Bloody Marry


Bloody Marry იგივე სისხლიანი მერი, ბევრი სხვა საშიში ლეგენდების მსგავსია. ყოველ წელიწადს მილიონობით ბავშვი (ძირითადად ამერიკაში) აკეთებს სისხლიანი მერის “ცერემონიას” იმის შესამოწმებლად მართლა გამოჩნდება იგი სარკეში და მოკლავს მას თუ არა.

ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. სისხლიან მერის ეძახიან ასევე მერი ვორსს, მერი ვორსინგტონს, მერი ჯეინს, მერი ვეილსს, ჯოჯოხეთის მერის და ა.შ. ერთ-ერთი ვერსია მოგვითხრობს, რომ მერი ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო. ერთი პერიოდი ის ქირურგს ხვდებოდა, რომელმაც ერთ დღეს მას სარკის წინ თვალები ამოჭრა და ამის შემდეგ მისმა განრისხებულმა სულმა კვლა დაიწყო. ასევე ამბობენ, რომ თვალები არა ქირურგმა, არამედ მამამისმა ამოჭრა.

კიდევ სრულიად განსხვავებული ვერსია არსებობს. ლამაზ მერის ბავშვობაში სახე დაუმახინჯდა, მას ყველა დასცინოდა და ბოლოს დეპრესიის ნიადაგზე მერი სააბაზანოში შევიდა, სარკე გატეხა და იმ ნატეხებით თავი მოიკლა… და ამის შემდეგ დაიწყო მკვლელობა. ასევე უამრავ ფილმში თუ სერიალშია იგი მოხსენიებული სულ სხვადასხვა ლეგენდებით….

მაგრამ მერი ყველას არ კლავს მის გამოძახებასთან დაკავშირბითაც უამრავი ვერსია არსებობს. მაგ: უნდა შეხვიდე სააბაზანოში, სიბნელეში, შეიტანო სანთელი სამჯერ დატრიალდე და თან თქვა “სისხლიანი მერი”, ან შეხვიდე სააბაზანოში კვლავ სიბნელეში სანთელით ხელში და წარმოთქვა “სისხლიანი მერი” 17-ჯერ, 20-ჯერ ან იძახო იქამდე სანამ არ გამოგეცხადება….

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: