სიმების თეორია


რთულია დაწერო ისეთ რამეზე რაც მეცნიერებისათვისაც კი ბოლომდე აუხსნელი და გაუგებარია და ბევრი სკეპტიკურადაც კი არის განწყობილი, დაუმატეთ ამას ისიც რომ სკოლაში ფიზიკას “არვწყალობდი” და ალბათ მიხვდებით რა სიძნელეებთან მიწევს გამკლავება, მაგრამ თუ სირთულეების გეშინია ვერც ვერაფერს ვერ მიაღწევ, ამიტომ გადავწყვიტე შევჭიდებოდი თემას რომელმაც უნდა გადაატრიალოს ჩვენი ცოდნა ფიზიკის შესახებ.

როდესაც XX საუკუნის უჭკვიანესი ადამიანი ალბერტ აინშტაინი თავისი სიცოცხლის ბოლოში იყო მან დაიწყო ახალი თეორიაზე მუშაობა რომლის მიზანიც იყო იმის დამტკიცება რომ სამყარო არა ქაოსური და შემთხვევითობებზე დამყარებული წარმონაქმნია, არამედ ის მოწესრიგებულია და შემთხვევითობა აქ არაფერშუაშია, მას სურდა მეცნიერული გზით დაემტკიცებინა ის რასაც რელიგიები რწმენით ცდილობდნენ ახსნას ანუ სამყარო უმაღლესმა გონმა შექმნა გააზრებულად და მეთოდურათ და არა რაღაც შემთხვევითობამ, სურდა ეჩვენებინა რომ სუბატომური ნაწილაკებით დაწყებული გალაქტიკებით დასრულებული ყველაფერი უნივერსალურ კანონებს ემორჩილება. რამდენიმე წელი “ებრძოდა” ის გამოთვლებს და ფორმულებს მაგრამ უშედეგოთ, მან ვერ შეძლო იმის დამტკიცება რომ სამყარო “წესრიგმა შვა და არა ქაოსმა”. ამ მიმართულებით კვლევას “ყველაფრის თეორიის” ძებნა შეარქვეს და დღევანდელ დღემდე ფართო სამეცნიერო წრეებში “მუდმივი ძრავის” რანგში გადიოდა ანუ მეცნიერული ფიქცია.

ფუნდამენტური პრობლემა ის არის რომ სუბატომური ფიზიკა ანუ კვანტური მექანიკა და დანარჩენი სამყაროს ფიზიკა ანუ კლასიკური მექანიკა, ანუ ფარდობითობის თეორია ერთმანეთისგან განსხვავებულია და ერთმანეთთან დაკავშირება ურთულესია, როგორც მიჩიო კაკუმ თქვა “ეს იგივეა რომ ვეშაპი და იხვნისკარტა ერთმანეთზე გადააბა სკოჩით “.

ალბერტ აინშტაინის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე 1954 წელს ფრანგმა და შვეიცარიელმა ფიზიკოსებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ის რასაც ვერ ახერხებდა ეს გენიოსი ადამიანი და დაარსეს ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია შემოკლებით CERN. დღეს რომ კოლაიდერი ვიცით სულ ყველამ ეკუთვნის ამ ორგანიზაციას, ალბათ არ იცოდით რომ ის არ არის პირველი მანამდე კიდევ 6 უფრო მცირე ზომის კოლაიდერი არსებობდა .  კოლიდერის ერთ – ერთი მაგრამ არა ერთადერთი მიზანი არის რომ დააკავშიროს კვანტური მექანიკა კლასიკურ მექანიკასთან, ზუსტად ამ საქმეში არის ჩართული იაპონური წაროშობის ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ (რომელიც სტეფან ჰოკინგთან ერთად ითვლება თანამედროვეობის უდიდეს ფიზიკოსად) თვლის რომ იპოვა პასუხი, სანამ კოლიდერი დაამტკიცებს ან უარყოფს მის მოსაზრებას მისი თეორია მხოლოდ ჰიპოთეზა არის და მეტი არაფერი, ვიცი რომ დიდი შესავალია მაგრამ ეს იმისათვის რომ უკეთესად აღიქვათ ამ ჰიპოთეზის მნიშვნელობა..

მიჩიო კაკუ და სხვა ბევრი ფიზიკოსი მიიჩნევს რომ როდესაც დავშლით კვარკს (პროტონის შემადგენელს) და ელექტრონს აღმოვაჩენთ მოვიბრირე სიმს, ის თუ როგორ ვიბრირებს ანუ რა სიხშირით და რა მიმართულებით განსაზღვრავს მატერიის არს და სახეს, ანუ რომ შევძლოთ ვაშლის სიმის ვიბრირების სიხშირის და მიმართულების შეცვლა შეიძლება მივიღოთ… ბრილიანტი ან რამე სხვა იმიტომ რომ კვარკებიდან დაწყებული ატომით გაგრძელებული და მატერიით დასრულებული ყველაფერი შეიცვლება.

თუ ეს ჰიპოთეზა ჭეშმარიტია ე.ი “უმაღლესი გონი” უკრავს ვიოლინოზე რომელსაც ეს სიმები აქვს და ასრულებს შედევრს რომელსაც ქვია სამყარო, ხოლო დიდ აფეთქება სხვა არაფერია თუ არა პირველი სიმის “აჟღერება”. დიდი აფეთქება ტყუილად არ მიხსენებია, მიჩიო კაკუს თქმით სიმების თეორია დაამტკიცებს რომ დიდი აფეთქება ნამდვილად მოხდა და ის არ იყო შემთხვევითი.

ხო როდესაც მე ვთქვი სამყარო რათქმაუნდა ვიგულისხმე 10 განზომილებიანი ჰიპერ სივრცე… აჰა, აჰა ზუსტად თქვენაირი სახე მქონდა მეც პირველად რომ გავიგე ეგ და იმ მეცნიერებსაც ვინც მიჩიო კაკუსგან პირველად მოისმინა ეგ ტერმინი. აქამდე ვიცოდით რომ არსებობდა 4 განზომილება 3 სივრცითი და ერთი დრო მაგრამ გამოდის რომ გვაქვს 10 განზომილება, ამ თემას ცალკე პოსტი უკვე მივუძღვენი და თუ დაგაინტერესებთ, გადახედავთ. ამიტომ ძალიან მოკლედ ავხსნი სიმის ვიბრირებისათვის არ არის საკმარის 3 სივრცითი და ერთი დროითი განზომილება საჭირო კიდე 6 განზომილება რომ მან იმოძრაოს, ეს მათემატიკურად ამოხსნა ბატონმა კაკუმ და მისმა თანამოაზრეებმა.

მიჩიო კაკუ ამბობს რომ მისი თეორიას ექნება პრაქტიკული გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სხვა პარალელურ სამყაროებში მოგზაურობა.

და ბოლოს მიჩიო კაკუს ბოლომდე არ ამოუხსნია ეს განტოლება, ჯერ ვერ “ჩავიდა” ბოლომდე, მაგრამ ფაქტია რომ მსოფლიოში ბევრი ელოდება საბოლოო ფორმულას რომელიც როგორც მიჩიო კაკუ თვითონ ამბობს არ უნდა აღემატებოდეს 1 ინჩს სიგრძეში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: