ცენტრალია


ალბათ ბევრს გინახავთ ფილმი Silent Hill… ეს ფილმი დაფუძნებულია ამ ქალაქის, ცენტრალიის ნამდვილ ამბავზე. ოდესღაც ცენტრალია საკმაოდ აყვავებული პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ახლა ის სრულიად მიტოვებულია – ამ ადგილს რუკაზეც ვერ ნახავთ.

ცენტრალია მდებარეობს აშშ-ში, პენსილვანიაში…ის დაარსდა 1866 წელს… მალე ამ ქალაქში გამოჩნდა კომპანია Locust Mountain Coal and Iron Company, რომელმაც გახსნა ქვანახშირის შახტი. დროთა განმავლობაში ქვანახშირის წარმოება გახდა ამ ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი – თითქმის ყველა მაცხოვრებელი დასაქმებული იყო ამ შახტში.

1962 წელს, ერთ-ერთ მიტოვებულ შახტს, სადაც მაცხოვრებლები ნაგავს ყრიდნენ, მერიის ბრძანებით ცეცხლი მოუკიდეს  და გაჩნდა ხანძარი, რომელიც დღემდე ანთია. მალე მიწისქვეშა სისტემა, ფართობით 2000 კვ. კმ დაიწვა როგორც ასანთის ღერი. რამდენიმე ადგილას ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ სრულად ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა. სიტუაცია რთულდებოდა… ქვანახშირის წვისას გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებები საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას. 1980 წელს ქალაქის მაცხოვრებლებმა ზედაპირი დანამეს , მაგრამ მიწისქვეშა ტემპერატურა მაინც იზრდებოდა…

ერთხელ, ერთმა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა შეამოწმა ბენზინის მიწისქვეშა მარაგის ტემპერატურა და გაოგნებული დარჩა… ბენზინის ტემპერატურა 82 გრადუსს აღწევდა და ნებისმიერ წამს შესაძლებელი იყო აფეთქებულიყო.

1981 წელს 12 წლის ბავშვი კინაღამ მოკვდა, როცა მის ფეხებქვეშ მიწას დიდი ბზარი გაუჩნდა… ამ ბზარის სიღრმე რამდენიმე მეტრს აღწევდა და იქიდან კვამლი ამოდიოდა. ეს ფაქტი იყო იმის ნიშანი, რომ ცენტრალიაში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლებოდა. ცენტრალიის მაცხოვრებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისთვის 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მაგრამ რამოდენიმე ოჯახმა მაინც გადაწყვითა ქალაქში დარჩენა.

1981 წელს, გადასახლებამდე ცენტრალიაში 1000 ადამიანი ცხოვრობდა… 2007 წლიდან აქ 9 ადამიანი ცხოვრობს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: