მანფრედ ფონ რიხტჰოფენი-”წითელი ბარონი”


ცნობილი გერმანელი პილოტი, რომელმაც მოწინააღმდეგის 84 თვითმფრინავი გაანადგურა…

ბარონი მანფრედ ალბრეხტ ფონ რიხტჰოფენი იყო ლეგენდარული გერმანელი მფრინავი პირველ მსოფლიო ომში. იგი ამ ომის ყველაზე წარმატებული პილოტი იყო. მეტსახელი “წითელი ბარონი” მან ომის შემდეგ თავისი წითლად შეღებული თვითმფრინავის გამო მიიღო. ამ სახელით იგი პირველად ერთ-ერთ ინგლისურ წინგში იქნა მოხსენიებული. ომის პერიოდში ფრანგები მას “წითელ ეშმაკს” (ფრანგ. „Le Diable Rouge“) ეძახდნენ.

1917 წელს რიხტჰოფენმა მეთექსვმეტე მოწინააღმდეგე ჩამოაგდო და იგი გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი დააჯილდოვეს. თებერვალში მას მიანდეს Jasta 11–ესკადრილიის მეთაურობა, ამ ესკადრილიაში ბევრი განთქმული მფრინავი მსახურობდა მაგალითად  ერნესტ უდეტი. მათ ბრძოლის დროს ერთმანეთის გარჩევა იმით შეეძლოთ რომ მათი თვითმრინავები ძირითადად წითელი ფერისგან შედგებოდა, ხოლო თვითონ რიხტჰოფენის ფოკერი კი სრულად წითელი ფერის იყო. ესკადრილია Jasta 11–ის მფრინავების შემადგენლობას ფრონტთან ახლოს კარვებში ეძინათ, ეს იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო მალე აფრენილიყვნენ ცაში და სწრაფად განეხორციელებინათ თავდასხმა თუ დახმარება, სწორედ ამიტომ მათ “მფრინავი ცირკი” შეარქვეს. რიხტჰოფენის მეთაურობით ესკადრილია წარმატებულად მოღვაწეობდა, განსაკუთრებით წარმატებული იყო 1917 წლის აპრილი, ხოლო ამ წელს ინგლისელმა მფრინავება “სისხლიანი აპრილი” უწოდეს, რადგან მხოლოდ რიხტჰოფენმა 22 მოწინააღმდეგე ჩამოაგდო.

6 ივნისს ის მძიმედ დაიჭრა და რამოდენიმე კვირა არ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მას თავში ქონდა ჭრილობა რამაც საბოლოოდ ცუდ შედეგამდე მიიყვანა მას ხშირად სტკიოდა თავი და თვლიან რომ მისი ხასიათიც შეიცვალა. გამოჯანმრთელების შემდეგ მას მიანდეს 1 საავიაციო დანაყოფი რომელიც შედგებოდა შემდეგი ესკადრილიებისაგან Jasta 4, 6, 10 და 11. 1918 წელს რიხტჰოფენი ისეთი ლეგენდარული მფრინავი იყო რომ გერმანიის მთავრობას ეშინოდა რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთება დაეცემოდა, მას შესთავაზეს პენსიაზე გასვლა მაგრამ მან უარი განაცხადა, მან თქვა რომ მისი ვალია ჰაერიდან დაიცვას მიწაზე მებრძოლი ჯარისკაცები რომლებსაც არა აქვთ ასეთი არჩევანის საშუალება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო გამოკვლევები და ზოგი მეცნიერი თვლიდა რომ მას არ ჩამოუგდია 80 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ გერმანელების მოგონილი იყო, მაგრამ გამოკვლევა–გამოძიებამ რომელსაც ხელმძღვანელობდა ინგლისელი მეცნიერი ნორმალ ფრენკსი დოკუმენტური ფაქტებით დაამტკიცა რომ მას დაახლოებით 84 მოწინააღმდეგე ყავს ჩამოგდებული.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: