ბრძოლა ალეზიასთან(ვერცინგეტორიქსი)


ძვ.წ 53 წელის გალიის უდიდესი ნაწილი რომაელების მიერ იყო ოკუპირებული, მთელ ქვეყანაში კეისრის გარნიზონები იდგნენ და სიმშვიდეს იცავდნენ. ლეგიონები ბანაკებში ისვენებდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ, კეისარი კი რომში პოპულარობას იხვეჭდა თავისი გრანდიოზული ლაშქრობებით გალიაში, გერმანიაში და ბრიტანეთში. რომაელები მას უკვე პირველ სარდლად თვლიდნენ და ხალხის უმეტესობა კეისარს ემხრობოდა. ძვ.წ 53-52 წ. ზამთარში გალებმა დაიწყეს აქამდე არნახული, უდიდესი აჯანყება, რომელიც გალიის ისტორიაში ოდესმე ყოფილა. ისინი მიხვდნენ, რომ ცალ-ცალკე ტომებად დაყოფილებს რომაელები ადვილად მოსპობდნენ და დაიმონებდნენ, ამიტომ ამჯერად ერთად შეიკვრნენ არვენარების ტომის მეფის, ვერცინგეტორიქსის მეთაურობით და კეისრის ლეგიონებს შეუტიეს.

აჯანყების გეგმა სწორედ მაშინ შედგა, როდესაც რომში ცნობილი პოლიტიკოსი, პუბლიუს კლოდიუსი მოკვდა და კეისრის ყურადღებაც იქითკენ იყო მიპყრობილი. აჯანყებულთა მთავარ ძალას კარნუტთა ტომი წარმოადგენდა, რომელიც გალიის ცენტრში მოსახლეობდა და საკმაოდ ვრცელ მიწებს ფლობდა. აქვე მდებარეობდა წმინდა ადგილი, სადაც ყოველწლიურად გალი დრუიდები(ქურუმები) იკრიბებოდნენ საბჭოზე. გალები ფიქრობდნენ, რომ რომაელებისაგან საფრთხე ჯერ კიდევ ელოდათ, რომ ისინი ამ წმინდა ადგილის წაბილწვასაც ეცდებოდნენ. ასეთი მძლავრი კელტური კავშირი არასოდეს არსებულა, როგორიც ვერცინგეტორიქსის ხელქვეით იყო.

არვენარების მეფეც სწრაფად ამოქმედდა. ის თავს დაესხა რომაულ ქალაქ ცენაბს (ორლეანი), რითაც ამბოხება აშკარა გახდა. იულიუს კეისარი ამ დროისთვის იტალიაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც კი გალიის აჯანყების შესახებ შეიტყო, მაშინვე მთელი სისწრაფით გასწია თავისი ლეგიონებისკენ. მან მოასწრო ჯარის ერთად შეყრა და არვენარების ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ მანევრით მან აიძულა ვერცინგეტორიქსი ალყა მოეხსნა გერგოვიისთვის, რომის მოკავშირე გალური ქალაქისთვის, რითაც მეგობრულად განწყობილი გერგოვიელები საშინელი მტრისგან გადაარჩინა. რომაელებმა დაიკავეს აჯანყებულთა რამდენიმე ქალაქი ველაუნოდუნი, ცენაბი და ნოვიოუდუნი. ამ გზით მან დააფრთხო მოწინააღმდეგე და შეაგროვა საჭირო რესურსები და სურსათ სანოვაგე.

ვერცინგეტორიქსი პარტიზანული ომის გზას დაადგა. ის კეისრის ლეგიონებს არ უტევდა და მხოლოდ მათ აღალს ესხმოდა თავს, რათა მოეშალა მომარაგების სისტემა და კეისრის მეომრები შიმშილში და სიცივეში თბილი სამოსისა და საკვების გარეშე დაეტოვებინა. გალები ანადგურებდნენ საკუთარ სახლებს, მინდვრებს და ცდილობდნენ არაფერი დაეტოვებინათ მტრისთვის, თვითონ კი რესურსებით სავსე ქალაქებში იხიზნებოდნენ. თავდაპირველად ვერცინგეტორიქსი აპირებდა ქალაქ ავარიკის(ბურჟი) დანგრევას, მაგრამ შემდეგ ეს ქალაქი თავის დედაქალაქად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მძიმე მდგომარებაში იმყოფებოდა, კეისარმა მაინც მოახერხა მისი რამდენჯერმე დამარცხება. მან აიღო ქალაქი ავარიკიც, ხოლო შემდეგ მტერს გამაგრებულ ქალაქ ალეზიამდე მისდია, სადაც ალყაში მოაქცია გალების უზარმაზარი არმია ვერცინგეტორიქსის მეთაურობით. როდესაც იულიუს კეისარი ალეზიას მიადგა,მიხვდა რომ მას შტურმით ვერ აიღებდა და გადაწყვიტა ალყა შემოერტყა ამ ქალაქისთვის, იმ იმედით რომ მტერი მალევე დანებდებოდა.მან ქალაქის გარშემო ააშენა ოთხმეტრიანი ხის მესერი, მაგრამ მესრის ბოლომდე შემოვლება ვერ მოახერხა, რაშიც ხელი ქალაქის მდინარემ შეუშალა.რამოდენიმე ხანში გალების საშველად მოვიდა კავალერია, რომელმაც კეისრის ლეგიონს შეუტია. როგორც მოგეხსენებათ გალია მაშინდელ ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანა იყო და ჯარიც მრავლად ყავდა,თუმცა გალი მეომრები გამოუცდელები და მოუმზადებლები იყვნენ ისეთ მრისხანე მტერთან შებრძოლებისთვის, როგორებიც რომაელები იყვნენ.

ამ შეტევას გალების მხრიდან კეისრის კარგად გაწვრთვნილი ჯარი ადვილად გაუმკლავდა,მიუხედავად გალების სიმრავლისა.შემდგომში ასეთი საფრთხის ასაცილებლად კეისარმა ბრძანა მეორე ხის კედელი აეგოთ და ამჯერად მისი არმია უკვე ორივე მხრიდან იყო დაცული.

რამდენიმე კვირიანი ალყის შემდეგ ქალაქ ალეზიაში შიმშილი დაიწყო, ვერცინგეტორიქსს მარაგი მცირე ქონდა და მან გადაწყვიტა ქალები და ბავშვები ქალაქიდან გაეშვა.ამ შემთხვევაში მას კიდევ შეეძლო ალყის გაძლება ჯართან ერთად, მაგრამ კეისარმა უარი განაცხადა ქალების და ბავშვების გატარებაზე. დევნილები ხან რომაელებს მიადგებოდნენ და ხან ვერცინგეტორიქსს მაგრამ მათ არავინ არ ეხმარებოდათ.

უამრავი გალი დევნილი დაიხოცა.ბოლოს ვერცინგეტორიქსმა კარიბჭე გააღებინა და დევნილები უკან დაადევნა. სექტემბრის ბოლოსთვის ალეზიის დასახმარებლად გალი ბელადი კომიუსი მოვიდა თავის უზარმაზარ ჯართან ერთად. კომიუსმა გარედან შეუტია კეისარს,ვერცინგეტორიქსმა კი შიგნიდან.კეისარი ალყაში მოექცა, თუმცა გალების ამ ორმხრივმა შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო და რომაელებმა კვლავ გაიმარჯვეს. მეორე დღეს გალებმა ისევ შეუტიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კედლის შენგრევა შეძლეს და ისევ დამარცხდნენ კეისართან შეტაკებაში.

2 ოქტომბერს ვერცინგეტორიქსის დასახმარებლად მისი ძმა კასიველანუსი მოვიდა. მან 60 000 მეომრით კედლის სუსტ წერტილს შეუტია, ხოლო ვერცინგეტორიქსმა შიგნიდან.კეისარი თვითონ გაემართა ერთი კოჰორტით(600 მეომარი) იქ სადაც გალები უტევდნენ. კეისარმა გალების ჯარს ცენტრში შეუტია. გალებში პანიკა ატყდა და მათ უკან დახევა დაიწყეს. მეორე დღეს ვერცინგეტორიქსი კეისარს დანებდა. ეს იყო კეისრის უკანასკნელი დიდი ბრძოლა გალების წინააღმდეგ. ამის შემდეგ გალია რომის პროვინციად იქცა. სენატმა კი გალიის დაპყრობისთვის მადლობის ნიშნად კეისრის სადიდებლად 20 დღიანი ნადიმი გამართა იტალიაში. კელტებით დასახლებული უზარმზარი ტერიტორია საბოლოოდ რომის ხელში აღმოჩნდა, რომელიც გალიის ბედის გამგებელი კიდევ ოთხასი წლის მანძილზე უნდა ყოფილიყო, კეისარმა კი საქვეყნო აღიარება და ისტორიული დიდება მოიპო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: