უძილობა


უძილობამ შეგაწუხათ?   ნახევარი ღამე ცდილობთ დაძინებას, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ? მაშინ  შემოდით  და გაიგეთ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.

ყველა ასაკის ადამიანს აქვს ხანდახან ასეთი პრობლემა – უძილობა. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, რომ ფიქრობ “ეხლა დავდებ ბალიშზე თავს და ეგრევე ჩამეძინება..” მაგრამ გამოდის სულ სხვანაირად. ნახევარი ღამე წრიალებ და ცდილობ დაძინებას.

ამ პრობლემასთან გამკლავება სავსებით შესაძლებელია, თუ გაითვალისწინებთ რამოდენიმე რჩევას:

1. დარწმუნდი რომ მართლა დაღლილი ხარ, როდესაც დასაძინებლად მიდიხარ.

(ეს იმისთვის, რომ დიდხანს არ მოგიწიოს ერთი გვერდიდან მეორეზე კოტრიალი სანატრელი ძილის მოლოდინში)

2. საძინებელ ოთახში არ უნდა ცხელოდეს, ძილის წინ შეამოწმეთ სასურველი ტემპერატურაა თუ არა ოთახში. თუ მაღალი ტემპერატურა იქნება ღამე აუცილებლად გაგეღვიძებათ და გაოფლიანდებით.

3. თქვენი საწოლი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. ლეიბი არ უნდა იყოს  ძალიან რბილი, ეს კარგი იქნება თქვენი სხეულისთვის.

4. თუ დღის განმავლობაში მოხდა რაიმე ცუდი, შეეცადეთ ღამე არ იფიქროთ ბევრი ამაზე.

ყველაფერი ნეგატიური ამოიშალეთ თავიდან.

5. ძილის წინ საკვები უნდა იყოს მსუბუქი. (მთლად მშივრებიც ნუ დაიძინებთ)

6. და ბოლოს: არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ საძილე აბები. (ადვილად შეიძლება მიეჩვიოთ)

p.s ვისაც ეს 6 რჩევა არ უშველის შემიძლია გავუგზავნო ათ წუთიანი ვიდეო, რომლის ყურების შემთხვევაში გარანტიას გაძლევთ, რომ მკვდარივით მიგეძინებათ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: