იესო ქრისტეს კლონირება ?


საიდუმლო ჯგუფი, სახელად ,,The Second Coming Project” იესოს კლონირებას აპირებდა. ამ განცხადებამ მსოფლიო აალპარაკა, თუმცა საქართველომდე ამ ხმას მგონი არც მოუღწევია. ამიტომაც ახლა გავიგოთ, თუ რა სურდათ მეცნიერებს და რას ვერ მიაღწიეს მათ.

ჯგუფი კალიფორნიაშია ჩამოყალიბებული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოიპოვებდნენ ქრისტეს დნმ-ს და შემდეგ ამის საშუალებით სექმნიდნენ ჩანასახს, რომელსაც მოათავსებდნენ ვინმე (ამის სურვილის მქონე) ქალის საშვილოსნოში. აქვე უკმეხად მიუთითეს, რომ არაა აუცილებელი ეს ქალი მანდამაინც ქალიშვილი იყოსო.

მათი გაანგარიშებით ქრისტეს კლონი სამყაროს 2010 წლის 25 დეკემბერს უნდა მოვლენოდა. ჯგუფის წევრების აზრით ეს ბავშვი შეცვლიდა სამყაროს, დაამყარებდა მშვიდობას. ამას უმატებდნენ იმასაც, რომ ჩვენს ხელთ ასეთი ტექნოლოგიებია, ასეთი რამ შეგვიძლია და რატომ არ უნდა მოვავლინოთ ქრისტე მეორედო.

მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტისთვის ყველაზე კარგ საკბილოდ ტურინის სუდარა მიიჩნიეს, სწორედ იქიდან აიღებდნენ ქრისტეს სისხლს.

ჯგუფის განცხადებით, ხალხს რომ ჰკითხო, თუ სადაა ქრისტე, გეტყვიან, რომ ის გულშია, ან რომ ის ყველგანაა, მაგრამ დროა ის ხორციელად იყოს ჩვენთან და ამას გავაკეთებთ კიდევაცო.

თუმცა საქმე ისაა, რომ ამერიკაში ადამიანის კლონირება ჯერ კიდევ აკრძალულია, ასე რომ მეცნიერებს ახალი კანონის მიღებამდე დიდი დრო აქვთ საფიქრელად და თავიანთი არარეალური განზრახვების სადღაც ბნელ კუთხეში მისაკუნჭად.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: