ჩემი ჯგუფელის შემოქმედება (Exclusive) ფსევდონიმი: CSG 2


ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე…
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე…
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი,
ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს
შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან ადრე,
როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს,
როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი
ფირიდან ჭრიდეს….
ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა,
შენც კარგად იცი,
როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი!
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ
და მაღონებდა ….
ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ,
რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე….
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?!
მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი…
შენ როგორ გითხრა!
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს,
მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე,
არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს,
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები,
ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები…
განმეორდება ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
ალბათ სჯობს ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და
გულგრილობა, შენი თუ თვისი,
ავი ძაღლივით ებას კარებთან.
ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გზა გქონდეს უკან,
ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს,
ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.
სჯობს კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან
და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ
პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ,
მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას მუხას დაეცა მეხი.
შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი…
მინდა გავიგო ხვალ რა იქნება,
პასუხისათვის ნუ გაირჯები,
მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ა
ლბათ არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც რომ ვერასდროს ეტყვი.
ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, უნდა დაჯდე და ყველაზე
ძვირფასს მისწერო…
არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს.
მე ისევ მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისევ გესმოდეს,
უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო,
ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო,
ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის შესახებ.
მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო,
მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო,
მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა
შენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე
ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
შენ შეიცვალე.
მეც შევიცვალე.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ… და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ,
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო…
შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ…
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს…
ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე ნეტაში დაგახრჩობ მერე.
თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას.
წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე მენატრები, როგორც ბავშვობა
მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება
უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს
ხსოვნაში მალე გავქრები,
ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა
ჰქრება პორტიდან გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი.
არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება,
მე არაფერი მინდა შენი!!!!
ვერ ამიხსნია ეს გაორება,
მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს,
ჩემში ჩამჯდარა
ორი არსება, ორივე თავის სიმართლეს ითხოვს!
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი,
მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო
რადიო,-ჩემსკენ ღვთიური ნიჭი…
იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ მაინც გახსენი იგი.
მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით!…
ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს,
დღესაც არაფერს გეტყოდი, მაგრამ,
მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა,
ეს იყოს
თუნდაც მხოლოდ სალამი,
ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც……..

5 comments

  1. zaaan magaria…yochag!

  2. არჩია, რომ ინკოგნიტოდ დარჩეს, თორემ დიდი სიამოვნებით )

  3. kargi, rogorc unda, ubralod tu sheizleba utxari rom ase gaagrzelos;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: