შასტას დიადი მთა


შასტას მთა, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს, დიდი ხანია ლეგენდებისა და თქმულებების წყარო გახდა. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას ერთ დროს განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა, ზოგიერთის აზრით კი ისინი დღესაც იქ არიან.

ეს ადგილი მისტიკისა და თავგადასავლების ბევრ მოყვარულს იზიდავს, განსაკუთრებით NEW AGE-ის მოძრაობის წევრებს. ამ უკანასკნელთა აქტიურობას ხელი შეუწყო 1894 წელს გამოქვეყნებულმა ფრედერიკ სპენსერ ოლივერის წიგნმა “ორი პლანეტის ბინადარი”, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ჩაძირული კონტინენტის, ლემურიის მკვიდრი მოსახლეობა გადარჩა და შასტას მთას შეაფარეს თავი. მათ მთაში გვირაბების კომპლექსი გააკეთეს და ამგვარად, საცხოვრებელი ტერიტორია მოიწყვეს, რომელსაც ტელოსი უწოდეს. გარეთ იშვიათად გამოდიან და მათი შემჩნევა ძნელია, რადგან თეთრი (თოვლისფერი) მანტიები აცვიათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოლივერმა წიგნის წერა რომ დაიწყო, 17 წლის იყო, დამთავრებისას 20-ის. წიგნის გამოქვეყნებიდან მცირე ხნის შემდეგ ბევრი ამტკიცებდა, რომ მათაც იხილეს ლემურიელები.

ოლივერის აღწერით, ტელოსში ცხოვრობს 1.5 მილიონი ლემურიელი. მათი საშუალო სიმაღლეა 1.9-2.3 მეტრი. სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე საუკუნეს შეადგენს, მაგრამ 30-40 წლისას გვანან. ქალაქს მართავს საბჭო, რომელიც შედგება 6 ქალისგან და 6 კაცისგან. ასევე ჰყავთ მეფე რა და დედოფალი რამუ მუ. არ არსებობს ფული, რაც სჭიდებათ, ყველაფერი უსასყიდლოდ აქვთ. შეუძლიათ დროში და სხვა სამყაროებში მოგზაურობა. თავად ამ რასას დასაბამი აქვს ვარსკვლავებიდან – სირიუსიდან და ალფა კენტავრიდან.

ამერიკელი სამთო ინჟინერი გაი ბალარდი ამტკიცებს, რომ შასტაზე ყოფნისას შეხვდა ადამიანს, რომელიც გაეცნო როგორც გრაფი სენ ჟერმენი. მან ბალარდს საიდუმლო ინფორმაციები მიაწოდა, რომელზე დაყრდნობითაც ამ უკანასკნელმა შექმნა რელიგიური მოძრაობა “მე ვარ” (I AM). იგივე ისტორია აქვს რელიგიურ მიმდინარეობას Church Universal and Triumphant, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს მარკ და ელიზაბეტ პროფეტებმა. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ მთის მიდამოებში ხშირად უნახავთ მფრინავი ობიექტები.

გადმოცემის მიხედვით, ბრიტანელმა მკვლევარმა ჯეისი ბრაუნმა 1904 წელს შასტაში დასახლებული ქალაქი აღმოაჩინა. ის დაქირავებული იყო ბრიტანეთის მიერ, რათა მთაში ოქროს კვალისთვის მიეკვლია და ძიებისას შემთხვევით წააწყდა გვირაბს, რომელიც დაახლოებით 18 კმ სიგრძის იყო. გაჰყვა გვირაბს და გამოქვაბულში აღმოაჩინა მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც სავსე იყო ოქროთი, ფარებით, მუმიებით. ზოგიერთი მუმია სიგრძეში 3 მეტრი იყო. მან თავისი თავგადასავალი მოუყვა ჯონ რუთს, რომელმაც 80 კაციანი მკვლევართა გუნდი შეკრიბა და ბრაუნთან ერთად მთისკენ გაეშურა. ამის შემდეგ მათი კვალი აღარავის უნახავს.

ეს დადასტურებული ფაქტია და მოდით როგორც ლეგენდას ისე ნუ აღიქვამთ..

პარაფსიქოლოგები და მისტიკოსები ამბობენ, რომ შასტას მთა კოსმიური ენერგიის უდიდეს მარაგს ინახავს. ამიტომ მთის მიდამოებში დასვენება, რელაქსაცია და მედიტაცია განსაკუთრებით ნაყოფიერია ხოლმე. დაახლოებით 100-მდე სექტა და რელიგიური მიმდინარეობა მიიჩნევს ამ ადგილს წმინდად. ზოგიერთი მათგანის მიხედვით, შასტას მთაზე არის გასასვლელი 5 განზომილებიან სამყაროში. NEW AGE-ში მას “დიდ დედას” ეძახიან და სულიერი განვითარების წყაროდ მიიჩნევენ.

მოდოკის ტომის წევრებს ასეთი ლეგენდა აქვთ: დიდმა სულმა სამყაროს შემქნა რომ დაიწყო, ცაში ხვრელი გააკეთა და დედამიწაზე თოვლისა და ყინულის დაყრა დაიწყო, სანამ დიდი მთა არ ამოიზარდა და ღრუბლები არ გაარღვია. ასე წარმოიქმნა შასტა. ამის შემდეგ შექმნა ხეები, მზეს უბრძანა გაელღვა თოვლი და წარმოიქმნა მდინარეები. ხეების ფოთლებს სული შეუბერა და ფრინველებად აქცია, რტოები მდინარეში ჩაყარა და მაშინვე თევზებად გარდაიქმნენ. ტოტები ტყეში მოისროლა და ცხოველები გაჩნდნენ. ყველაზე დიდი ტოტი კი გრიზლად გარდაიქმნა. სამყაროს შექმნა რომ დაასრულა, დიდი სული ჩამოვიდა დედამიწაზე და შასტას მთაზე დაიდო ბინა. მისი ქალიშვილი მთიდან გადმოვარდა და დათვებმა იშვილეს. რომ გაიზარდა, ერთ-ერთ დათვს გაჰყვა ცოლად და მათი შთამომავლობისგან გაჩნდნენ ადამიანები. ამან დიდი სული განარისხა და გრიზლის ოთხ ფეხზე სიარული მიუსაჯა, მათი შთამომავლობა კი მთელს მსოფლიოში გაფანტა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: