ბუდიზმი


სიდჰა გოვინდა გაუტმა ბუდა ბუდიზმის დამაარსებელია. ის ნეპალში 2500 წლის წინ დაიბადა. იგი შეძლებული უფლისწული იყო. სქოლასტიკოსმა, მათემატიკოსმა და ლინგვისტმა სიცოცხლე ტანჯვისაგან თავის დახსნას მიუძღვნა. გადმოცემის თანახმად, ერთხელ მას ტყეში სეირნობისას გაუტამას თემის განდეგილი ბერები შეხვდნენ. მათი ცხოვრების წესით მოხიბლულმა უფლისწულმა, მამას ნებართვა სთხოვა მათ გაჰყოლოდა. მიხედავად მამის წინააღმდეგობისა, ის მაინც შეუერთდა ბერების ჯგუფს. სასახლის დატოვების შემდეგ სიდჰართაა გაუტამა გახდა. მან დაიწყო უსახლკაროდ ცხოვრება და ჭეშმარიტების ძიება. იგი მძიმე მარხვაზე იყო, რის გამოც ფისიკურად ძალიან დასუსტდა. მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო ამ გზით სულერი სიმშვიდის მოპოვება, ამიტომ მან ვაჭრობა დაიწყო და მალე გამდიდრდა კიდეც. იგი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი გახდა, მაგრამ მალევე მიატოვა ცხოვრების ეს წესი და მოგზაურობა დაიწყო.

ექვსი წლის შემდეგ ის ბოდჰის ხის ქვეშ დაჯდა. მთელი ღამე ბოროტ მარას ებრძოდა. საშინელი დემონების, მშვენიერი ქალების ცდუნებას გაუძლო და, როცა გათენდა, ის ბუდა გახდა, გონება გასხივოსნებული ადამიანი ( ბუდა გასხივოსნებას ნიშნავს). იგი ქადაგებდა და ამ გზით ხალხს თავის მოძღვრებას ასწავლიდა. იმას, რაც შემდგომში ბუდიზმის საფუძველი გახდა.

ბუდიზმში ოთხი უზენაესი ჭეშმარიტება არსებობს:

პირველი: ტანჯვა არსებობს;

მეორე: არსებობს ტანჯვის მიზეზი;

მესამე: არსებობს ტანჯვისაგან გათავისუფლების გზა;

მეოთხე: ტანჯვის დასრულება რვაგზის ბილიკის გავლითაა შესაძლებელი.

რვაგზის ბილიკი – ეს არის ის რვა “მცნება”, რომლის დაცვა ყველა ბუდისტის ვალია:

ჭეშმარიტი ხედვა; ჭეშმარიტი აზრები; ჭეშმარიტი სიტყვა; ჭეშმარიტი ქმედება; ჭეშმარიტი ძალისხმევა; პატიოსანი შემოვავალი; ჭეშმარიტი პასუხისმგებლობა; ჭეშმარიტი კონცენტრაცია.

 

ბუდისტური კანონის ბორბალი ( მას სიცოცხლის ბორბალსაც უწოდებენ). განასახიერებს დაბადების, სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ციკლურობას, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ ნირვანითაა შესაძლებელი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანური საჭიროებანი თუ სურვილები ქრება და ღმერთთან კავშირს ამყარებ. სულის განსაწმენდათა და ღმერთთან დაახლოვებისათვის ბუდისტები ხშირად მიმართავენ მედიტაციას.

ბუდიზმი აზროვნების ორ მთავარ სკოლად გაიყო: მაჰაიანა და თერავადა. მაჰაიანა ბუდიზმი ძვ.წ. საუკუნეში ინდოეთს ჩრდილო-დასავლეთიდან ნეპალში, ტიბეტშ, ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ვიეტნამში გავრცელდა. მისი მიმდევრები ბუდას მრავალბუნებიანობას აღიარებდნენ. მათ ბოდჰისატვას მიმდევრებს უწოდებენ. ისინი გაოღვიძების გზაზე დგანან, გონების სინათლისაკენ მიილტვიან. ორივე სასულიერო ფენა, ბერებიცა და უბრალო ბუდისტი მიმდევრებიც საგჰას, ანუ ბუდისტური ღვთისმსახურების ნაწილად ითვლებიან.

რაც შეეხება თერავადას, იგი შრი-ლანკაში, კამბოჯასა და ლაოსში გავრცელდა. მისი მიმდევრები თვლიან, რომ ბუდა განსაკუთრებული ადამიანი იყო და არა ღმერთი. იგინი მიიჩნევენ, რომ საგჰა მხოლოდ ბერებს ეხება.

მოძღვრება, რომელსაც ბუდა ქადაგებდა, ინდოეთის საზღვრებს გასცდა და შორეულ აღმოსავლეთსს მიაღწია. ბუდიზმი გავრცელდა აზიის სხვადასხვა ნაწილშიც. დღეს-დღეობით ყველაზე მეტი ბუდისტი ჩინეთშია ( 110 მილიონი ადამიანი), შემდეგ მოდის იაპონია ( 70,5 მილიონი) და ტაილანდი ( 52,5 მილიონი). ამჟამად ბუდიზმი ერთ-ერთ დიდ და უძველეს რელიგიას წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ჰყავს თავისი მიმდევრები.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: