დემენტორი,ბოგარტი,ინფერიუსი,თესტრალი


დემენტორი დემენტორი ერთ ერთ ყველაზე სასტიკი არსებაა.როულინგის სამყაროში.ისინი თავდაპირველათ იცავდნენ აზკაბანას ციხეს ეს ჯადოქრების ციხეა. ახლა გეტყვით რას საქმიანობდნენ ეს არსებები იქ: მათთვის არ ქონდა აზრი პატიმარი დამნაშავე იყო თუ არა. ისინი ადამიანის დადებითი ემოციებით იკვებებოდნენ დროთა განმავლობაში პატიმარი გიჟდებოდა. აბა როგორია თავი ყველაზე საცოდავი რო გგონია და პატარა კარგი მოგონება არ გაქვს.:) გადავიდეთ უშუალოთ დახასიათებაზე: ეს არსება გვამს გავს შემოსილები არიან შავი ნაჭრით არ უჩანთ სახე არც მიწაზე დადიან.ის თუ მოგიახლოვდა გარშემო ყველაფერი იყინება ბნელდება და სხეულში რაღაცნაირი გრძნობა გეუფლება აი დაახლოებით თითქოს მოითენთე..:) კიდევ მათ აქვს ერთი უნარი რასაც ჯადოქრები დემენტორის კოცნას ეძახიან. ძირითადათ ამ “სიამოვნებას” სასტიკი დამნაშავეები იღებენ. დემენტორი პატიმარს სულს წოვს. პატიმარი ნაწილობრივ არ კვდება. სხეული ცოცხალია მაგრამ სძინავს დაახლოებით კომაში ჩავარდნილი ადამიანივით. გული, ტვინი, ყველაფერი უმუშავებს მაგრამ სული აღარ არის მის სხეულში. სწორეთ ეს ემუქრებოდა სირიუს ბლექს მაგრამ ვინც ამით დაისჯება ერთი უპირატესობა აქვთ ისინი ნახავენ დემენტორის სახეს. დემენტორი ინფერიუსისგან განსხვავებით დამოუკიდებელი არსება რასაც უნდა იმას გააკეთებს მათ არ ყავთ ვინმე უფროსი. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის რომ ბნელ ბატონს შეუერთდნენ სამწუხაროთ წელი აღარ მახსოვს.და ბოლოს მისგან თავდაცვა:უნდა წარმოთქვათ შელოცვა Expecto Patronum და იფიქროთ ყველაზე კარგი რაც გადაგხდენიათ და ბედნიერი ყოფილხართ თუ შელოცვა კარგათ გამოგივათ თქვენი ჯოხიდან პატრონუსი გამოიჭრება თქვენი მფარველი ცხოველი და განდევნის ყველა დემენტორს თუმცა ამ შელოცვის გაკეთება ბევრ ზრდასრულ ჯადოქარსაც კი უჭირს.

ბოგარტი ბოგარტი ჯადოსნური არსებაა რომლის ნამდვილი გარეგნობა არავინც იცის ის ცხოვრობს ისეთ ადგილას სადაც ერთი ნათელი სხივი არ არის.და არავინ შეაწუხებს. ხოლო თუ სადმე გადაგეყარათ:) ის მაშინვე იმ არსებათ გადაიქცევა რომლისაც ყველაზე ძლიერ გეშინიათ. ბოგარტი ხშირათ არის მოხსენებული ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში როდესაც ლუპინი იყო მასწავლებელი მოსწავლეებს ამ არსებისგან დაცვას ასწავლიდა.მაგ. როცა ნევილმა ნახა ბოგარტი ის სნეიპათ გადაიქცა, რონთან რა თქმა უნდა ობობათ, ჰარისთან დემენტორათ.ჰერმიონზე კი პროფესორ მაკონაგელათ და ყვიროდა ჩაიჭერიო. ამ ცხოველისგან თავი უნდა დაიცვათ შემდეგნაირათ: უნდა წარმოთქვათ შელოცვა რიდიკულუს და რამე სასაცილოზე იფიქროთ მაგ: ნევილმა სნეიპ ბოგარტს რომ შეულოცა რიდიკულუს, თან წარმოიდგინა სნეიპი ბებიამისის ვარდისფერ ქუდში და ჩანთაში.. სნეიპ ბოგარტი მაშინვე გაქრა.

ინფერიუსი ინფერიუსი არის მკვდარი სხეული, გვამი რომელიც იმართება შავი მაგიის შედეგად. იგი გააცოცხლა ბოროტმა ჯადოქარმა შავი მაგიის დახმარებით. ის არ არის ცოცხალი, და იმართება მისი მომჯადოებლლის მიერ როგორც მარიონეტი, თოჯინა.მისი მართვა შეუძლია მხოლოდ მის გამცოცხლებელ კადოქარს ან გრძნეულს. ინფერიუსს არ შეუძლია თავისით ფიქრი. ინფერიუსის ამოცნობა შეიძლება მხოლოდ თვალებიში ჩამდგარი თეთრი ნისლით. სხვა მხრივ ის ადამიანს გავს ფიზიკურად. ინფერიუსების შექმნა მაგიის ერთ ერთი განხრით ნეკრომაციის საშვალებით არის შესაძლებელი. ისინი იყვნენ მცველები ვოლდემორის ჰორკრუქსისა რომელიც ზღვის სანაპიროსთან გამოქვაბულში თბის შუაში იმალებიდა. ამ იმფერიუსების ერთედერთი მიზანი ჰორკრუქსის დაცვა იყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. როდესაც ჰარიმ ჰორკრუქსის მოხმობა გადაწყვიტა მას სწორედ ინფერიუსი გადაეგობა. ინფერიუსის ვნება ჩვეულებრივი მაგიით თითქმის შეუძლებელია ისინეი ვერ განიცდიან ვერანაირ ტკივილს და შიშს გარდა ერთისა. მათი საცხოვრებელი ადგილი ნესტიანი და ბნელია ამიტომაც მათ წინააგმდეგ ერთადერთი იარაგი სინათლე და სითბოა. ინფერიუსი უფრო მოდიფიცირებული და წკვიანია ვიდრე ჩვეულებრივი ზომბი. ჯადოქრულს სამყაროში ინფერიუსად თავის გასაღება საშიშია და ამავე დროს დანაშაულიც და ისჯება აზკაბანში ჩასმით როგორც “მანდანგუს ფლეტჩერი” დაისაჯა. INFERI-იდ ლათინელები ბერძნული მითოლოგიის ღმერთ ჰადესს მოიხსენიებდნენ. ბერძნები ჯოჯოხეთს სადაც მკვდრები სახლობდნენ. ვოლდემორი ინფერიუსებს ბევრ რამეში იყენებდა: ჰორკრუქების დაცვაში, ომებში, ხალხის დაშინებაში და სხვა. მან იმდენი ადამიანი დახოცა შეეძლო მთელი არმია შეექმნა. ვოლდემორმა ჯადოქრულ ომებშიც ინფერიუსები გამოიყენა.

თესტრალი თესტრალი ფრთიანი ცხენის ჯიშის ცხოველია, რომელსაც ჩონჩხის სხეული, ქვეწარმავლის სახე და ღამურის მსგავსი ფრთები აქვს. ისინი იშვიათი არსებები არიან და მაგიის სამინისტროს აზრით საშიშნიც. თესტრალებზე მცდარი წარმოდგენა აქვს ბევრ ჯადოქარს, რადგან მას ხშირად უიღბლობის და აგრესიული ცხოველის სტატუსს აწერენ იმის გამო რომ თესტრალებს მხოლოდ ისინი ხედავენ ვისაც სიკვდილი უნახავს. მათი კლასიფიკაციიდან გამომდინარე მხოლოდ გამოცდილ ჯადოქარს შეუძლია მათი გამკლავება. თესტრალების მოშინაურება მაგიის სამინისტროს თანხმობის გარეშე არალეგალურია, განსაკუთრებით მათთვის ვინც მაგლებით დასახლებულ ადგილას ცხოვრობს. (ასეთ შემთხვევაში ჯადოქარმა ხშირად უნდა გაუკეთოს თავის ფრთებიან ცხოველს დეილუზიონირების შელოცა) თესტრალებს ბევრი ჯადოქრისთვის გამაღიზიანებელი გარეგნობა აქვს. კერძოთ ისინი, ვინც ხედავენ მათ ხშირად აღწერენ თესტრალებს როგორც ავის მომასწავებელ და შემზარავ არსებებს. ეს პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ იმის ბრალი არაა რომ მათ უზარმაზარი თითქოს ძვლებისგან აგებული სხეული აქვთ, არამედ მათი დრაკონისმაგვარი სახიდან და ელვარე თვალებიდან. თესტრალები ერთი შეხედვით მოსაწყენი და მონოტონური არსებები არიან, მაგრამ რუბეუს ჰაგრიდის ნათქვამის მიხედვით, ისინი საშინლად ჭკვიანები არიან. და მართლაც, მოშინაურებული თესტრალი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის რომ გაიგოს თუ სად სურს პატრონს გადაადგილება. თესტრალებს ბნელი გარემო უყვართ. მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის ტყე. ერთმანეთთან ყურებისწამღები ხმებით და უცნაური ყვირილით კონტაქტობენ, რომელიც ცოტა არ იყოს მონსტრ-ჩიტის ხმას უფრო გავს. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ მტერი და მეგობარი. ისინი თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს რაც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და თუ თესტრალი მოშინაურებულია, პატრონის მტერსაც არ დააყრის კარგ დღეს. თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან. პროფესორი გრაბლი ბლენკი ახსენებს რომ ისინი ხშირად ესხმიან თავს მფრინავ არსებებს, მაგალითად ჩიტებს. ამით თესტრალები არა მარტო საჭმლისთვის ნადირობენ, არამედ ფრენაშიც ვარჯიშობენ. ის თესტრალები რომლებიც ჰოგვორტსის შემოგარენში ცხოვრობენ კარგად იკვებებიან და გაწვრთნილებიც არიან. ისინი არასოდეს ესხმიან თავს სხვა ტყეში მობინადრე არსებებს ან სტუდენტებს თუკი ზედმეტად არ შეწუხდებიან. თესტრალის კუდის ბალანი საკმაოდ ძლიერი და გამოსადეგი მატერიაა რომელსაც კარგად გამოცდილი ჯადოქარი ცოდნის შემთხვევაში კარგად გამოიყენებს. საქმე იმაშია რომ ამ ბალნით ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ და მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჯადოსნური ჯოხში – დიდგულას ჯოხშიც სწორედ თესტრალის კუდის ღერი იყო ჩადებული. თესტალების ყველაზე უჩვეულო უნარი ალბათ მათი იმ ადამიანებისადმი უხილავობაა ვისაც სიკვდილი არ უნახავს. მათ კარგი ყნოსვა აქვთ განვითარებლი და შეუძლიათ შორი მანძილიდან შეიცნონ სისხლისა და ახალი ხორცის სუნი. მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივი ორიენტაციის უნარი. კერძოდ შეუძლიათ ზუსტად გამოიცნონ სად სურთ მათ პატრონს წასვლა. შეუძლიათ ძალიან დიდი წონის ტარება დამატებული საკუთარი წონა. მათ ალბუს დამბლდორი ხშირად იყენებდა როცა არ სურდა ან არ შეეძლო გამოეყენებინა აპარაცია, ცოცხი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება. მაგრამ საერთოდ მათ როგორც გადასაადგილებელ საშუალებას იშვიათად იყენებენ. ეს ალბათ მაინც ხალხის ცრურწმენის ბრალია რომ ისინი სიკვდილის მომასწავებელი არსებები არიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: