კუტნა გორა-ადამიანის ძვლებისგან აგებული ეკლესია


ქალაქი კუტნა გორა პრაღადან 70 კმ-ით არის დაშორებული. სწორედ აქ მდებარეობს ადამიანის ძვლებისაგან აგებული ეკლესია. ყოველ ეკლესიაში შემსვლელ ტურისტს ურიგებენ ფურცელს სადაც ეკლესიის აგების ისტორიაა გადმოცემული და აი რა წერია ამ ფურცელზე..

1278 წელს აბატი ინჯირიხი, ბრუნდებოდა რა იერუსალიმიდან სადაც იგი დიპლომატიური მისიით იყო წასული თან წამოიღო გოლგოთას მიწა მონასტრის სასაფლაოზე მოსაყრელად.სასაფლაო მალე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურდა იქ დასაფლავება. განსაკუთრებით გაიზარდა “მსურველთა” რიცხვი 1318 წელს, როცა შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა ქალაქში, ამ წელს მარტო 30 000 ადამიანი დასაფლავდა აქ.

შემდგომ მომხდარი ომების, დემოგრაფიული კრიზისის გამო სასაფლაოზე უკვე ადგილი აღარ იყო და ადამიანები იძულებული ხდებოდნენ ამოეღოთ ძველი გვამები, მათ ადგილას კი სხვები დაესაფლავებინათ. ხოლო ჩონჩხებს ეკლესიაში აგროვებდნენ, რის შედეგადაც ეკლესიაში ძვლების პირამიდა(ხროვა) დაგროვდა.

1784 წელს იმპერატორის ბრძანებით ეკლესია დაიკეტა, ხოლო მისი ქონება და მიწა შვარცენბერგებმა იყიდეს. ახალ მეპატრონეებს არ მოეწონათ მონასტრის გეგმა, ამიტომ მოსთხოვეს ფრანტიშეკ რინტს, რომელიც ხის ხელოსანი იყო, რომ გოტიკურ სტილში გადაეწყვიტა დიზაინი. იგი ქლორის მეშვეობით ასუფთავებდა ძვლებს და აკეთებდა ყველაფერს, რათა ეკლესიის ჩუქურთმებიცა და კედლებიც მოხლოდ ძვლებით ყოფილიყო მოპირკეთებული. ყველაზე საინტერესო და მოცულობით დიდი ჭაღის დასამზადებლად 40 000 ძვალია გამოყენებული, რაც მთავარია ყველა მათგანი ადამინისაა. შესასვლელში კი მან დატოვა ავტოგრაფი, რათქმა უნდა ისიც ადამიანის ძვლებისგან. მთლიანად კი ამ სამუშაოზე დაიხარჯა 50 00-60 000 ადამიანის ჩონჩხის მონარჩენი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: