რისი გარკვევა შეიძლება ხელის ჩამორთმევით


ხელის ჩამორთმევას ფარული მნიშვნელობაც აქვს. როგორც წესი, მამაკაცები ქალებზე ხშირად ესალმებიან ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით. ამიტომ ნამდვილად იციან, რომ ხელი ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს, ზოგს – თბილი, ცხელიც კი, ზოგს – ცივი და ტენიანი. ამ სხვაობით თურმე ადამიანის ტემპერამენტის გარკვევა შეიძლება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ტემპერამენტი, ადამიანში შეიძლება ქოლერიკის, სანგვინიკის, მელანქოლიკისა და ფლეგმატიკის თვისებები შერწყმული იყოს. მაშ ასე:

1. ცხელი და მშრალი ხელები ახასიათებთ სანგვინიკებს. ან შესაძლოა, თქვენი ნაცნობი ამაღლებულ, გულითად ხასიათზეა. ასეთი ადამიანები მოძრავნი და გულღიები არიან, საუბრის დროს ენერგიული ჟესტიკულაცია ახასიათებთ.

2. ცხელი და ტენიანი ხელები ქოლერიკებისთვისაა დამახასიათებელი. შესაძლოა, თქვენი ნაცნობი აღგზნებული ან გაღიზიანებულია. ასეთი ადამიანები მძაფრად რეაგირებენ საუბრის დეტალებზე, გაუწონასწორებელნი არიან, შეუძლიათ მკვეთრად ახარხარდნენ და მერე უცებ ანერვიულდნენ.

3. ცივი და მშრალი ხელები ფლეგმატიკების დამახასიათებელია. როგორც წესი, საუბრისას ფლეგმატიკი ყოველ სიტყვას წონის, ლაპარაკობს ნელა, თითქოს ძალდატანებით. ძალიან ძნელია მისი მოთმინებიდან გამოყვანა, მუდამ აღუშფოთებელი და გაწონასწორებულია. შესაძლოა, ასეთი ადამიანი კლასიკური ფლეგმატიკი არც არის, უბრალოდ, მოცემულ მომენტში თქვენ მის ინტერესს იწვევთ.

4. ცივი და ტენიანი ხელები მელანქოლიკებს აქვთ ხოლმე. შესაძლოა, საუბარში ასეთ ადამიანს ადვილად ატკინოთ გული, და ის კიდევ დიდხანს იდარდებს ამაზე. მისი რამეზე დაყოლიება ძალიან ძნელია, ყველანაირად ეცდება უარის თქმას; მოიმიზეზებს, რომ მაინც არაფერი გამოუვა. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელსაც მიესალმეთ, დღეს რაღაცამ გაანერვიულა, ან დათრგუნულია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: