მედუზა


მედუზა-(მედუსა) ბერძნ. გორგოთაგან ადრეული ხანის მითების თანახმად იყო სამი და-ურჩხული. მათ გორგოები ერქვათ. ევრიალო და სთენო უკვდავნი იყვნენ, ხოლო მედუზა მოკვდავი. შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ ამ დებს. მათ თავზე გველები იკლაკნებოდა ხოლო კბილებს შორის ენები ჰქონდათ გამოჩრილი. გორგოთა ხილვისას ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.

როდესაც პერსევსი მეფე პოლიდექტესს გორგო-მედუზას თავი შეჰპირდა ძღვნად, ქალღმერთი ათენა მოევლინა შემწედ. არც მას უყვარდა ეს მედუზა და ამიტომ პერსევსს თავისი ფარი აჩუქა. სარკესავით ბზინავდა ფარი. სხვა ღმერთებისგანაც მიიღო პერსევსმა საჭირო აღჭურვილობა და გორგოთა სამყოფელს მიადგა. დებს ეძინათ, იცოდა გმირმა, რომ სახეში არ უნდა შეეხედა მედუზასათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქვე გაქვავდებოდა. ამიტომ ათენას ნაბოძები ფარი იმგვარად მოიმარჯვა, რომ ზედ გორგო არეკლილიყო. გამოფხიზლება არ აცალა, ისე მოჰკვეთა პერსევსმა თავი მედუზას. ურჩხულის უთაო სხეულიდან ამოცვივდნენ ფრთოსანი ცხენი პეგასოსი და ბუმბერაზი ქრისაორი. მოგვიანებით მედუზას სახელი დაუკავშირდა ქალღმერთ ათენას. სწორედ მის ეგისს დაამშვენებს პერსევსის მიერ მოკვეთილი მედუზას თავი.

ხელოვნებაში ხშირად წარმოსახავდნენ მედუზას გველებით დახუნძლული თავით და კბილებს შორის გამოჩრილი ენით. ასეთი გამოსახულებანი ნაპოვნია იმ ფარებზე, რომელთაც ჰკიდებდნენ ნაგებობათა კარიბჭეებთან, როგორც უბედობათა განმარიდებელ თილისმებს.

გორგოს განმარტება:  ქალი-ურჩხული. ჰომეროსთან ერთი გორგოა დასახელებული. ჰესიოდე წარმოგვიდგენს სამს: სთენოს, ევრიალესა და მედუზას. ისინი ფორკისის ასულები და გრაიების დები იყვნენ. ცხოვრობდნენ უკიდურეს დასავლეთში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: