ATLANTIS


23 საუკუნეზე მეტმა გაირბინა იმ დროიდან,რაც ანტიკური ხანის დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა თავის დიალოგებში „ტიმეოსი“ და“ კრიატასი“ აღნუსხა ცნობები ატლანტისის შესახებ. აქედან მოყოლებული,მითურ მატერიკსა და მის ლეგენდარულ ხალხზე დავა არ შემწყდარა.პლატონიდან დღემდე ამ საკითხზე 25 000-მდე ტომი დაიწერა. ატლანტისის ამბები პლატონმა ეგვიპტეში მოგზაურობიდან 50 წლის შემდეგ აღწერა.

„ოდეს საზარელი მიწისძვრანი და წყლით რღვევნანი მძვინვარებდნენ,- ვკითხულობთ დიალოგებში,- ერთ დღესა და ავბედით ღამეში მთელი თქვენი მხედრობა(აქ ეგვიპტელი ქურუმი ბერძენთა მხედრობას გულისხმობს,თუ რატომ ქვემოთ გაიგებთ) ერთიანად უფსკრულს დაინთქა და კუნძული ატლანტისიც გაუჩინარდა,ზღვაში ჩაიძირა.ამიტომაა იქაური ზღვა დღესდღეობით სანაოსნოდ გამოუსადეგარი და გამოუკვლეველი.ნაოსნობას აფერხებს შემდგარი ლაფის სიმრავლე,რაც ჩაძირული კუნძულის შემდეგ დარჩენილა“

პლატონის ცნობით,ატლანტისის გადარჩენილი მცირე ნაწილი ზღვის ღმერთს პოსეიდონს ერგო,რის გამოც ამ მატერიკს პოსეიდონისი ეწოდა.“კუნძული ატლანტისი წილად რომ ხვდა, პოსეიდონმა იქ თავისი მოკვდავი ცოლის კლიტოს მიერ შობილი შთამომავალნიც დაასახლა.“პოსეიდონს ათი ვაჟი ჰყავდა ამიტომ ქვეყანაც ათ ნაწილად დაჰყო და შვილებს გაუნაწილა.მათ შორის მეფედ ატლასი დასვა. აქედან წარმოდგა ატლანტის ოკეანის დღევანდელი, აგრეთვე, ოდესღაც არსებული ზღვისა და კუნძულის სახელწოდება.

_დაღუპული მატერიკის ამბავი ჩემი მსაწავლებლის პლატონის მოგონილია,რათა უკეთ ექადაგა თავისი მოძღვრებაო,-განაცხადა დიდი ფილოსოფოსის მოწაფემ და პირველმა ოპონენტმა არისტოტელემ.

ოკეანის ფსკერის თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა რომ არისტოტელეს დავა მოძღვრთან საფუძველს მოკლებული არ იყო.

„მე ,ჰიდო ტონომატ ოვირა ლინდა ვაკი,ვარიგებ ჩემს ვაჟს ოკეს: გაუფრთხილდი ამ წიგნებს,როგორც თვალთა ჩინს.ეს მთელი ჩვენი ხალხის ისტორიაა.შარშან ისინი დედაშენთან და შენთან ერთად გადავარჩინე წყალდიდობისაგან.საუბედუროდ ისინი დასველდა და იძულებული გავხდი გადამეწერა.ისინი დაიწერა ლეუდვერდში 3449 წელს ადლანდის ქვეყნის დაძირვიდან.

საინტერესოა რომელი დაძირვაა ნახსენები ამ ხელნაწერში..მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს რომ ატლანტისმა თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე კატასტროფა განიცადა!

 

პირველი კატასტროფა 800 000 წლის წინათ მომხდარა და დიდი ცვლილებები შეუტანია ხმელეთის განლაგებაში დედამიწაზე.მეორე კატასტროფის დროს(200 000 წლის წინ)კუნძული ორად გაყოფილა.მესამე უდიდესი და ყველაზე საშინელი კატასტროფა 80 000 წლის წინ დასტყდომია თავს ატლანტისს.მისი სამხრეთის კუნძული ლაითია ,მთლიანად გამქრალა,ხოლო ჩრდილოეთის რუტასაგან უმნიშვნელო კუნძული პოსეიდონისი გადარჩენილა.

მეოთხე კატასტროფა დაახლ.11 600 წლის წინათ მომხდარა.მიწისძვრებით გამოწვეულ გიგანტურ ტალღებს პოსეიდონისი ოკენის უფსკრულში ჩაუთრევია.ატლანტისი დროსა და სივრცეში გამქრალა.მას შემდეგ ეს ხალხი და მისი მაღალი ცივილიზაცია ლეგენდებად და მითებად მხოლოდ მომავალი თაობების ხსოვნას შემორჩა.

• აქ მოყვანილი ყველა მონაცემი მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება.ეს იქიდანაც ჩანს,რომ 800 000-11 600 წლების მონაკვეთში-ქვის ხანაში,კაცობრიობას არავითარი გლობალური ცივილიზაცია არ შეუქმნია.

1882 წელს იმ დროის ცნობილმა ოკეანოგრაფმა და ეთნოგრაფმა იგნატიუს დონელმა გამოსცა წიგნი „ატლანტისი-წარღვნამდელი ქვეყნიერება“,რომელიც დღემდე „ატლანტოლოგთა ბიბლიად” ითვლება. წიგნში გამოთქმულია მოსაზრება წარსულში ევროპასა და ამერიკას შორის დიდი კონტინენტის არსებობის შესახებ.

1912 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „ნიუ იორკ ამერიკენში“ დაიბეჭდა სენსაციური სტატია ტროის აღმომჩენის ჰაინრიხ შლიმანის ხელმოწრით,თუმცა ის ამ დროისათვის 22 წლის გარდაცვლილი იყო.წერილი ჰაინრიხის ოინბაზი შვილიშვილის პაულ შლიმანისა აღმოჩნდა. ის საუბრობდა პრიამოსის განძზე,რომელიც მან ტროას გათხრებისას აღმოაჩინა.მასში თითქოს ბრინჯაოს ვაზაც იყო,წარწერით „ატლანტისის მეფის ქრონოსისაგან“. სტატიაში საუბარია 40 000 წლის წინანდელ ატლანტისურ მონეტებზეც. სამწუხაროდ, პაულს ნივთიერი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია… თუმცა ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინდელ საზოგადოებაში..

შორს რომ არ წავიდეთ ჩვენ ამოვხსენით კი უფრო გვიანდელი მაიას ტომის,აცტეკების,ტოლტეკების,ინკების,შუმერების ან უძველესი ეგვიპტელების საიდუმლებანი???  ფაქტი ერთია ჩვენი წინაპრები გასაოცარ ინფორმაციას ფლობდნენ ამ სამყაროს შესახებ .. მათ იცოდნენ ის,რაც ჩვენ უდიდესი ტექნიკური რევოლუციის შვილებს ვერ შეგვიტყვია…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: