ისინი 6 თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს და 1928 წელს დაქორწინდნენ. მამამ ქალიშვილს მზითევში 100 ათასი ჩეხური კრონი მისცა. ეს იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო. ოსკარმა ამ თანხით ძვირადღირებული მანქანა შეიძინა, დანარჩენი კი გაფლანგა.

შინდლერი ულამაზესი ემილისათვის ბედის საჩუქარი ნამდვილად არ ყოფილა. ასეთი ქმრის გვერდით ცხოვრება მას ნამდვილად უჭირდა. იგი ქორწინების დღიდან ღალატობდა ცოლს და ამას დიდად არც მალავდა. შინდლერმა ცოლს გაყრა ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ შესთავაზა, მაგრამ ემილი ღრმადმორწმუნე კათოლიკე გახლდათ და გაყრა არ მოისურვა. მიუხედავად ამისა, ისინი 8 წელიწადში ერთმანეთს დაცილდნენ. ”ოსკარი სულ ჩემ მოტყუებას ცდილობდა. მიუხედავად იმ უსიამოვნებებისა, რაც მისი წყალობით შემხვდა, უნდა ვაღიარო, რომ მას დიდი გული ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერს დახმარებოდა -განაცხადა ემილიმ-მატყუებდა, შემდეგ ბოდიშს იხდიდა, როდესაც ვაპატიებდი, ყველაფერს თავიდან იწყებდა”

ამბობენ, რომ შინდლერი ბუნებით ავანტიურისტი იყო,მძაფრი შეგრძნებების ჟინი ქონდა, ნამდვილი მოთამაშე გახლდათ. ებრაელების მიმართ თანაგრძნობა მათთან დაახლოებისას გაუჩნდა. ემილის იმედი ჰქონდა, რომ ამერიკაში გადავიდოდნენ და ქმარს დაუახლოვდებოდა , მაგრამ ოსკარმა 2 ბილეთის ნაცვლად 3 აიღო, მესამე საყვარლისთვის. არგენტინაში საქმეები ვერ ააწყო, ცოლს უამრავი ვალი დაუტოვა, ფულის ჩამოსატანად ევროპაში წავიდა და ამრიკაში აღარ დაბრუნებულა. მის ვალებს ემილი იხდიდა. ის კი ამის გამო თავს უხერხულად სულაც არ გრძნობდა, უფრო მეტიც ცოლს სთხოვა ჩემ საყვარლებზეც იზრუნეო. გერმანიიდან ოსკარი ცოლს ამერიკაში წერილებს უგზავნიდა. ემილი შიმშილობდა, ამ დროს ქმარი სწერდა , რომ ღვინომ და კარგმა კერძებმა, ცოტა არ იყოს გაასუქა.. ემილი ისე გაბრაზდა, რომ ქმრის წერილებს აღარც ხსნიდა.იგი შიმშილით მოკვდებოდა ებრაული ორგანიზაციები რომ არ დახმარებოდნენ.

ებრაელების გმირი ალკოჰოლმა და ბევრმა სიგარეტმა იმსხვერპლა. იგი ღვიძლის კიბოთი 66 წლისა გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, იერუსალიმში გადაასვენეს და სიონის მთაზე, კათოლიკური ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. ემილი მის გარდაცვალებას განსაკუთრებით არ დაუდარდიანებია : იგი დიდი ხანია მოკვდა ჩემთვის”. თუმცა ქმრის გარდაცვალებიდან 37 წლის შემდეგ იერუსალიმში ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, დღემდე ვერ მივხვდი, რატომ მიმატოვე, მაგრამ ჩვენ ისევ ცოლ-ქმარი ვართ და ასე წარვდგებით უფლის წინაშე. მე ყველაფერი გაპატიე”

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: