ეგვპტის 11 ღმერთი


თოტი (ბერძ: Θώθ (თოოთ), ეგვიპტ: დჰოვტიი) იბისის თავიანი სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. სიტყვა „თოთი“ მომდინარეობს ძველბერძნული ფორმიდან Θωύθ, ხოლო თვითონ ეგვიპტელები კი მას ეძახდნენ ჯეჰუტი ან დჰოვტიი. თოტი ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ეგვიპტური იეროგლიფებისა და 335-დღიანი კალენდრის შექმნა. რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია ლუნუსი. ბერძნულ მითოლოგიაში თოტს შეესაბამება ჰერმეს ტრისმეგიცტოსი.

სეთი — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ღმერთი. ის წარმოადგენს ომის და ბოროტების განსახიერებას. სეთი არის ღმერთი, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ვირთხის თავი.მან მოკლა თავისი უფროსი ძმა ოსირისი და მისი სხეულის ნაწილები მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოფანტა,მაგრამ მოგვიანებით ის ისიდამ გააცოცხლა. მას ასევე ჰყავდა მშობლები გება — ძველი მიწის ღმერთი და ნუტი — ცის ქალღმერთი.

სებეკი(სობეკი) — ნიანგის თავით გამოსახული წყლის ძველეგვიპტური ღმერთი. მისი თანხვედრა ხდება მიწის ღმერთ გებთან, მზის ღმერთ რასთან სებეკ-რას ფორმით და ოსირისთან. სებეკს თაყვანს ძირითადად ფაიმში და მერიდის ტბის ნაპირებზე, კომ-ომბოში (ომბოსი) სცემდნენ. ასევე კროკოდილოპოლსა (ნიანგთქალაქი) და წყალთან ახლომდებარე ადგილებში. მისი კულტი განსაკუთრებით გავრცელებული იყო შუა სამეფოს დროს. ზოგიერთი ფარაონი, რომელსაც რეზიდენცია ფაიუმში ჰქონდა, სებეკთან დაკავშირებულ სახელს ატარებდა, მაგალითად, სებეკჰოტეპი ან ნეფრუსებეკი.

ოსირისი — „დასავლეთის ქვეყნის“ (საიქიოს) მმართველი ღვთაება ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. გადმოცემით მისმა ძმამ სეთმა იგი მოკლა და დაანაწევრა რის შემდეგაც 15 ადგილას გადამალა მისი სხეულის ნაწილები. მისმა ცოლმა ისიდამ ანუ ისისმა მისი ნაწილები იპოვა და გააცოცხლა. ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

„მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია“,

„არ მიქურდავს“,

„არ მიყაჩაღია“,

„არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია“,

„არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია“,

„სუსტი არ დამიჩაგრავს“.

ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ მაატის თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა.

ისიდა – იგივე ისისი, ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა. ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრსიტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ. ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს.

ჰოროსი (ეგვ-ბერძ “შორეთი”, “ცის მიჯნა”) — ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი. ოსირისისა და ისიდას შვილი, მისი მეუღლე იყო ჰატჰორი. შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა ოსირისის მკვლელი ბიძა სეთი (ბოროტებისა და განადგურების ღვთაება). ბერძნებმა არტემიდეს ძმა უწოდეს და აპოლონს შეუერთეს (ეგვიპტური ბუბასტიდი), მზის ღმერთის თავისებურ სახედ აქციეს. ეგვიპტელთა წარმოდგენით ნათელი ციდან მფარველობდა დედამიწას, თვალებად ესხა მზე და მთვარე, იცავდა ქალღმერთი სელკეტი, რომელსაც დიდი მორიელის სახე ჰქონდა, ხშირად გაიგივებული ჰყავდათ სხვა ღმერთებთან: მინ-ჰოროსთან, ბეს-ჰოროსთან, ხონს-ჰოროსთან. ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულიდან მეფის ძალაუფლების სიმბოლოცაა, უპირისპირდება თავის ბიძას სეთს, რომელიც ერთი ვერსიით ოსირისის ძმაა, სხვა ვერსიით ოსირისის (მკვდარ მეფე-ღმერთის) შვილი, და მაშინ ჰოროსის ძმა. ტახტისთვის ბრძოლა მთავრდება ჰოროსის გამარჯვებით სეთზე. ეს მოგვაგონებს ზევსის და ტიფონის ბრძოლას.

გები (ეგვ. Geb -მიწა) — დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. ბერძენი ქალღმერთის – გეას ორეული, ნუტის (“ცის”) ქმარი, რომლის წიაღიდანაც ადიან მზე და ვარსკვლავები, შემდეგ კი ისევ მას უბრუნდებიან დასავლეთში. გების ზურგზე დგას “შესანიშნავი ღმერთი” (მაგიური პაპირუსი ჰარისი) შუ და ხელებით აკავებს ცის თაღს “ღმერთების მეფეთა პანთეონშია, დასაბამს აძლევს ფარაონთა მეუფებას (“გების მემკვიდრეები”). გების და ნუტის შვილებია სეთი, ოსირისი, ისიდა და ნეფთისი (ვერსია:ჰოროსიც).

ბასტეტი — სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. გამოსახავდნენ კატის სახით. აგრეთვე გამოისახებოდა კატისთავიანი ქალის სახითაც. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით. ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა – ქ. ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია – სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით,ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო – მააჰესი.

ატონი — ძვ. ეგვიპტის მზის ღვთაება; საფუძვლად დაედო ჰელიოპოლისის ძვ. მზის ღვთაება რა-ჰარახტის ანუ რა-ჰორახტეს კულტი. ამენჰოტეპ IV-მ ატონის კულტით შეცვალა მრავალღმერთიანობა და ერთიან სახელმწიფოებრივ კულტად გამოაცხადა. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო. როგორც ფიქრობენ, თვით ფარაონმა უძღვნა ატონს ჰიმნი, რომელიც მიჩნეულია უბადლო მხატვრულ ნაწარმოებად ამ ტიპის ძველ ეგვიპტურ ლიტერატურაში. ფარაონმა ატონის განსადიდებლად “ეხნატონი” (“ეხნე-იოტ”, ე. ი. “ატონის მარგი”) დაირქვა. ატონის გამოსახულებაა: შავარდნისთავიანი ადამიანი, შუბლზე მზის დისკოთი, მოგვიანებით – მხოლოდ მზის დისკო. ამენჰოტეპ IV-ის რელიგიური რეფორმების კრახის შემდეგ ეგვიპტეში კვლავ გაბატონდა ამორნის კულტი და მრავალღმერთიანობა.

ანუბისი – (ბერძნ. Άνουβις) ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება ოსირისისა და ნეფტიდეს შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი). ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურისმაგვარი ღვთაება მიცვალებულთა შთანმთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ნეკოროპოლის სიუტის (ლიკოპოლის) ღმერთობისას ანუბისი ქალაქის მთავარ ღვთაებას — მზის ღმერთს, მგლისსახოვან უპუატუას (“გზათა გამხსნელი”) ექვემდებარება. თოტის მსგავსად, ანუბისიც მიცვალებულთა ამენტში (“იდუმალი ადგილი”; “დასავლეთი”) მიმცილებელი იყო — ასე ერქვა საიქიო სამყაროს, რომლის გავლითაც ხვდებოდა მიცვალებულის სული ოსირისის სამყოფელში. იქ ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული წყვეტდა გაეგზავნათ სული “იალუს ველად” თუ საბოლოოდ მოეკვდინათ მოწამეობრივი სიკვდილით.

ამონი – (ბერძნ. Ἄμμων – დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით. ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: