სულის სუბსტანცია(ორი რეალური ფაქტი)


საბჭოთა რეჟიმის შემდეგ საქართველომ ის ინფორმაცია მიიღო რაც ადრე მისთვის ხელმიუწვდომელი, მიუღებელი და გასაიდუმლოებული იყო. გაზეთებში გამაოგნებელ სტატიებს ბეჭდავდნენ. მაგალითად, გაზეთტრუდში” დაიბეჭდა წერილი სოჩელი ინჟინრის რუსლან ვიშნევსკის შესახებ, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობდა საიდუმლო ლაბორატორიაში. სადაც მუშაობა მიმდინარეობდა ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე. ისინი შეისწავლიდნენ ადამიანის ტვინს. “ტვინი ძალიან მარტივად არის მოწყობილი” მეცნიერი აღნიშნავდა, რომ ლაბორატორიის თანამშრომლებს ცოტაღა რჩებოდათ იმ აღმოჩენამდე, რომელსაც შეეძლო მსოფლიო შეეცვალა. თეორიულად მათ უკვე ნაპოვნი ჰქონდათ საშუალება, ზუსტად დაეფიქსირებინათ ადამიანის სული. თუმცა, როგორც მაშინ გაზეთ “ტრუდში” დაწერეს მეცნიერებს დაფინანსება შეუწყვიტეს და სულის მატერიალური აღმოჩენაც აღარ შედგა…

ლიტვის მეცნიერებათა აკადემიის ნახევარგამტარების ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორმა ეუგენიუს კუგისმა ჩაატარა უნიკალური კვლევების ციკლი. მისმა ზუსტმა განზომილებებმა გვიჩვენა, რომ როცა ადამიანი კვდება, ამ მომენტში მისი წონა სამიდან შვიდ გრამადე იკლებს. კუგისმა ივარაუდა, რომ სწორედ ეს არის “სულის” წონა, რომელიც ამ მომენტში სხეულს ტოვებდა. მეცნიერთა სხვადასხვა გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ ადამიანის სულს არამხოლოდ წონა, არამედ შეფერილობა და ფორმაც გააჩნია.

მეცნიერები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ადამიანი რამდენიმე გრამით იკლებს და ამას ხსნიან სწორედ იმით, რომ სხეულს ტოვებს სული და ის რამდენიმე გრამს იწონის. მაქსიმალური რაც ჯერ აწონეს ეს იყო 15 გრამი. ალბათ სულის წონა ადამიანის ცოდვების მიხედვით განისაზღვრება. ადამიანს როცა ძინავს და ღვიძავს რამოდენიმე გრამია  წონაში განსხვავება, მეცნიერები კი ვრარაუდობენ რო სწორედ ეგ არის სულის წონა, რადგან როცა ადამიანს ძინავს მაშინ მას სული ტოვებს. სული თუ მატერია არაა, გამოდის რომ ისეთი მატერიალური საზომით გავზომოთ როგორიც წონაა. რაღაც შეუსაბამობამდე მივდივართ. ჩემი აზრით სულის სიმძიმე თუ მისი ცოდვებით განისაზღვრება, ლენინი სრულ წონას დაიკლებდა სიკვდილის დროს..

პროფესორ ვიტალი ხრომოვის ლაბორატორია გარდაქმნის წლებშია შექმნილი. სწორედ აქ ტარდებოდა რეალური ექსპერიმენტები “სულის სუბსტანციის “დასაფიქსირებლად. ამ კვლევის სათავეში მეცნიერის, ნეიროფიზიოლოგ ოლეგ ბეხმეტიევის კვლევა დგას. მეცნიერთა ერთი ნაწლი ირწმუნება, რომ სწორედ მან მოახერხა ბოლოს და ბოლოს გამოემჟრავნებინა ამ მოვლენის ფიზიკური ბუნება, რომელსაც ჩვენ “სულს” ვუწოდებთ. როგორც გაირკვა, ადამიანის სული წარმოადგენს ორგანიზმის უკლებლივ ყველა ცოცხალი უჯრედის გამოსხივებას. “მე საკუთარი თვალით ვიხილე ის” – წერდა “არგუმენტი და ფიქტის” კორესპონდენტი, – “სპეციალური კომპიუტერის ეკრანზე ის გამოიყურებოდა, როგორც არსება, რომელიც ახალშობილს მოგვაგონებდა: არაპროპორციულად დიდი თავით და პატარა სხეულით, მოხრილი კიდურებით, მარაოსებრი კუდით და უცნაური დეტალებით, რომლებიც ჩემს თავლწინ ქრებოდა და სივრცეს ერეოდა”.

დრო გადიოდა, ჟურნალისტები კი ისეთ რამეებს აქვეყნებდნენ, რომ ძნელი ხდებოდა იმის გარკვევა რას ეხებოდა მათი სტატიები – ფანტასტიკას თუ ნამდვილ მეცნიერებას. მაგალითად, წერდნენ, რომ ხრომოვის ლაბორატორიაში განხორციელდა სულის გადანერგვა, ე.ი. გარდაცვლილის სული სხვა, გარეგნულად მსგავს ადამიანს გადაუნერგეს, ამბობდნენ, რომ ქვეყნად რამდენიმე ასეთი გადანერგილსულიანი ადამიანი ცხოვრობს. ისინი საკმაოდ ცნობილი და პოპულარულები არიან.. იმდროინდელ პრესაში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა ამ თემასთან დაკავშირებით. რათქმაუნდა მათშორის ისეთებიც გვხვდება იაფფასიან სენსაციაზე რომ არის გათვლილი, მაგრამ როგორც ამბობენ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ვინ იცის, იქნებ ეს არც ისე არარეალურია?

როგორც ეზოთერიკოსები აღნიშნავენ, ისტორიისათვის კარგად არის ცნობილი ადამიანის სულის შეცვლის ფაქტები. როგორც ცნობილია, ასეთი რამ ყველაზე ხშირად კლინიკური სიკვდილის სერიოზული ტრამვის მიღების და სტრესული მდგომარეობის დროს ხდება. მაშინ როცა სული სხეულს ტოვებს.

1970-ან წლებში ბევრს წერდნენ 12 წლის გოგონას ელენე მარკარდის შესახებ, რომელიც დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა და მძიმე ტრამვის შემდეგ გონს მოსული ყველასთვის მოულოდნელად იტალურ ენაზე ალაპარაკდა, რომელიც მანამდე საერთოდ არ იცოდა. გოგონამ გაიხსენა თავისი ცხოვრება იტალიაში და თავისი ვინაობაც დაასახელა – როზეტა როსტელიანი. არც საკუთარი სიკვდილის მომენტი დავიწყებია. როგორც ამტკიცებდა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეცნიერები დააინტერესა ამ შემთხვევამ და ბავშვი იტალიაში ჩაიყვანეს. ამ მოგზაურობისსას გოგონამ ერთი დანახვით იცნო თავისი “ქალიშვილი” დ ამას იმ საალერსო სიტყვებით მიმართა, რომლითაც ამ ქალს დედამისი გარდაცვალებდამდე ეფერებოდა ხოლმე.

ასეთი შემთხვევები მეცნიერებაში მრავლადაა, მაგრამ დევიდ პელენდაინის ამბავმა რომელსაც 1940-იან წლებში ჰქონდა ადგიილი, ამერიკის მთელი მეცნიერული სამყარო შეძრა. დევიდი არიზონას შტატში დაიბადა და გაიზარდა. იგი თეთრკანიანი მისიონერის და ინდიელი ქალის შვილი იყო. ბავშვობაში განსაკუთრებული სიბეჯითით არ გამოჩეოდა. ორჯერ იყო გაგზავნილი გამოსასწორებელ სკოლაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი გახდა და ევროპაში მსახურობდა .შემდეგ გერმანლებს ჩაუვარდა ტყვედ, აწამედნენ, აშიმშილებდნენ… როცა ინგლისელებმა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები გაანთავისუფლეს, მისი ცხედარიც სხვა ცხედრებთან ერთად მოატავსეს და დასამარხად გაამზადეს, მაგრამ გვამის იდენტიფიკაციის მომენტში აღმოჩნდა რომ ბიჭი ისევ ცოცხალი იყო… მას მკურნალობის კურსი ჩაუტარეს ამერიკის და აავსტრიის სახმედრო ჰოსპიტალებში და დევიდი ამქვეყნად მოაბრუნეს – ორწლინახევრის შემდეგ.კითხვაზე: “ვინ ხარ?” მან უპასუხა: “მხატვარი ვარ, ვასილი კადინსკი”.ეს სიტყვები ბევრმა ბოდვად მიიჩნია, რადგან ამ პერიოდში ცნობილი იყო სახელგანთქმული რუსი მხატვარი კანდინსკი 1944 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. დევიდმა მოულოდნელად გამართუული რუსულით დაიწყო ლაპარაკი, რომელიც ბუნებრივია მან ადრე არ იცოდა, და უჩვეულო განათლებაც გამომამჟღავნა. ამ პერიოდში ექიმებმა, თითის ანაბეჭდის მეშვეობით უკვე იცოდნენ მისი ვინაობა და დევიდის საქციელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. შემდეგ მან ხატვა დაიწყო. როცა მისი ნამუშევრები ექსპერტებს უჩვენეს, მათ აღიარეს რომ სტილისა და სიმბოლიკის მიხედვით ეს კანდინსკი გახლდათ. შემდგომში დევიდმა მოულოდნელად დაიწყო ფორტეპიანოზე დარკვრა. მოგვიანებით კი პელენდაინი, რომელსაც ოფიციალურად 6 კლასის განათლება ჰქონდა, დენვერის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი გახდა.

მეგობრების რჩევით, დევიდმა რეგრესიული ჰიპნიზის კურსი გაიარა. მაგნიტაფონის ფირრმა შემოგვინახა უნიკალიურო ცანაწერი, სადაც დევიდი კანდინსკის ხმით და მკვეთრად გამოხატული რუსული აქცენტით ჰყვებოდა, რომ მხატვრის სულმა სიცოცხლე დაუბრუნა საკონცენტრაციო ბანაკში ტანჯვა-წამებით მოკლიული ჭაუკის უსიცოცხლო სხეულს. 1990-იან წლებში დევიდი აბუკერში ცხოვრობდა და როგორც პრესა იტყობინებოდა საკუთარი სამხატვრო სტუდია ჰქონდა. ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორი კი, რომელიც კანდინსკის ნახატების კოლექციის მფლობელია, დარწმუნებულია, რომ დევიდის ნახატები კანდინსკის შემოქმედების გაგრძელებაა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: