ქალაქები მიწის ქვეშ


ერთ-ერთი ადგილი სადაც ადამიანები მიწის ქვეშ ცხოვრობენ, არის პატარა ქალაქი ქუბერ ფიდი (Coober Pedy). ეს ქალაქი მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიაში და მისი მაცხოვრებლების უმეტესობა მაღაროელია. ეს ქალაქი ცნობილია ძვირფასი ქვა – ოპალით. ქვები მაღაროელებმა აქ 1915 წელს აღმოაჩინეს. იმ დროს ისინი მიწისქვეშა მარტივ ოთახებში ცხოვრობდნენ. აბორიგენები მათ დასცინოდნენ და ამ ტერიტორიას ეძახდნენ “კუფა პითის”. ეს მათ ენაზე ნიშნავს “თეთრი კაცი ჰოლში”. დღეს-დღეისობით სახლები არ არის მხოლოდ მარტივი ოთახებით დაკომპლექტებული და იქ დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს მიწის ქვეშ. „ქუბერ ფიდში“ არის ბინები, რესტორნები, სასტუმროები და ეკლესიები. ახალი მიწისქვეშა ხუთოთახიანი სახლი ღირს დაახლოებით $25,000. ზოგ სახლს საცურაო აუზიც აქვს. ამ ქალაქში მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით ცხოვრობს. ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე არ არის ხეები. ბოლო ხე მოკვდა 1971 წელს, ხოლო ადამიანებს სჭირდებათ ხე სახლების ასაშენებლად. მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხალხი მიწისქვეშ ცხოვრობს მაინც რჩება ის, რომ ქვემოთ ძალიან არ ცხელა. ზაფხულობით ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს, ხოლო მიწისქვეშ ტემპერატურა მხოლო 25 გრადუსია. ადამიანები მიწის ქვეშ ცხოვრობენ საჰარის უდაბნოშიც. ამ ხალხს ბერბერებს (Berbers) ეძახიან. მათი სახლები სამსართულიანი მაგრამ უბრალოა. ათასი წლის წინ ადამიანები მიწის ქვეშ კაბადოკიაში (თურქეთი) ცხოვრობდნენ. ადამიანები იქ ახლაც ცხოვრობენ. გასაოცარია ამ ქალაქების არქიტექტურა და ექსტერიერი. მომავალში უფრო ბევრი ადამიანი იცხოვრებს მიწის ქვეშ. მათ სხვადასხვა მიზეზები ექნებათ. იაპონიას ჰყავს ბევრი მოსახლეობა და პატარა მიწა, ამიტომ სახელმწიფოს მეთაურებს სურთ მიწისქვეშა ქალაქის აშენება. ამ ქალაქის სახელი იქნება ელის სითი (Alice City) და იქ დაახლოებით 100,000 ადამიანი იცხოვრებს. იქ ექნება ოფისები, სასტუმროები, სპორტული ცენტრები, თეატრები და სხვა. მიწისქვეშა ქალაქები რათქმაუნდა ძალიან საინტერესოა, მაგრამ შეუძლია ადმიანს იცხოვროს მზის და ცის გარეშე?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: