Christopher George Latore Wallace(ბი.აი.ჯი.)


კრისტოფერ ჯორჯ ლეიტორ უოლესი (Christopher George Latore Wallace; (დ. 21 მაისი 1972, ბრუკლინი, ნიუ-იორკი – გ. 9 მარტი 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია). ცნობილი ამერიკელი რეპერი. ასევე ცნობილია როგორც ბიგი სმოლსი და ფრენკ უაიტი, ყველაზე მეტად – როგორც ნოტორიუს ბი.აი.ჯი.

ბიოგრაფია

რეპერი ბავშვობიდანვე გამრჩეული იყო სიმღერისა და ხატვის ნიჭით. მას ნიუ იორკში ასევე ზედმეტსახელ ბიგ კრისითაც იცნობდნენ. მას მხატვრობა უნდოდა, მაგრამ უბანმა თავისი გავლენა მოახდინა და ერთხელაც ის ჩრდილო კაროლინის შტატში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მან მხოლოდ ცხრა თვეში შეძლო ციხის დატოვება.

მისი პირველი ალბომი “Ready to Die” 1994 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა. ალბომმა მას წარმატება მოუტანა და ის ნიუ იორკის მეინსტრიმული სცენის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა. 1995 წელს “Source Music Awards”-ის დაჯილდოვებაზე ბიგი საუკეთესო ახალ შესმრულებლად აღიარეს. ასევე “Billboard Music Awards”-ის დაჯილდოებაზე მისი სინგლმა “Big Poppa” წლის საუკეთესო სინგლის წოდება მოიპოვა.

დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო ბიგისა და თუფაქ შაკურს შორის დაპირისისპირებით. ამ მოვლენების დროს ბევრი მკვლელობა მოხდა, რომელიც არ გახმაურებულა.

1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის თუფაქის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში ბიგი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ. პირველი ვერსიით მკვლელობა სნუპ დოგის დაკვეთილი იყო. ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის თუფაქის გარემოცვის წევრებსა და ფანებზე, რომლებიც ბიგის ადანაშაულებდნენ შაკურის მკვლელობაში. საბოლოოდ არც ერთი ეჭვი ბოლომდე არ დადასტურებულა.

 

1997 წლის 25 მაისს მისი მეორე ალბომი “Life After Death” გამოვიდა. მისი დებიუტი გახიდვების ჩარტების პირველ ადგილზე მოხდა და ის პირველ ადგილას კიდევ დიდხანს დარჩა, სინგლების “Mo Money, Mo Problems”-სა და “Sky’s the Limit.”-ის წყალობით. ბიგი ჟურნალმა “Spin” წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. ასევე ალბომმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე საუკეთესო ალბომის ნომინაციებში გაიმარჯვა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მოვიდა. საგულისხმოა, რომ ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასთან და ათი ადამიანი პოლიციამ დააკავა.

სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მისმა ჩამწერმა სტუდიამ ალბომი “Born Again” გამოუშვა. მან უდიდესი წარმატება მოიპოვა. დისკის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ბევრი ცნობილი რეპერები, როგორებიც არიან: ლილ კიმი, ლილ სიზი, სნუპ დოგი, ბასტა რაიმსი, აის კიუბი და სხვები. სიკვდილის შემდეგ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მკვლელობის გამოძიება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არცერთი დაკავება არ მომხდარა.

2005 წლის 11 დეკემბერს მისი პი დიდის მიერ პროდუსირებული მორიგი ალბომი “Duets – The Final Chapter”-ი გამოვიდა. ის ბიგის ძველ ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა და ჩაწერაში მონაწილეობა ბევრმა ახალმა რეპერმა მიიღო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: