ამერკული პირამიდა ერთ დოლარიანზე


ამერიკული პირამიდა (ერთ დოლარიანზე) შექმნა უილიამ ბარტონმა, “დიდი სახელმწიფო ბეჭდის” კომისიის ხელმძღვანელმა 1782 წელს. 1. პირამიდას თავიდან ერქვა “13 სტრატას (საფეხურის) პირამიდა”, მას აღწერენ როგორც დაუსრულებელ პირამიდას რომელიც გამოხატავს “სიძლიერეს და ხანგრძლივობას”.

2. თვალის სიმბოლო ცოტა რთული გასაგებია. ვიცით რომ მისი იდეა ეკუთვნის კომიტეტის ფრანგ კონსულტანტს პიერ დე სიმიტღიეს. თავდაპირველად თვალი პირამიდაში არ იჯდა, როგორც ეხლა, არამედ ნათებაში იყო. ჩარლზ ტომსონმა იგი სამკუთხედში ჩასვა. იგი იხსნება როგორც “თვალი ჩასმული სამკუთხედში, გარემოცული სიდიადით რომელიც გამოხატავს განგებას (რუს. “провидение”, იგივე უფალი”)

3. თვალზე არის ლათინური წარწერა (ესეც ტომპსონის არჩეული) “Annuit Coeptis” იგი აღებულია რომაელი პოეტის ვერგილიუსის ნაწარმოებიდან, თუმცა შეცვლილია მესამე პირში. დევიზი ნიშნავს საბოლოოდ: “განგება (ღმერთი) მხარს უჭერს (благоволит) ჩვენს წამოწყებებს”.

4. პირველ სტრატაზე არის ლათინური ციფრების წარწერა “MDCCLXXVI” რომელიც აღნიშნავს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების წელს 1776 და ახალი ამერიკული ერის დაწყების სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ.

5. პირამიდის ქვევით არის ლათინური ფრაზა: ” Novus Ordo Seclorum”, ესეც აღებულია ვერგილიუსისგან. თუმცა მისი გაგების ორნაირი ინტერპრეტაცია არსებობს: 1. როგორც თავად ამერიკელები თარგმნიან – ახალი ეპოქის წყობა “A New Order of the Ages” 2. როგორც ბევრი ფიქრობს – ახალი მსოფლიო წყობა “New World Order”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: