ჰატშეფსუტი (ეგვიპტის ქალი ფარაონი)


იცოდით რომ ანტიკური ეგვიპტის ფარაონთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უნიკალური მმართველი იყო ქალი?

ფარაონ ჰატშეფსუტის მმართველობის დროს მაღალ დონეზე ვითარდებოდა ეგვიპტის კულტურა და ცივილიზაცია, იგი დგამდა გაბედულ, სტრატეგიულ და ქვეყნისათვის მომგებიან ნაბიჯებს თავისი ფარაონობის პერიოდში.

ჰატშეფსუტი მე-18 დინასტიის მეხუთე ფარაონი იყო, მისი მამა ფარაონი თუტმოს  I , დედა კი ფარაონ ამენოფრის I-ის და აჰმესი იყვნენ. ჰატშეფსუტს ყავდა ღვიძლი ძმა ანენემესი, რომელსაც უნდა მიეღო ტახტი მემკვიდრეობით, თუმცა მოხდა ისე, რომ იგი არასოდეს გამხდარა ფარაონი. თუტმოს I -ის სიკვდილის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა თუტმოს II-მ, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა. სამეფო ტრადიციის მიხედვით ჰატშეფსუტი ცოლად გაჰყვა ნახევარძმას.

თუტმოსს დიდხანს არ უცოცხლია, მას და ჰატშეფსუტს ჰყავდათ მხოლოდ ქალიშვილი, ასე რომ მისიგარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ვაჟი თუტმოს III (რომელიც სხვა ცოლისგან ჰყავდა), მაგრამ ჰატშეფსუტმა ისარგებლა მისი ახალგაზრდობით და ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება, იგი ეგვიპტეს მართავდა დაახლოებით 21-22 წელი, 1479-1458/57 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში ქალი იყო ბევრად თავისუფალი და უფლებამოსილი ვიდრე სხვა იმდროინდელ სახელმწიფოებში. ქალებს ჰქონდათ უფლება ჰქონოდათ საკუთარი ქონება და ოფიციალური პოზიცია საზოგადოებაში, ასევე უფლება ჰქონდათ მიეღოთ მემკვიდრეობა ოჯახის გარდაცვლილი წევრისაგან და აღეძრათ საკუთარი საქმე სასამართლოში. ჰატშეფსუტი იყო უნიკალური, ინტელიგენტი და ინდივიდუალური მმართველი, იგი იყენებდა სხვადასხვა სტრატეგიებს რომ დაეკანონებინა თავისი პოზიცია, როგორც ფარაონის. ფარაონი აცხადებდა, რომ ღმერთები ესაუბრებოდნენ მას, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა. ჰატშეფსუტი იმითაც იყო გამორჩეული, რომ თავისი ფარაონობის პერიოდში ატარებდა მამაკაცურ მორთულობებს. სხვა ეგვიპტელი ქალებისაგან აბსოლუტურად განსხვავებით იგი ატარებდა ხელოვნურად მიწებებულ მამაკაცის წვერს,იცმევდა მამაკაცის ტანსაცმელს და ახატვინებდა თავს კაცის მსგავსად, ეს ყველაფერი მისი ერთერთი სტრატეგია იყო,რომ ხალხს მიეღო როგორც ფარაონი, მას რომ წარმოეჩიონა თავისი ქალობა, მისი მმართველობა ნაკლებადდამაჯერებელი იქნებოდა.

ჰატშეფსუტი არ ომობდა, ქვეყნის სიმდიდრე სამშენებლო საქმიანობისათვის გამოიყენა, აღადგინა ჰიქსოსების მიერ დანგრეული ძველი ტაძრები და ააგო ახალი დაირ-ელ-ბაჰრი. განაახლა საბადოების დამუშავება სინის ნახევარკუნძულზე და მოაწყო სავაჭრო ექსპედიციები პუნტის ქვეყანაში. მისი გარდაცვალების შემდეგ(ძვლის კიბოთი) ფარაონმა თუტმოს III დაანგრია მისი აშენებული ტაძრები, გააუქმა მისი კანონები და მოსპო მისი სახელი… თუმცა დღესდღეობით ეგვიპტოლოგები მას მოიხსენიებენ

ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და უნიკალურ ფარაონად.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: