ვლად ცეპეში, ეროვნული გმირი !


რეალური ისტორია რუმინეთის პრინცზე.

ვლად III ცეპეშ დრაკული დაიბადა პატარა რუმინულ ქალაქ სიგიშოარაში, (რუმ. Vლად Dრăცულეა – შეიძლება ითარგმნოს როგორც “დრაკონის ძე”) XV საუკუნის დასაწყისში აგებულ სახლში, 1428-1431 წლებს შორის. დანამდვილებით არავინ იცის დაიბადა თუ არა სინამდვილეში ვლად ცეპეში სახლში რომელსაც ‘’დრაკულას სახლი’’ ქვია, სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი, რომ ამ სახლში ერთი პერიოდი ცხოვრობდა მამამისი – ვლად II დრაკულა. თავადი ვლად II რაინდული ორდენის – ‘’დრაკონის’’ წევრი იყო. ორდენს მიზნად ჰქონდა ‘’ურჯულოების’’ დაპყრობა და მათი ქრისტიანებად მოქცევა.

თავისი მმართველობის პერიოდში ვლად III დრაკულა ხალხში დიდი პატივისცემით და პოპულარობით სარგებლობდა.

სანიმუშო წესრიგს ვლახეთში ვლად ცეპეშმა საზოგადოების ‘’ასოციალური ელემენტებისაგან’’ გეგმაზომიერი გაწმენდით – მასობრივი ხოცვა ჯლეტვით მიაღწია. შესაძლოა ვლად ცეპეში ისტორიისტვის ცნობილი პირველი ნაცისტადაც ჩავთვალოთ.. ყოველ შემთხვევაში ჰიტლერამდე 5 საუკუნით ადრე, იგი ბოშებს მხოლოდ იმიტომ ხოცავდა რომ ისინი ბოშები იყვნენ.

XV საუკუნის შუა პერიოდში ახალგაზრდა ვლად დრაკულ უმცროსი, უნგრელ, სერბ, ბოსნიელ არისტოკრატებთან ერთად, სულთნის ნაცვლის კარზე მოხვდა ქალაქ ადრიანოპოლში, (თურქულად- ედირნე) თურქეთში.

‘’სტუმარტმოყვარე მასპინძლები’’ ხშირად თვალნათლივ უჩვენებდნენ ‘’სტუმრებს’’ (ასე უწოდებდნენ თურქები მძევლებს) თუ რა ელოდათ ურჩებს. თავადი ვლადი რომლის რელიგიურობაც პანატიზმს უახლოვდებოდა, წლების განმავლობაში თავისი თვალით ხედავდა, როგორ სასტიკად აწამებდნენ თურქები ამბოხებულ ქრისტიანებს. ძნელი მისახვედრი არაა რა ხდებოდა ამ დროს პირქუში ახალგაზრდის გულში, მაგრამ ისევე როგორც ვლად უფროსს შორეულ ვლახეთში ახალგაზრდა თავადსაც გრძნობები უნდა დაეფარა და ეს ხელოვნება მან სრულყოფილადაც აითვისა. დრაკული ყველაფერს ყურადგებით აკვირდებოდა, კარგად იმახსოვრებდა და თავის ჯერს ელოდა…

1452 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ვლად მესამე სამშობლოში დაბრუნდა და ტახტზე ავიდა. ტყვეობის წლებში თურქების მიმართ დაგროვილი სიძულვილი მისგან გადამწყვეტ ქმედებას მოითხოვდა, მაგრამ იგი მთავარმართებელი ფეოდალების წინააგმდეგობას წააწყდა. თურქები ფეოდალებს ათას პრივილეგიებს ანიჭებდნენ მხოლოდ იმის სანაცვლოდ რომ მათ დროულად გადაეხადათ ხარკი, ამიტომ ფეოდალებს თურქებთან ომი არ აწყობდათ. ამას არ შეუშინებია გამოუცდელი ახალგაზრდა მმართველი, ერთ-ერთი დღესასწაულის საბაბით, მან დედაქალაქში თითქმის მთელი ფეოდალური არისტოკრატია დაპატიჯა. უარი არავის უთქვამს რათა თავადისადმი ნაადრევად არ გაემჟღავნებინათ მტრული დამოკიდებულება. მიწვეულთა რაოდენობაც,  400 კაცი თითქოს მათი უსაპრთხოების გარანტიას იძლეოდა. იმ დღეს ზეიმმა ძალიან მხიარულად ჩაიარა, თუმცა უჩვეულოდ დასრულდა… მასპინძელის ბრძანებით ოთხასივე ფეოდალი სარებზე გასვეს. სწორედ ამის შემდეგ შეარქვეს ვლად III დრაკულს მეტსახელი ‘’ცეპეში’’ რაც რუმინულად ‘’მესარეს’’, ‘’სარზე გამსმელს’’ ნიშნავს. 1462 წელს კი მან 3000 თურქი ტყვე გასვა სარზე.

ვლად დრაკულა მეტსახელად ცეპეში, რომელმაც ცხოვრება ურიცხვ მტერთან შეუპოვარ ბრძოლაში გაატარა, ასევე ვაჯკაცურად დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში. ფეოდალებმა მისი გვამი მოძებნეს, აკუწეს და ველზე გაფანტეს; მაგრამ მოგვიანებით, სნაგოვის მონასტრის ბერებმა, რომელთაც კარგად ახსოვდათ მიცვალებულის რელიგიურობა და უხვი შემოწირულობანი, მისი ნეშტის ნაწილები მოაგროვეს და მონასტრის მიწას მიაბარეს.

ახლა ძნელია თქმა რამ აიძულა XV საუკუნის ბრიტანელ საშუალო დონის მწერალს, ბრემ სტოკერს დაეწერა ცეპეშზე როგორც ვამპირზე და მისგან სისხლისმსმელი მონსტრის სახე შეექმნა, ალბათ მისმა ენით აუღწერელმა სისასტიკემ მაგრამ ბრემ სტოკერს ისტორია ნაკლებად აინტერესებდა და მხოლოდ კომერციული ლიტერატურის სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

ახლანდელ რუმინელებს დასავლური იმიჯის შემხედვარე დრაკულასი როგორღაც ეუხერხულებათ.. თუმცა ის მართლაც ეროვნული გმირი იყო და არავის არ შეუტანია იმხელა წვლილი რუმინეთის სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებასში როგორც ვლად მესამემ!

რუმინეთის მკვლევარები და ისტორიკოსები ამიტკიცებენ რომ ცეპეში ისტორიული უსამართლობის მსხვერპლია, რომ მას ცილი დასწამეს და სახელი გაუტეხეს!

 

2 comments

  1. nini

    dzalian vafaseb Vlad III Zepeshs imitom rom is iyo martlac vajkaci adamiani da erovnuli gmiri. I LOVE VLAD DRACULA!!!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: