ცოტა რამ კლეოპატრას შესახებ


იგი იყო ბრწყინვალე ხელოვნებათმოცოდნე, პოლიგლოტი, გურმანი. მან შეისწავლა თვით სიკვდილის ყველაზე ტკბობადი ფორმა და სწორედ ამ ფორმით მოისწრაფა სიცოცხლე. იგი სარდაფებში ცდებს ატარებდა მონათა სიკვდილზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაზე უმტკივნეულო ეგვიპტური ასპიტის შხამით სიკვდილი იყო. შხამს ნარკოტიკისებური ზემოქმედება ახასიათებდა და ღრმა ძილს ჰგვრიდა ადამიანს.

უცნობმა გლეხმა მას ფინიკით სავსე (ზოგიერთი ცნობით ლეღვით) თასი მოართვა, რომელთა შორისაც ორ გველს ეძინა. კლეოპატრა საზეიმოდ იყო გამოწყობილი და მზად ჰქონდა წერილი ოქტავიანესადმი, რომელშიც ეწერა მისი უკანასკნელი სურვილი, დაემარხათ ანტონიუსის გვერდით. მასთან ერთად ორი მსახური ქალი იმყოფებოდა, რომლებმაც დედოფალთან ერთად გადაწყვიტეს სიკვდილი (ალბათ,რწმენიდან გამომდინარე, რომ კლეოპატრას საიქიოშიც დასჭირდებოდა მათი სამსახური) და მათაც აკბენინეს გველებს. ერთ-ერთმა მაშინვე მიიძინა, ხოლო მეორემ მოასწრო, დედოფლისთვის დიადემა და სამოსი გაესწორებინა.

კლეოპატრა გამორჩეული იყო თავისი სისასტიკითაც. მან სიკვდილით დასაჯა საკუთარი და. შეიწირა 2 ძმის სიცოცხლე, რომლებიც მონაცვლეობით, მისი ქმრებიც იყვნენ (ეგვიპტური წესისამებრ), თუმცა არასდროს ჰქონია მათთან სექსუალური ურთიერთობა, რადგან ისინი დედოფლისთვის მხოლოდ და მხოლოდ დაცინვის ობიექტები იყვნენ.

პლუტარქე წერს, რომ კლეოპატრა არ გამოირჩეოდა იმ მშვენიერებით, რომელსაც უბადლოს უწოდებდნენ, თუმცა ის იყო იმდენად თავდაჯერებული, დახვეწილი და განათლებული, რომ უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე. იცოდა უამრავი ენა და უცხოელ სტუმრებს იშვიათად თუ დაელაპარაკებოდა თარჯიმნის მეშვეობით. მის ალერსში იყო რაღაც ამოუხსნელი მაგია. თვით ყველაზე დინჯი მეისტორიეებიც აღფრთოვანებულნი არიან მისით.

კლეოპატრას უკანასკნელი სიყვარული მარკუს ანტონიუსი იყო.

მათი პირველი შეხვედრის დღეს ანტონიუსი მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კილიკიის პატარა სამეფოს ქალაქ ტარსეში იმყოფრბოდა. უცებ ხმა დაირხა, ნაპირს კლეოპატრა უახლოვდებაო.

ის მოცურავდა ოქრითი მოვარაყებული ნავით, ნიჩბები მოვერცხლილი ჰქონდა, აფრები მეწამული ქსოვილისა. აფროდიტეს სამოსში გამოწყობილი კლეოპატრა ოქრის ტახტზე იყო დაწოლილი და აქეთ-იქიდან ეროსის მსგავსი ბიჭუნები უნიავებდნენ მარაოებით. ანტონიუსმა ის სადილად მიიწვია, მაგრამ კლეოპატრამ თავად მიიპატიჟა ის, უნდოდა რა, ეჩვენებინა თავისი კეთილგანწყობა. მარკუსი დასთანხმდა.

კლეოპატრა უდიდეს ნადიმებს მართავდა ანტონიუსისათვის. ხარჯავდა მილიონობით ფულს ერთი ნადიმისთვის. ერთ-ერთ მათგანზე, კი რომელიც ანტონიუსმა დაუწუნა, მარგალიტის უძვირფასესი საყურე მოიხსნა, ძმარში ჩააგდო და როდესაც მარგალიტი დაიშალა, დალია.

კლეოპატრას შეეძლო ძლიერ უწმაწურად ესაუბრა, ყოფილიყო სასტიკი, მაგრამ ანტონიუსს ისეთ უხეშობასაც კი უსიტყვოდ პატიობდა, როგორიცაა სილის გაწვნა. ანტონიუსის ნიშანზე მზად იყო, მიეტოვებინა თუნდაც უდიდესი აუდიენცია და სადმე, ბუჩქებში უკანასკნელი მეძავივით დანებებოდა მას.

ღამღამობით კლეოპატრა და ანტონიუსი გადაიცვამდნენ ძონძებს და უზომოდ თვრებოდნენ, რომელიც ხშირად ჩხუბითა და მუშტი-კრივით მთავრდებოდა.

კლეოპატრაზე ოცნებობდა ყველა მამაკაცი. მხოლოდ ერთხელ მიიღო მან მამაკაცისგან უარი, რომელიც ამ უკანასკნელს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: