უჩვეულო თავის ქალები, რას უნდა მივაწეროთ ეს მოვლენა ?


1995 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში კერძოდ პერუშ მკვლევარმა რობერტ კონელიმ, გააკეთა აღმოჩენა, რამაც კიდევ უფროო გაართულა ადამიანის მეცნიერული წარმოშობის საკითხი. ეს იყო უცნაური ფორმის თავისქალები. ერთი შეხედვით მეცნიერებს მიჩნდათ, რომ ეს დეფორმირება ხელოვნური ჩარევით იყო გამოწვეული, როგორებიც გვხვდება ძველ ნუბიურ, ეგვიპტურ და სხვა კულტყრებში, მაგრამ ეს განსხვავებულ ტვინის ღრუს მოცულობას არ ხსნიდა. პირველი თავისქალა რომელსაც აღმომჩენმა “თანამედროვეს წინა” უწოდა სახის ძვლების მოყვანილობით ძალიან გავს ადრინდელ ნეანდარტალელს. ამ თავისქალას ტვინის ღრუს მოცულობა თანამედროვე ადამიანის ტვინის მოცულობასთან ახლოსაა 1450 სმ კუბი, გასაკვირი კი ისაა, რომ ნეანდარტალელის ტვინის ღრუს მოცულობა 1600-1750სმ კუბს შეადგენდა.

ასევე არ მოეძებნეა ახსნა იმას თუ როგორ აღმოჩნდა ნეანდარტალელის მსგავსი ანტროპოიდი ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე, რადგან მიიჩნევა რომ სამხრეთ ამერიკაში ადამიანი გაჩნდა 35000 წლის წინ, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ უფრო გვიან პერიოდში.

მეორე თავისქალა “კონიკური” სამი ცალი იქნა აღმოჩენილი რაც შემთხვევით დეფორმირებას გამორიცხავს. მისი სახის მოყვანილობა თანამედროვე ადამიანისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

თავის ქალა “J ” სახის მოყვანილობა თანამედროვე ადამინისგან მხოლოდ 15%-ით დიდი თვალის ბუდეებით განსხვავდება, ხოლო თვინის ღრუს მოცულობა კი 2600-3200სმ კუბს შეადგენს. “M” თავის ქალა არასრულადაა წარმოდგენილი, მისი ქვედა ნაწილი დაკარგულია, მაგრამ ყბის ძვლები იძლევა იმის საშუალებას, დარწმუნებით ითქვას რომ სახის მოყვანილობით წინა სამის მსგავსად თანამედროვე ადამიანის იდენტურია, სამაგიეროდ ყველაზე დიდი ტვინის ღრუს მოცულობა აქვს 3200სმ კუბზე მეტი და ასევე დანარჩენებისგან განსხვავებით მასზე ორი ამონაბურცია.

“J” და “M” თავისქალები ყველაზე უჩვეულო და წარმოუდგენელია მეცნიერული თვალსაზრისით. ისმის კითხვა რაში გამოიყებებოდა ტვინის ღრუს ასეთი დიდი მოცულობა და საერთოდ როგორ ხდებოდა მათი განვითარება. სავარადოდ ამ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტი იყო. მოსაზრება, რომ თავისქალები პათოლოგიურ ცვლილებას წარმოადგენს უსაფუძვლოა. ანომალური ფორმები იშვიათად გვხვდება ნებისმიერ პოპულაციაში, მაგრამ ისინი ბიოლოგიური სახეობის ჩარჩოებიდან არ გამოდიან. სამედიცინო ლიტერატურაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი თავისქალის ტვინის ღრუს მოცულობა 1980სმ კუბს შეადგენდა, მაგრამ ფორმით სავსებით ჩვეულებრივი იყო. გარდა ამისა პათოლოგიური თავისქალის მქონე ადამიანები ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევენ, განსხვავებით აღმოჩენილი ნიმუშებისაგან. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ ტვინის ღრუს სიდიდე და ინტელექტი აუცილებელ კავშირში არ არის ერთმანეთთან.

არიან მეცნიერების სხვა ნაწილი რომელსაც მიაჩნიათ რომ ეს ადამიანები ბაძავდნენ უცხოპლანეტელ არსებებს რომელთაც ზუსტად ასეთი თავის მოყვანილობა აქვთ თანამედროვე ფანტაზიით. უცხოპლანეტელების ჩამოსვლის ფაქტს კი ხსნიან ნასკას უდაბნოზე გაკეთებული ნახატებით, რომელსაც მეცნიერების გარკვეული ნაწილი ასევე უცხოპლანეტელების ხელს მიაწერენ. ძალიან სადავოა ეს მოსაზრებები, მაგრამ დამაფიქრებელი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: