აცტეკები


აცტეკები (საკ. სახელწოდება — ასტეკა), მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დაარსეს ქ. ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო).

1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივი ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.

როდესაც ერნან კორტესმა და მისმა ესპანელემა ჯარისკაცებმა მიაღწიეს მეხიკოს ხეობას 1519 წ. მათ იპოვეს ჩინებული ქალაქი რომელიც იდგა კუნძულზე ტბაში.3 განიერი დამბა მიდიოდა უდიდეს თეთრ სასახლეებთან და მოხატულ ტაძრებთან პირამიდების თავზე.

მდგომარეობა ესპანელების მოსვლამდე:

ეს ამპარტავანი ქალაქი იყო ტენოჩტიტლანი, აცტეკების დედაქალაქი. მისი გრანდიოზულობა აჩვენებდა აცტეკების ძალაუფლებასა და სიმდიდრეს. ქალაქიდან მათი არმიები დასაპყრობად გადიოდნენ. ქალაქში შედიოდა ხარკი დაპყრობილი დამოკიდებული ხალხებისგან, როგორიცაა სურსათი, თიხის ნაკეთობები, ოქრო, ჟადეიტი, ფირუზი და მოზაიკები. გარდა მტვირთავებისა ქალაქში შემოდიოდნენ აგრეთვე დატყვევებული ჯარისკაცები, რომლებიც უნდა მსხვერპლად შეწირულიყვნენ აცტეკი ღმერთებისადმი.

როდესაც ესპანელები მოვიდნენ, აცტეკები მართავდნენ ტერიტორიას მექსიკის ყურიდან კორდილიერებამდე და სამხრეთით დღევანდელი გვატემალის ტერიტორიამდე. ამის მიუხედავად მათ იმპერატორს მონტესუმა II-ეს , არ ჰქონდა კარგად ორგანიზებული იმპერია. როდესაც ვასალური ქალაქები ან ტომები ჯანყდებიდნენ, იგი იძულებული ხდებოდა თავიდან დაეპყრო ისინი. მას არ ყავდა გუბერნატორები ან მდგომი ჯარები რომ გაეკონტროლებინათ ისინი. სახელმწიფო სტრუქტურის ეს სისუსტე დაეხმარა ესპანელებს მეომერი აცტეკების დაპყრობაში სულ რაღაც 2 წელში.თავის კომპანიაში კორტესს აჯანყებული ტომებიც მიეხმარნენ.

კორტესის მოსვლისას აცტეკებს ჰქონდათ ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა იგი ორიგინალობით არ გამოირჩეოოდა. როდესაც ისინი იპყრობდნენ რეგიონს ისინი იერთებდნენ უფრო ადრეულ განვითარებული ხალხის კულტურას, როგორიცაა ზაპოტეკების, მაიას, ტოლტეკების და სხვ. ბარბაროსული აცტეკები მივიდნენ მეხიკოს ხეობაში ჩ.წ. დაახლოებით 1200 წელს.

აცტეკების ცხოვრებაში რელიგია იყო უძლიერესი მაკონტროლებელი ძალა. არქიტექტურასა და მხატვრობაში მათი უდიდესი მიღწევები სწორედ ტაძრების მოხატვასა და მშენებლობაშია მიღწეული. მათ ჰქონდათ ნახატობრივი დამწერლობა, იეროგლიფები და ციფრების აღნიშნვები, რომლებითაც ისინი იწერდნენ რელიგიურ დღესასწაულებსა და ისტორიულ მოვლენებს.მაიასგან მათ ისწავლეს მზის კალენდრის გამოყენება, ამ ცოდნის მეშვეობით მათი მღვდლები ინარჩუნებდნენ ყველაზე სწორ კალენდარს.ალმანაქი იძლეოდა ცოდნას მოძრავი და უძრავი დღესასწაულების შესახებ, აგრეთვე მასში ეწერა ღვთაებების სახელები, თარიღები და დრო, თუ როდის უნდა გამართულიყო ლოცვა.

სავაჭრო სისტემა:

სავაჭრო სისტემა აერთიამებდა იმპერიის შორეულ ნაწილებს ტენოჩტიტლანთან. ჯარისკაცები იცავდნენ ვაჭრებსა და მტვირთავთა ჯგუფები,

რომლებსაც გადაჰქონდათ მძიმე ლოდები, რადგანაც მათ არ ყავდათ გადამზიდი ცხოველები. კანოებს მოჰქონდათ მოსავალი უახლოესი ფერმებიდან დედაქალაქში. მთი მთავარი წარმოება იყო მარცვლები, ხორბალი, კაკაო,ლობიო, წიწაკა, ბადრიჯანი, თამბაქო, პამიდვრები, ინდაურები და ბამბა. საქმე მიდიოდა ბარტერით, რადგანაც აცტეკებს ფული არ გამოუგონებიათ. ხურდა შეიძლება მიცემულიყო კაკაოს მარცვლებში.

ცხოვრება დედაქალაქში:

აცტეკები იყენებდნენ თავის სიმდიდრესა და ძალაუფლებას იმისთვის რათა შეექმნათ ბრწყიბვალე ცხოვრება დედაქალაქში. მონტესუმა ცხოვრობდა მდიდრულ სასახლეში. მის ირგვლივ იყო უამრავი თავადი და ათასობით მონა. სასახლეში იყო უამრავი ბაღი და სამხეცე.

ქალაქის ქუჩები და სასახლეები ბრწყინვალედ იყო დალაგებული მეეზოვე მონების მიერ. ხიდებს მიჰქონდათ ქუჩები კანალების ზემოთ, რომლებიც ყაითნით აკრავდა ქალაქს. აკვედუკებს მოჰქონდათ წყალი ჩაპულტეკიდან, კლდიანი სიმაღლიდან ახლომახლო.

უცნაური მოტივტივე კუნძულები გარს აკრავდნენ მთავარ ოვალურ კუნძულს. ისინი იყვნენ დამზადებული ტალახისგან, რომელიც ტბის ფსკერიდან იყო ამოღებული, დაყრდნობილი ბადეზე ხის მორებიდან და ბალახიდან. უპირველესად ფერმერებს შეეძლოთ კუნძულებს შორის კანოეთი მგზავრობა. მეორედ, რადგანაც ხეები ფესვებს ქვემოთ გაგზავნიდნენ ეს კუნძულები გახდა პერმანენტული ფერმები, რომლებსაც ჩინამპა დაერქვა.

ფერმერები ცხოვეობდნენ უშნო, დაწნულ სახლებში. ქალაქის შედარებით ძველ ნაწილში ცხოვრობდნენ მოხელეები, ალიზისა და ქვის შენობაში. ყველა სახლის ირგვლივ იყო შიდა ეზო და ღობე, რათა დაცულიყვნენე ტბის წყალდიდობებისგან. აცტეკთა უმრავლესობა იყვნენე ფერმერები. ისინი აგრეთვე იყვნენ ოსტატები და ვაჭრები.

ბავშვთა აღზრდა:

ადათი ითვალისწინებდა ბავშვთა აღზრდის უამრავ ნაწილს, მათ შორის მათ უნდა დაეთვალათ თუ რამდენჯერ ჭამდენენმ კუები გარკვეული წლის განმავკობაში.ბავშვებს ასწავლიდნენ თავაზიანობას, უფროსებისადმი პატივისცემას, სიმართლის თქმას და თვითკონტროლს.

ბიჭები სწავლობდნენ პრაქტიკულ ამოცანებს მამებისგან სახლში, ხოლი 15 წლისას მიდიოდნენ ახალგაზრდათა სახლში”, რომელსაც ტელპუჩკალი ერქვა.აქ კლანის ბელადები ასწავლიდნენ ბიჭებს მოქალაქეობრივ მოვალეობებს, რელიგიურ კანონებს, ხალხის ტრადიციებს. ხელოვნებას და ხელობას. ომისთვის მზადებაში შედიოდა სატყორცნი შუბის სროლა(რომწლსაც ატლატლ ეძახდნენ), მშვილდ ისრის, და ხის ჯოხებით, რომლებსაც ჰქონდათ ბასრი პირები დამზადებული ობსიდიანისგან. სხვა სკოლებში (კალმეკაში) ბიჭები სწავლობდნენ ღვისმსახურებას, გოგოებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ მღვდელები იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებდნენ ტაძრის სკოლაში.

ტომობრივი ორგანიზაცია:

აცტეკთა ტომები იყოფოდნენ ოჯახებად და კლანებად.ყველა კლანს ჰყავდა წარმომადგენლები და მოხელეები ტომის საბჭოში. საბჭო აგზავნიდა მოხელეებს, რათა ეხელმძღვანელათ ქალაქის ერთ-ერთ მეოთხედში რომლითაც ქალაქიიყო დაყოფილი. საბჭო აგრეთვე ირჩევდა ტომის ბელადს, რომელიც უძღოდა ტომს ომებსა თუ ალიანსებში.მეორე ბელადი პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო დიპლომატიაზე. ეს სისტემა წააგავდა დემოკრატიას, თუმცა ბელადებს ირჩევდნენ ძლევამოსილი ოჯახები. მღვდელს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი ტომში, მაგრამ პრაქტიკულად იგი არავითარ სერიოზულ როლს არ თამაშობდა.მიწა იყო საერთო და ეკუთვნოა ტომს. საბჭო მას პროპორციულად ყოფდა ოჯახებს შორის.ისინი აკონტროლებდნენ მიწას თუმცა იქამდე, სანამ იგი ნაყოფიერი იყო. სექციები ვალდებულნი იყვნენ გამოემუშავებინათ საჭმელი მღვდლებისა და ბელადებისთვის.

მკაცრი კანონები იცავდნენ მოქალაქეებს და მონებსაც კი ყველანაირი უსამართლობისგან. დაუმორჩილებლობა და დანაშაული აგრეთვე სასტიკად ისჯებოდა. მასალის მპარველი ან მექრთამე ხდებოდა მონა.

რელიგია:

აცტეკები ეთაყვანებოდნენ ღმერთების დიდ რაოდენობას, რომლებიც აღნიშნავდნენ ბუნების სტიქიებს. ღმერთების საპატივსაცემოდ და ბოდიშის მოსახდელად ტარდებოდა უთვალავი დღესასწაული და ცერემონია. ადამიანთა მსხვერპლშეწირვა თამაშობდა უდიდეს როლს.რადგანაც სიცოცხლე იყო ადამიანისთვის ყველაზე მთავარი, ეს იყო ღმერთებისადმი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. ღაც უფრო ძლიერდებოდა აცტეკების ნაცია, მით

უფრო მეტი სიცოცხლე და სისხლი სჭირდებოდათ ღმერთებს. ტენოჩტიტლანის დიდიი პირამიდის გახსნისას მოკლეს 20000 ტყვე. ისინი აიყვანეს კიბეებით და პირამიდის თავში მსხვერპლად შესწირეს ტავიანთ ღმერთებს. როდესაც ტყვეები კიბეებზე ავიდნენ, ქურუმებმა ისინი დანებით ამოფატრეს და გულები ამოაცალეს.

ზოგჯერ აცტეკები კანიბალიზმსაც მისდევდნენ.ისინი ჭამდნენ მსხვერპლების ხორცსს, რადგანაც სჯეროდათ, რომ მათ ძალას მიიღებდნენ. შეწირულები მიიღებდნენ პატიოსან ადგილს სამოთხეში.

ტყვეების საჭიროებამ იძულებული გახადა აცტეკები არ მოეკლათ მოწინააღმდეგეები, არამედ ტყვედ აეყვანად.

ესპანელები შეძრულნი იყვნენ ამ რიტუალებით. მათ დაანგრიეს ყველა ტაძარი, რათა განედევნათ ძველი რელიგია. მისიონერები, რომლებიც მოვიდნენ ხალხში ქრისტიანობის გასავრცელებლად, ანადგურებდნენ ნებისმიერ აცტეკურ ტაძარს და ხსნიდნენ ამას იმით, რომ ისინი იდოლებს და ეშმაკის ტაძრებს” ანადგურებდნენ. როდესაც ძველი ტაძარი ინგრეოდა, მის ადგილს კათოლიკური სალოცავი იკავებდა.

აცტეკების როგორც ერის ჩამოყალიბება:

ითვლება, რომ აცტეკები ჩრდილოეთიდან მოვიდნენ. ისინი ლაპარაკობდნენ ნახუან ან ნახუატლ ენაზე. ეს ენა მიეკუთვნება უტო-აცტეკიან სალაპარაკო ჯგუფს. ის წააგავს პიმანის და შოშონების ენას დასავლეთ ამერიკიდან.

მათი ლეგენდების თანახმად აცტეკები ეს არის მომთაბარე ტომი, რომელიც ოცნებობდა მიწაზე. როდესაც ისინი მეხიკოს ხეობაში მივიდნენ, ისინი დაიპყრეს იქაურმა ტომებმა. საბოლოოდ მათ დაიპყრეს ის ხალხი და დაახლოებით 1325 წელს დაარსეს ტენოჩიტლანი _ დღევანდელი მეხიკო.

აქ ისინი დასახლდნენ და სხვა ხალხების დასაპყრობად გაეშურნენ. მალე ტენოხის აცტეკებმა შექმნეს აცტეკების კონფედერაცია და გახდნენ მასში დომინანტები. ისინი თავისი სიძლიერის მწვერვალზე იყვნენ, როცა ესპანელებმა ისინი დაიპყრეს. დღევანდელი აცტეკები არიან იმ აცტეკების შთამომავლები, რომლებიც კორტესმა დაიპყრო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: