საქართველო XVII საუკუნის დასაწყისში


ქართლ-კახეთი  XVII  საუკუნის დასაწყისში

მთელი XVII საუკუნე, ირანის შაჰების უშედეგო მცდელობებს თუ არ ჩავთვლით, დასავლეთ საქართველოში ოსმალეთი დომინირებდა. ამ დროს საქართველო ხუთ ნაწილად იყოფოდა, ესენი იყო: კახეთი, ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და გურია. საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთმა, გურიისა და სამეგრელოს დამორჩილების მიზნით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა ყველანაირი რესუსრების შემოტანა ყირიმიდან. ქართული სამთავროები იძულებული გახდნენ  ოსმალეთის წინაშე ხარკი ეკისრათ და მისი ვასალი გამხდარიყვნენ. მიუხედავად ამ რთული ვითარებისა ქართული სამთავროები საშინაო პოლიტიკაში დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ ამავდროულად დაუსრულებელ ბრძოლებს აწარმოებდნენ ერთმანეთთან.

ამ ვითარებაში საქართველომ დაკარგა სამცხე საათაბაგო, რომელიც ოსმალეთმა მიითვისა. ამ ქართული ისტორიულ პროვინციაში შეიქმნა ჩილდირის (ახალციხის) საფაშო. ოსმალები დევნიდნენ ქართულ ეკლესიას, მისთვის ჩამორთმეულ მიწებს გამუსლიმებულ ფეოდალებს გადასცემდნენ, ხოლო ეკლესიებს მეჩეთებათ აქცევდნენ. ოსმალები ასევე ცდილობდნენ ამ რეგიონში სხვა ეროვნების ხალხის ჩამოსახლებას.

საუკუნის დასაწყისში, 1606 წელს გარდაიცვალა გიორგი X და გამეფდა მისი ძე ლუარსაბ II. 1609 წელს, ირან-ოსმალეთის ომის დროს, ქართლში მოულოდნელად ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ოსმალების მიზანი ქართლის აოხრება და ცხირეთის ციხეში მყოფი მეფე ლუარსაბის შეპყრობა იყო. სოფელ კველათან მათ მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურად გაყოლა უბრძანეს. თევდორემ დახმარების ნაცვლად მათ გზა-კვალი აუბნია და ქართველებს დროის მოგების საშუალება მისცა. როდესაც ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ, თევდორე ხმლით აჩეხეს, მართმადიდებლურმა ეკლესიამ კი თევდორე წმინდადად შერაცხა. მოგებული დროის საშუალებით, სასწრაფოდ შეიკრიბა ჯარი გიორგი სააკაძის მეთაურობით, ტაშისკართან მტერი სასტიკად დამარცხდა და თავს გაქცევით უშველა.

ლუარსაბი ახალგაზრდა და გაამოუცდელი იყო, შურიანმა დიდებულებმა იგი სააკაძის ღალატში დაარწმუნეს და მისი დასჯის გადაწყვეტილება მიაღებინეს. გიორგი სააკაძე სანადიროდ მიიპატიჟეს, სადაც უნდა მოეკლათ. მან ეს შეიტყო, ირანში გაიქცა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰ-აბასს თავისი გეგმები ჰქონდა, როდესაც სააკაძე შეიფარა, მას „დიდი მოურავის“ გამოყენება სურდა თავისი გეგმების განხორციელებისთვის, ქართლისა და კახეთის სრული მოსპობისთვის. 1612 წელს ზავი დაიდო ირანსა და თურქეთს შორის და შაჰს საშუალება მიეცა საქართველოს წინაშე გაელაშქრა მთელი თავისი ძალებით.

1613 წელს შაჰ აბასმა, შემოჭრამდე,  მძევლები მოსთხოვა კახეთის მეფე თეიუმურაზ I-ს მისდამი ერთგულების დასამტკიცებლად. თეიმურზ მეფე საბჭოს დაეკითხა, როგორ ეხსნათ ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხისაგან. ყველაფერი გაითვალისწინეს, არც საქართველოს და სპარსეთის ძალათა უთანასწორობა დავიწყებიათ. მთელი სამოფოსა და პროვინციების განადგურების თავიდან ასაცილებლად საბჭომ და მეფემ გადაწყვიტეს სპარსეთში ელჩობა გაეგზავნათ. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც შაჰთან მშვიდობასა და კეთინგალნწყობას მიაღწევდა. ასეთ პირად საბჭომ ერთხმად აღიარა თეიმურაზ მეფის დედა-ქეთევან დედოფალი. დედამისი თავისი ორი პატარა ვაჟიშვილით,(ალექსანდრე და ლევანი) რამდენიმე საპატიო აზნაურთან და ქართველ ეპისკოპოსებთან ერთად, შაჰის კარზე გაიზავნა. მისმა უდიდებულესობამ ხსელებული მანდილოსნის  თხოვნით აპატია და მიუტევა  თეიმურაზს ყველა დანაშაული, რაც კი მის წინაშე ჩაუდენია, მაგრამ სულ მალე შაჰამდე მიაღწია წერილმა, რომელიც თეიმურაზმა სრული უვიცობითა და უგუნურობით მიწერა ქართლის მეფე ლუარსაბის ბიძაშვილს ბაგრატ-მირზას. ეს წერილი მოლაპარაკების საწინააღმდეგო სიტყვებს შეიცავცა, ამის წაკითხვის შემდეგ გამძვინვარებულმა შაჰ აბასმა თავისთან იხმო კახეთის მეფე. იგი დარწმუნდა, რომ შაჰს მთელი ოჯახის გაჟლეტვა სურდა, ამიტომ არ გამოცხადა მისი უბრწყინვალესობის წინაშე. ამის საპასუხოს შაჰი 1614 წელს კახეთში შეიჭრა, ქართველების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩინა და ირანელებმა გაიმარჯვეს. თეიუმურაზი ქართლში გადავიდა და ლუარსაბს შეხვდა, მეფეებმა იმერთში გახიზვნა გადაწყვიტეს. შაჰმა კი ლუარსაბი იმერეთიდან გამოიტყუა, ირანში წაიყვანა და გამაჰმადიანება მოსთხოვა. ლუარსაბ II-მ უარი განაცხადა. მეფე ციხეში გამოკეტეს სადაც შაჰის ბრძანებით მოაშთეს კიდეც. საქართველოს ეკლესიამ ლუარსაბი წმინდანად შერაცხა.

კახელები არ აპირებდნენ ასე ადვილად დამორჩილებოდნენ ყიზილბაშებს. 1615 წელს დავით ჯანდიერის მეთაურობით დიდი აჯანყება დაიწყო. იმერეთიდან სასწრაფოდ კახეთში დაბრუნდა თეიმურაზ I და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. წიწამურთან გამართულ ბრძოლაში ქართველებმა თეიმურაზის სარდლობით სასტიკი მარცხი აგემეს სამჯერ მრავალრიცხოვან მტერს. 1616 წელს შაჰი პირადად წარუძღვა ყიზილბაშებს კახეთის ასაოხრებლად. ის ჯერ თბილისში მოვიდა და აქ მართველად ბაგრად ხანი დატოვა, შემდეგ თავისი ჯარი რამდენიმე ნაწილად გაყო და კახეთს შეუსია. ძალების არათანაბრობის გამო მტერმა შეძლო ეკლესია-მონასტრების, ციხესიმაგრეების და ბაღ-ვენახების განადგურება.ისინი ანადგურებდნენ ყველაფერს რისი მოსპობაც შესაძლებელი იყო. თეიმურაზ I-მა თავი კვლავ იმერეთს შეაფარა. ერთი წლის შემდეგ ანუ 1617 წელს შაჰი კიდევ ერთხელ შემოიჭრა კახეთსი და კვლავ მიწასთან გაასწორა ეს მხარე.

ყიზილბაშების ლაშქრობის შედეგად სასტიკად აოხრდა და გაუკაცურდა კახეთი. ბრძოლებში 100 ათასამდე კაცი დაიღუპა, 200 ათასი ქართველი კი შაჰის ბრძანებით აყარეს და ირანის შიდა პროვინციებში გადაასახლეს. ქართველი ტყვეები შაჰ აბასმა დაასახლა ხორასანში, მაზანდარანში და ფერეიდანში. დღემდე მარტო ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები. ქართველი მონა ირანის თითქმის ყველა მდიდარ ოჯახში იყო.

შაჰმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა გადაეჭრა „გურჯისტანის“ საკითხი და ქართველების სულიერი გატეხვა განიზრახა. მან ირანში ტყვედ მყოფ ქეთევან დედოფალს ისლამის მიღება მოსთხოვა. ქეთევანმა არ დაგმო მამა-პაპათა სარწმუნოება, რის გამოც სასტიკად აწამეს 1924 წლის 12 სექტემბერს. დედოფლის მოწამებრივმა აღსასრულმა ყველა ქრისტიანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საქართველოს ეკლესიამ დედოფალი წმინდანად შერეცხა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: