ნასკას ხაზები პერუში(ნაწილი II)


ამჯერად ეს პოსტი ეხება, პერუს უდაბნოს ნახატებს, რომლებსაც პირდაპირი თარგმანით ნასკას ხაზებს უწოდებენ…

ნასკას ნახატების აღმოჩენა ეკუთვნის XX საუკუნის ავიაციას. XX საუკუნის დასაწყისში ავიაციის განვითარებამ ხელი შეუწყო უფრო ვრცელ მოძრაობას. ერთ ერთმა ჯარისკაცმა I მსოფლიო ომის დროს პერუს თავზე გადაფრენისას შეამჩნია საკმაოდ უცნაური ფიგურა-ნახატი, რომელიც ძლიერ წააგავდა ადამიანის ტანს. ამითი ის ძალიან დაინტერესდა მაგრამ სად იყო დრო ამისათვის. 1924 წელს ერთმა ქალმა მეცნიერმა განაცახადა ის რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ უნახია ასეთი რამ, მაგრამ ის უფრო გააოცა იმან თუ ვისი და როგორ იყო გაკეთებული ეს ნახატები. მეცნიერების ვარაუდით ეს ნახატები ეკუთვნის უცხო ტომებს, პერუში მცხოვრებს VI საუკუნის ბოლოს. მკვლევარების თქმით ამ ნახატების ადგილი იყო როგორც სალოცავი მათი ტომებისთვის, ყოველი საღამოს ბოლოს ჩატარებული რიტუალების დასასრულს ისინი ამ ფიგურებს სრულ ბრუნს ურტყავდნენ და ითვლებოდა, რომ ეს იყო სულის გაწმენდის საშუალება მათთვის. ახლა კი ითვლება რომ ეს ზუსტად ისეთივე ადგილია როგორც სასაფლაო ჩვენთვის.

მარია რაიხე, ერთ ერთი მეცნიერი ისეთი გაოცებული იყო ამ სანახაობით, რომ მან გადაწყვიტა მიეძღვნა თავისი ცხოვრება ნასკას ხაზებისათვის. ნასკას გიგანტური ფიგურები ყველაზე მცირედიდან 50 მეტრიდან, ყველაზე დიდისაკენ 188 და 234 მეტრამდე აღწევდნენ. მარია რაიხემ იმის გარდა რომ მიუძღვნა თავისი ცხოვრება ნასკას უდაბნოს, მან დაცვაც კი განუხორციელა ამ დახატულ ფიგურებს.ის საშიშროების ქვეშ იყო, როდესაც აშენებდნენ რაიმე ახალ შენობას ან თუნდაც ტრასას. მან სპეციალურად გამოყო თანხა და შემოღობა ეს ფიგურები. ბევრი ფიგურა თვით მარია რაიხეს აღმოჩენილიც კი იყო.

ნასკას ფიგურები იდეალურად სწორებია, გარდა ამისა ქვევიდან ხედვისას ისინი ქმნიან აბსოლუტურ თანაბარ სიგანეს. არის დებულება რომ ნასკას ეს ფიგურები არის შექმნილი უცხოპლანეტელების მიერ. მათ იყენებდნენ როგორც ასაფრენ ბილიკს თვითმფრინავებისთვის. ნასკას ფიგურები, დღემდე ამოუცნობი რჩება და ეს არაერთი მეცნიერის დავის საკითხია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: