ჩემი ჯგუფელის შემოქმედება (Exclusive) ფსევდონიმი: CSG 1


ჩემი ღამე
იცით ამ ბოლო დროს ჩემს თავს ვეღარ ვცნობ… შიში დამეუფლა, მაგრამ ვერ ვხდები, თუ რისგან არის ეს შიში გამოწვეული. ნუთუ ვიზრდები და ბავშვობის წლებს ვკარგავ? მგონი ვკარგავ. კი ვკარგავ, მაგრამ მტკივნეულად ვკარგავ… მაგრამ რატო მაწუხებს? რატო არ მაძინებს ღამე? ხალხს, ხომ პირიქით უხარია, რომ იზრდებიან და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან? იცით… ყოველ ღამე მეუფლება ჩემს თავთან ეს კითხვა, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ… ნუთუ განსხვავებული ვარ სხვებისგან? შესაძლებელია. ხალხი, ხომ მასაა მე კი ერთი ვარ, მაგრამ იმ ხალხში მეც ხომ შევდივარ? კიდევ დავიკარგე ფიქრებში და მაინც ვერ ვიპოვე პასუხი. მგონი არასწორად ვეძებ პასუხს ან მინდა, რომ არასწორად ვეძებდე. რატო? იმიტომ, რომ ყოველ ღამე, როდესაც მეღვიძება ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებას კიდევ ერთი ღამე დააკლდა და ჩემი გული ისევ სიბნელისკენ მიდის. ვერ ვხვდები თუ რა არის ეს სიბნელე. შეიძლება მონატრებაც იყოს. მონატრება იმ მზიანი დღეებისა სადაც ყველა იღიმის, ყველას უხარია და უყვარს. სადაც არ არსებობს სიძულვილი. სადაც ყველა ტოლია. დიდი თუ პატარა, მაგრამ ეს ხომ ჩემს მიერ შექმნილი სამყაროა, სადაც მე ჩემი ფანტაზიებით ვცხოვრობ. როდესაც ვუბრუნდები რეალობას და ვშორდები ფანტაზიებს, ვრჩებით მხოლოდ მე და ღამე… როდესაც ავიღებ ასანთს და დავარტყავ ღრმა ნაფასს, სიგარეტის კვამლში ვახვევ ჩემს ფიქრებს, ჩემს შექმნილ სამყაროს, გულის ნატეხებსა და ნახატებს. კი ხატვაც შემიძლია, ოღონდ წარმოსახვაში. იცით… მგონი ვიპოვე პასუხი… ეს სიყვარულია და სიყვარულის შიში, რომელიც სულ ახლახან გამიჩნდა და მაგიჟებს. სიყვარულმა, რომელმაც ბრმას თვალები გამახელინა და ფრენა მასწავლა. კი დავფრინავ, გრძნობებში დავფრინავ… სიყვარულმა, რომელმაც ჩამისახა იმედის ნაპერწკალი, ნაპერწკალი რომელიც ხანძრად მექცევა და მწვავს. მწვავს, ოღონდ სასიამოვნოდ. სიყვარულმა, რომელმაც დამანახა უსულო საგნებში სიცოცხლე. გამიჩინა გრძნობა, რომელიც მეუფლება ყოველი ღამის დასასრულსა და ახალი ნაცრისფერი დღის დასაწყისში და მაფიქრებინებს, თუ რა ლამაზია ეს ცხოვრება და რა ლამაზი ხარ შენ……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: