ცოტა რამ ტამპლიერების შესახებ


ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes Commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის. ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში.

კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდუდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.

ტამპლიერების განძი დიდი საიდუმლოს მოიცავს და დღეისთვისაც ბურუსით არის დაფარული. იგი დიდხანს ინახებოდა და ბევრს უცდია მისი მითვისება. ტამპლიერები ამ განძს დიდი მოწიწებით უფრთხილდებოდნენ, რადგან თითოეულისთვის ძვირად ფასობდა. თქმულებით ტამპლიერების განძი კერძოდ მიუნხენში ერთ-ერთი სახლის ეზოში არის საგულდაგულოდ შენახული. მეცნიერებმა და მაძიებლებმა ბევრი სახლის ეზოში ეძებეს მაგრამ ამაოდ. ცხადია, რომ ტამპლიერებს არ სურდათ ვინმეს მათი განძი ეპოვათ.

პირველი დიდი მაგისტრი.

ჰიუგ დე პეინი (ფრანგ. Hugues de Payns ან Hugues de Payens დ. 1070, პეიანი, საფრანგეთი — გ. 24 მაისი, 1136) — ტამპლიერების ორდენის პირველი დიდი მაგისტრი.

ჰიუგ დე პეინი სავარაუდო დაბადების ადგილედ მიიჩნევენ ტრუადან ათიოდე კილომეტრით დაშორებულ დასახლებულ პუნქტ პეიანს. იგი იყო „ტამპლიერთა ორდენის“ დამაარსებელი. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ჰიუგი ფრანგული არისტოკრატიის საშუალო წრიდან უნდა იყოს გამოსული და მონტინი-ლაჟესის სენიორი იყო. მას მამულები ჰქონდა ტონერის მიდამოებშიც. ჰიუდ დე პეინმა მონაწილეობა მიიღო პირველ ჯვაროსნული ლაშქრობაში, დაახლოებით 1100 წელს კი საფრნაგეთში დაბრუნდა. 1104—1114 წლებში იყო გრაფ ჰიუგ დე შამპანს ახლდა პილიგრიმად იერუსალიმში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა კიდეც. 1118—1119 წლებს შორის მან დაარსა „ტამპლიერთა ორდენი“. ჰიუგ დე პეინს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი ტიბო, რომელიც მოგვიანებით სენ-კოლომბის აბატი გახდა.

როდესაც “ჯაკ დე მოლე”-ს წვავდნენ მის დაწვას უყურებდნენ საფრანგეთის მეფე “ფილიპ მე-4-ე” და რომის პაპი “ურბან მე-5-ე” სანამ “ჯაკ დე მოლე” მთლიანად დაიწვებოდა იგი წყევლიდა მათ და ზუსტად გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა “ურბან მე-5-ე” ხოლო ზუსტად ერთ წელიწადში “ფილიპ მე-4-ე”.

მათ ჰქონდათ ორი რიტუალი, ეს იყო ორდენში მიღების რიტუალი და ბრძოლაში წასვლის წინ რიტუალი. ორდენში მიღების წინ რაინდი იფიცებდა რომ ის არასდროს არ უღალატებდა ორდენს და თუ უღალატებდა მისი საგვარეულო მთელი არსებობის მანძილზე ღმერთისგან წყეულიც ყოფილიყო. ასევე ომში წასვლის წინ თითოეული მათგანი ისერავდა ხელს და ერთმანეთს ადებდნენ ანუ ძმობას ეფიცებოდნენ. მათი იდეოლოგია იყო ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

როგორც ვარაუდობენ ისინი იყვნენ ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის მცველები, საწმისის მცველებიც, რომლითაც ქრისტემ ღვინო დაალევინა თავის მოსწავლეებს საიდუმლო სერობაზე, ასევე მათ ეკუთვნოდათ წმინდა გრაალიც.

ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია:

ჰიუგ დე პეინი – Hugues de Payens (1118-1136)

რობერ დე კრაონი – Robert de Craon (1136-1147)

ევერარ დე ბარი – Everard des Barres (1147-1174, გადადგა 1151)

ბერნარ დე ტრომელე – Bernard de Tromelai (1151-1153)

ანდრე დე მონბარი – André de Montbard (1153-1156)

ბერნარ დე ბლანკეფორი – Bertrand de Blanquefort (1156-1169)

ფილიპ დე მიი – Philippe de Milly (1169-1171)

ოდ დე სენტ-ამანი – Eudes de Saint-Amand (1171-1179)

არნო დე ტოროგა – Arnaud de Toroga (1179-1184)

ჟერარ დე რიდფორი – Gérard de Ridefort (1184-1189)

რობერ დე საბლე – Robert de Sablé (1189-1193)

ჟილბერ ერე – Gilbert Erail (1193-1200)

ფილიპ დე პლეზიე – Philippe de Plessiez (1201-1209)

გიიომ დე შარტრი – Guillaume de Chartres (1210-1218)

პედრო დე მონტეგიუ – Pedro de Montaigu (1219-1232)

არმან დე პერიგორი – Armand de Périgord (1232-1244)

რიშარ დე ბიური – Richard de Bures (1244-1247)

გიიომ დე სონაკი – Guillaume de Sonnac (1247-1250)

რენო დე ვიშიე – Renaud de Vichiers (1250-1252)

ტომა ბერარი – Thomas Bérard (1252-1273)

გიიომ დე ბოჟო – Guillaume de Beaujeu (1273-1291)

ტიბო გოდენი – Thibaud Gaudin (1291-1292)

ჟაკ დე მოლე – Jacques de Molay (1292-1314)

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: