Archangel (part II)


ისლამში მთავარანგელოზები

ისლამში მთავარანგელოზები არიან მიქაელი (ამინდის მთავარანგელოზი), გაბრიელი ან ჯიბრილი (რომელმაც ყურანი მოუტანა მუჰამედს), აზრაელი (სიკვდილის ანგელოზი), ისრაფილი ან ისრააფილი (ანგელოზი, რომელმაც საყვირს უნდა ჩაჰყვიროს განკითხვის დღეს), მალიკი (ჯოჯოხეთის განმგებელი), დამუნკაარი და ნაკირი (განკითხვის ენგელოზები, რომლებიც დაჰკითხავენ გარდაცვლილ სულებს მათ წარსულ ცხოვრებაზე). თუმცა არც ისრაფელი და არც აზრაელი ყურანში მოხსენიებული არ არიან.ისლამურ ტექსტებში ხაზგასმულია, რომ ანგელოზებს გარკვეული სქესი არა აქვთ.

სხვა ტრადიციებში:

ოკულტისტები ზოგჯერ არქანგელოზებს კაბალისტურ წესზე სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას ან ფერს აკუთვნებენ. ზოგიერთ კაბალური სისტემის მაგიურ ცერემონიებში ოთხივე მთავარანგელოზი (მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი) მოიხსენიება როგორც ოთხი კუთხის (ნაწილის, ან მიმართულების) მცველი და შესაბამისი ფერები მიეკუთვნებათ. ტარიშთა მიხედვით ოთხი მთავარანგელოზია: მიქაელი, გაბრიელი, ტარიელი (ანუ რაფაელი) და ლუციფერი. ხელოვნებაში მთავარანგელოზებს როგორც წესი უფრო დიდი ფრთებითა და მრავალი თვალით გამოსახავდნენ. ყველაზე ხშირად გამოსახული მთავარანგელოზებია მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი.

შვიდ მთავარანგელოზთა სისტემა ანგელოლოგიის ძველი ტრადიციიდან მომდინარეობს. სხვადასხვა წყაროებში შვიდ მთავარანგელოზთა განსაზღვრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ასევე განსხვავადება მათი პლანეტებზე – მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი – მფარველობა. ყველაზე ადრეული მინიშნება შვიდ მთავარანგელოზზე მოიპოვება ენოქის I წიგნში (ეთიოპიური ენოქი), რომლის მიხედვით ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, რაგელი, ზარახიელი და რემიელი. რამდენიმე საუკუნით გვიან ფსევდო-დიონისიუსი მათ ამგვარად აყალიბებს: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, ქამუელი, იოფიელი და ზადკიელი. რომის პაპი გრიგოლ I-ის კლასიფიკაციით კი ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სიმიელი, ორიფიელი და ზახარიელი.

შვიდი მთავარანგელოზი განსაკუთრებით ფიგურერებს რიტუალურ მაგიურ ცერემონიებში, სადაც ყოველ მთავარანგელოზს გარკვეული ბეჭედი მიეკუთვნება.

შვიდი მთავარანგელოზის შვიდი ბეჭედი მე-16 საუკუნის ტრაქტატიდან “მაგიური მეცნიერების სრული წიგნი”.

მიქაელ მთავარანგელოზი

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) – ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი, სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი(მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით – ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. ცხადია რომ მთავარანგელოზი მიქაელი უცილობლად მოხსენიებული იქნება ბიბლიაში. ქვემოთ მოყვანილია როგორც ძველი ისე ახალი აღთქმის ფურცლებზე დატანილი სასწაულები და ასევე ის სასწაულები, რომლებსაც მართლმადიდებლობა აღიარებს.

ძველ აღთქმაში როგორც წესი პირდაპირ არაა ნახსენები ანგელოზთა სახელები რიგი გამონაკლისების გარდა. ესენია:

(დან.10:13)“და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა. ”

(დან.10:21).“არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი. ”

(დან.10:1).“და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა. ”

თუმცაღა ზეპირი გადმოცემით ცნობილია ბევრი ფაქტი. ესენია: ლუციფერის დამარცხება. ადამის და ევას სამოთხიდან განდევნის შემდეგ მის მცველად დადგომა.

გაბრიელ მთავარანგელოზი

გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს ”ღვთის კაცს” ან ”ღვთის გმირს”. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც ”ღვთის მარცხენა ხელს”. სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

აბრაამული რელიგიების მიხედვით გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ მსახურობს. ზოგან მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად, მაგრამ უფრო ხშირად ის ღმერთის მთავარი მაცნეა, და ტრადიციულად ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად მიქაელთან აიგივებენ შეცდომით. ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და ედემის ბაღს (მოგვიანებით კი სამოთხეს) დარაჯობს ადამის, ევასა და მისი შთამომავლებისგან. ისლამში გაბრიელს ოთხ მთავარ ანგელოზთა შორის უფროსად მიიჩნევენ და მას სიმართლის გამცხადებელს უწოდებენ. გაბრიელი ასევე ნახსენებია ბაჰაიზმში, განსაკუთრებით ბაჰაულას მეტაფიზიკურ ნაშრომებში ”შვიდი ხეობა” და ”ოთხი ხეობა”.

რაფაელ მთავარანგელოზი

რაფაელ მთავარანგელოზი (ებრ. רפאל, — «ღვთიური მკურნალი»; «რაფა» — განკურნება, «ელი» — ღმერთი), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.“ შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.” —(ტობ.3:16)

“მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.” —(ტობ.12:15-17)

ურიელ მთავარანგელოზი

ურიელ მთავარანგელოზი (ებრ. אוּרִיאֵל — «ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი»,) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

“მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი.” —(3 ეზდრ.4:1)

“შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა.” —(3 ეზდრ.5:20)

“სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.”

სელაფიელ მთავარანგელოზი

სელაფიელ მთავარანგელოზი (ებრ. שאלתיאל, სალაფიილ)- მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს. “მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალაფიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე” —(3 ეზდრ.5:16)

იეგუდიელ მთავარანგელოზი

იეგუდიელ მთავარანგელოზი (ებრ. יהודיאל — იეჰუდიელ «ღვთის დიდება») ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარახიელ მთავარანგელოზი

მთავარანგელოზი ვარახიელი – (ებრ. ברכיאל – «ღვთის კურთხევა»). ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

იერომიელ მთავარანგელოზი

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში. წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: “ღვთისკენ ამაღლებას.“ განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: “განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.” —(3 ეზრ.4:35-37)

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: