აბუ სიმბელი


აბუ სიმბელი – მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კლდე, რომელზეც რამზეს II-ს დროს ამოტვიფრეს ორი ცნობილი ძველეგვიპტური ტაძარი, მდებარეობს ნუბიაში, ასუანიდან 180 კილომეტრში.

ის მოიცავს ორ ტაძარს. დიდი ტაძარი არის ფარაონ რამზეს II-ის საპატივცემლოდ აგებული, პატარა კი – მისი პირველი ცოლის, დედოფალ ნეფერტარის საპატივცემლოდ. პირველ მათგანში კარგადაა შემონახული მნიშვნელოვანი ისტორიული წარწერები და ნახატები. კედლებზე გამოსახულია ფარაონი, რომელიც თავისივე ღვთაებრივ გამოსახულებას ეთაყვანება. სხვა ღმერთების ნახატებს შორის მისი ფიგურა გამოირჩევა სიდიდით.

შესასვლელში ამოტვიფრულია რამზეს II-ის ოთხი მჯდომარე ფიგურა, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია.

პატარა ტაძრის შესასვლელის ორივე მხარეს დგას ფარაონის ორ-ორი გამოსახულება და თითო დედოფლისა.

ასუანის კაშხლის აშენების შემდეგ აბუ სიმბელს ჩაძირვა ემუქრებოდა, წყალი კი მას გაანადგურებდა. მსოფლიოს ქვეყნების დახმარებით მოხერხდა ამ ისტორიული ძეგლის გადარჩენა სხვა ადგილზე გადატანით. მისი გადარჩენის ოპერაცია დაიწყო 1959 წელს. თვითონ გადატანის პროცესი მიმდინარეობდა 1964 წ.-დან 1968 წ-მდე. ტაძარი დახერხეს 30 ტონიან ბლოკებად, ისინი გადაიტანეს ახალ ადგილას და ხელახა ააწყვეს.

მისი ახალი მდებარეობა ძველთან შედარებით 65 მეტრით მაღლა და 200 მეტრით დაშორებულია ნილოსიდან.

აბუ სიმბელის გადატანა ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ინჟინერულ ოპერაციად.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: