პირველი ტრიუმვირატი


გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. Dictator Gaius Iulius Caesar ) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) – ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში – ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus)

მაგრამ “რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, – ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: “როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.

ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალივით კოპწია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს. კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა. ძვ წ. 70-ან წლებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა პოპულარების ახალი ლიდერი გაიუს იულიუს კეისარი, იგი მარიუსს ენათესავებოდა, ხოლო მისი მეუღლე ცინას ოჯახიდან იყო, ამგვარად კერისარი მარიუსის რეფორმების აქტიური მხარდამჭეი იყო. მისმა პოპულარობამ იმდენად იმატა რომ გნეუს პომპეუსი მის მხარეს გადავიდა. ძვ. წ. 70 წელს პომპეუსი და მარკუს კრასუსი აირჩიეს კონსულებად. მათ დაუბრუნეს სახალხო ტრიბუნებს უწინდებური ძალაუფლება და აღადგინეს სულამდელი სასამართლოები. მიუხედავად თანაკონსულობისა კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთის მტრები იყვნენ.

ამ დროს ხმელთაშუა ზღვაში პირატობა ძალიან მომძლავრებული იყო. ეს რომის ვაჭრობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პომპეუსს მიენიჭა სპეციალური უფლებამოსილება რათა გაენადგურებინა პირატები. სამ თვეში იგი წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას.

ძვ. წ. 73 წელს მითრიდატე პონტოელთან მესამე ომი დაიწყო. იგი შეიჭრა რომაულ მცირე აზიაში, მგრამ ამ უკანასკნელებმა ლუციუს ლუკულუსის მხედართმთავრობით განდევნეს მითრიდატე, შეიჭრნენ პონტოში და წაართვეს მას ტერიტორიები. მითრიდატე გაიქცა პონტოდან და თავი სასომხეთს შეაფარა. ძვ. წ. 69 წელს კი დაიწყო საომარი მოქმედებები სასომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ მითრიდატემ დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ პომპეუსის მეთაურობით რომის ჯარებმა დაამარცხეს მითრიდატე, რომელმაც ამჯერად თავი კოლხიდას შეაფარა. მალე იგი ისევ დაბრუნდა პონტოში, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ძვ. წ. 63 წელს მითრიდატემ მოიკლა თავი. პომპეუსი კი მითრიდატეს დამარცხების შემდეგ გაემართა სირიასა და იერუსალიმისკენ, რომლებიც მან მოუერთა რომის იმპერიას. პომპეუსი იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, იგი თვითონ ნიშნავდა მეფეებს, არეგულირებდა ოლქებს შორის ურთიერთობებს და ა.შ. რომის შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა ამ ომების შემდეგ, პომპეუსი კი სახელმწიფოსი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა. როდესაც იგი დაბრუნდა რომში, ელოდნენ რომ იგი სულას პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ მან არ სცადა ძალაუფლების ანალოგიური მეთოდით მოპოვება.

ეს არ აწყობდათ გაძლიერებულ პოპულარებს, რომლის ლიდერებიც კეისარი და კრასუსი იყვნენ. ოპტიმალების ლიდერი ამ დროისთვის გარდა მარკუს ტულიუს ციცერონი, მას დაუპირისპირდა ლუციუს სერგიუს კატილინა, რომელიც ოდესღაც სულას მომხრე იყო, მაგრამ ახლა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა მოსახლეობის უღარიფეს ფენაზე დაყრდნობით. ციცერონმა შეძლო ამ აჯანყების წინასწარ ჩახშობა, რის შემდეგაც კატილინა რომიდან გაიქცა.

პომპეუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში და აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რომ სენატს დაემტკიცებინა მის მიერ იქ გატარებული ღონისძიებები, მაგრამ სენატს არ სურდა მისი გავლენის გაძლიერება. ამავე პერიოდში ესპანეთიდან დაბრუნდა კეისარი, რომელიც აპირებდა 59 წლის არჩევნებში კონსულობის მოპოვებას. ამრიგად , შეიქმნა არაფორმალური ალიანსის შექმნა, რომელიც ისტორიაში პირველი ტრიუმვიტარის სახელით შევიდა. კეისარი დაუახლოვდა ორ უძლიერეს ადამიანს იმ დროინდელ მსოფლიოში – გნეუს პომპეუსს და ლიცინიუს კრასუსს. ძვ. წ. 60 წ. მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს შირის. ამ კავშირს – პირველ ტრიუმვირატს მათმა მეგობრებმა უწოდეს კავშირი ჭკუისა (კეისარი), ძალისა (პომპეუსი) და ფულისა (კრასუსი). მტრებმა – სენატორებმა და ოპტიმატებმა კი, ვარონის ფორმულით – სამთავიანი ურჩხული. სამივე ტრიუმვირს განსხვავებული ინტერესები გააჩნდა: პომპეუსს – მისი ჯარისკაცებისთვის მიწების დარიგება და აღმოსავლეთში მის მიერ გაცემული ბრძანებათა დაკნონება, კრასუსს — აღმოსავლურ პროვინციათა მმართველობა, კეისარს კი კონსულობა. კავშირის გასამყარებლად კეისარმა პომპეუსს საკუთარი ქალისვილი შერთო ცოლად.

ტრიუმვირთა წინააღმდეგ გამოვიდნენ სენატორული პარტიის წამყვანი ფიგურები – მარკუს ტერენციუს ვარონი და მარკუს პორციუს კატონი. თუმც, სენატი უძლური აღმოჩნდა ტრიუმვირთა წინააღმდეგ ბრძოლაში: 59წ. კონსულად აირჩიეს კეისარი, რომელმაც თავისი აგრარული პროექტი დაამტკიცებინა სენატს. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო 20 000 ადამიანის დასახლება ახლადგამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე; ძირითადად პომპეუსის ვეტერანებისათვის და მრავალშვილიანი მოქალაქეებისათვის. ეს კანონპქოექტი იულიუსის კანონების სახელით შევიდა ისტორიაში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: