ანიმიზმი


ანიმიზმი (ლათ. anima – სული) — ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება. ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გ. შტალმა. ნაშრომში “Theoria medica” (1708) მან ანიმიზმი დაარქვა მის სწავლებას სულის შესახებ, როგორც რაღაც უპიროვნებო ცხოვრებისეულ საწყისს, რომელიც მთელი ცოცხალი პროცესების საფუძველს წარმოადგენდა. არისტოტელეს მსგავსად შტალი სულს სხეულის მამოძრავებლად მიიჩნევდა. აღნიშნულ მოვლენას ადგილი ქონდა ანტიკურ ხანაში ქრისტიანობის აგვრცელებამდე. ადამიანებმა ჯერ ღვთაებებად აღიარეს სხვადასხვა უსულო საგანი თუ მოვლენა და შემდეგ მათი სულის არსებობის ან მათში სულის არსებობის ფაქტიც დაუშვეს… (სულის არსებობა იგივე სულის მატარებლობა არა სულიერება არამედ მხოლოდ სულის ჭურჭლის ფუნქცია) ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებობდა მრავალი ანიმიზმის მაგალითი: ქვის კულტი, ხარის კულტი და სხვა… ტერმინი ანიმიზმი ამ მნიშვნელობით შემოიღო მე19 საუკუნეში ანთროპოლოგმა ტეილორმა თავის წიგნში ” პირველყოფილი კულტურა” (1871) . ტეილორი განიხილავდა ანიმიზმს ორი მიმართულებით. ერთი მხრივ ის უწოდებდა ამ ტერმინს რწმენას სულების შესახებ, მეორე მხრივ კი ამით ასათაურებდა იგი თავის ტეორიას რელიგიის წარმოშობის შესახებ. ტეილორი იმედოვნებდა რომ ანიმიზმი არის რელიგიის პირველი სახე, ანუ ნებისმიერი რელიგია ყველაზე პრიმიტიულიდან დაწყებული ყველაზე უმაღლესით დამთავრებული გამომდინარეობს ანიმისტური მსოფლაღქმიდან. თუმცა ამ მოსაზრებამ შემდგომ პერიოდში გამოიწვია კრიტიკა იმის გამო , რომ არც ერთი რელიგია არ შემოიფარგლება მხოლოდ სულების რწმენით. თუმცა ტეილორის თეორიამ გამოიწვია ამ მხრივ ინტერესის გაცხოველება და შემდგომ ამ საკითხის უფრო ღრმად გამოკვლევა.დადგინდა რომ სპირიტუალიზაციის პროცესი ანუ სულის გამიჯვნა მატერიისგან ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობდა ვიდრე ეს ტეილორს წარმოედგინა.აქედან გამომდინარე გაჩნდა ახალი მიმართულებები: ეგრეთ წოდებული: წინარეანიმისტური და ანიმიზმამდე პერიოდები. ასევე დადგინდა, რომ ანიმიზმს წინ უსწრებდა მაგიის ხანა, ასევე ანიმატიზმის ეპოქა (მთელი ბუნების გაცოცხლება) და პირველყოფილი ალოგიკური მისტიციზმი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ანიმისტური წარმოდგენები დაკავშირებული იყო ადამინანის დაკვირვებასთან საკუთარ თავზე : ძილზე, ექსტაზზე, ჰალუცინაციებზე, სიკვდილზე. განსაკუთრებით აოცებდა ველურს სიზმარი. მას აოცებდა საკუთარი ტავის ძილში მოქმედება. დაკვირვებეის შემდეგ იგი მივიდა იმ დასკვნამდე , რომ მარტო არ არის. მის გვერდით არსებობს ორეული, აჩრდილი, რომელიც ზოგჯერ მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. აჩრდილი დროდარდო შორდება სხეულს და მერე კვლავ უბრუნდება მას. განვითარების შედარებიტ მაღალ საფეხურზე ადამიანს უჩნდება წარმოდგენა სულის შესახებ. ცხადია ადრეული წარმოდგენები სულზე ისსეთი არ იქნებოდა როგორც ახლა. ადამიანს თავიდან იგი ეგონა სავსებით მატერიალური და ხელშესახები. მათ სულის გარეგნული სახე წარმოედგინათ როგორც ცვეულებრივი ადამიანი. მაშასადამდე ველურს უკვე ქონდა წარმოდგენა სულზე , მაგრამ ჩნდებოდა კიტხვა, თუ სად იყო იგი მოთავსებული. ზოგიერთი ხალხის აზრით სული დაკავშირებული იყო სუნთქვასთან(ესკიმოსები) , ზოგ ხალხში(ტასმანიელები, ზულუსები, ალგონკინელები) სიტყვა სული ჩრდილსაც ნიშნავდა: სხვა ხალხტა ენებში (პაპუასები, არაბები, კორენები, ძველი ებრაელები) სიტყვა სული და სისხლი ერთნაირად წარმოითქმის და ამიტომ, მათი აზრით სული სისხლში იყო. ზოგის აზრიტ სული გულში იყო და თვალებში ისახებოდა. ხოლო ინდილეთა ტომი ნუტკა ფიქრობდა რომ სული საქოჩრეზე იყო მოთავსებული. კუნძულ ნიასის მცოხვრებლებს აზრით სულ აქვს სუგრძე და წონა. მათი შეხედულებით ადამიანს დაბადების წინ ეკითხებიან თუ რა სიგრძე და რა წონის სული უნდა რომ ქონდეს. ყველაზე მძიმე სული რაც კი ოდესმე გაცემულა იწონიდა 10გრამს. ადამიანის სხეულის სიგრძე სულის სიგრძეს შეესატყვისებოდა. მალაელტა აზრით ადამიანის სული ცერის ზომისაა. მდინარე ფრეიზერის ქვემო დინებაში (კანადა) მცხოვრები ინდიელების აზრიტ ადამიანს 4 სული აქვს. აქედან ერთი წააგავს ადამიანს, დანარჩენი მისი აჩრდილები არიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: