პეტრე იბერი (411-491)


რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი). იყო შვილი იბერიის მეფის ბუზმარისა. ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12-14 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს, სადაც ჩინებულად ისწავლა ბერძნული და სირიული ენები და სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წამოყოლილ ცნობილ ქართველ ფოლოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც “მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს”. მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა. იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, გამოიცვალეს სახელები – მურვანი-პეტრედ, ხოლო მითრიდატე-იოანედ იწოდებიან. 445 წელს მღვდლად ეკურთხნენ, საბოლოოდ კი მაიუმში დამკვიდრდნენ, ღაზის მახლობლად, და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ.

პეტრე იბერი ავტორია დიდმნიშვნელოვანი წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. პეტრე იბერი დიონისე არეოპაგელის სახელს ამოეფარა.

VI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა მისი თხზულებანი, რომლებიც სწრაფად გავრცელდა და ითარგმნა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში. მისი ნაშრომი არიოპაგეტიკა”, შედგებოდა ოთხი ნაწილისაგან. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ეჭვი, რომ შეუძლებელია, “არეოპაგეტიკის” დამწერი იყოს პირველი საუკინის მოღვაწე იმიტომ, რომ მასში მოხსენიებული რამოდენიმე მოვლენა იყო მომხდარი პირველი საუკუნის შემდეგ. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ავტორს ეწოდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. 1942 წელს ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ, 1952 წელს კი ბელგიელმა ერნსტ ჰონიგმანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხადასხვა საბუთის მოხმობით დაამტკიცეს, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი არის პეტრე იბერი. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად დღესაც ქვეყნდება სხვა მეცნიერთა მოსაზრებანი.

არეოპაგიტულმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეთა აზროვნებაზე. ქრისტიანობისა და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზი იქცა ჯერ რუსთაველის მსოფლმხედველობის, შემდეგ კი ევროპული რენესანსის საფუძვლად.

ქართულმა ეკლესიამ მხოლოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე აღიარა პეტრე იბერის ღვაწლი და იგი წმინდანად შერაცხა. ჩემი აზრით, ყველა ქართველის ვალია, რომ ეს იცოდეს..

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: