ჩემი ჯგუფელი ფსევდონიმი: CSG 3


მე ვგრძნობ ამ ღამე სიყვარულს,

რომელიც ფეხაკრებით შემომპარვია სულში,

ღამის წყვდიადში შენს სახეს წარმოვიდგენ,

ნაკვთებს, გამოხედვას, თვალებს ვიხსენებ,

მახსოვს რაოდენ ლამაზად კიაფობენ ისინი,

მახსოვს ყოველი გამოხედვა მათი,

მახსოვს როგორ შევერკინე მათ ტყვეობას,

მახსოვს მათი სითბო და სიძლიერე,

მახსოვს როგორ ვწვდებოდი შენ სულს,

მახსოვს მათი ძალა და სიდიადე,

მახსოვს ყოველი ეტაპი ბნელი,

მახსოვს როგორ ვლამობდი მათ სიახლოვეს,

მახსოვს როგორ შევადარე მარისის ნათებას,

მახსოვს გუგაზე გამოსახული ჩემი თავი,

მახსოვს მოელვარე ისინი მარადჟამს,

მახსოვს უმწიკლო თვალები შენი,

მახსოვს ტიტანური სიძლიერე მათში,

მახსოვს როგორ დამიმონა მზერით,

მახსოვს როგორ მიხმობდნენ სიელვარით,

მახსოვს ჟრიამული განცდილი მათი მეოხებით,

მახსოვს და მინდა მახსოვსდეს ბოლო ამოგვინვამდე..

კისერზე დამადო ბორკილები, მომახრევინა ქედი,

შეუბრალებლად დამიპყრო, დაუკითხავად შემოიჭრა ჩემში,

დამასუსტა, დაუძლურდა რაინდული სულიც,

მის სიდიადეს ვაღიარებ გამსჭვალულს კვამლით,

ო, როგორ მინდა დავინახო მათში ჩემი თავი,

ასხივოსნებს არემარეს და ბნელს ფანტავს წამით,

მიყვარს შენი სულის სარკე პომპეზურად ნაზი,

მიყვარს მათი კრთომით განცდილი ბედნიერება,

მიყვარს და მეყვარება სისპეტაკე დაუსრულებლად !

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: