აგროჰი (კანიბალების სექტა ინდოეთში)


ანთროპოლოგებს სჯერათ,რომ კანიბალიზმი ადამიანებში ჯერ კიდევ მანამხე იყო გავრცელებული, სანამ ისტორია ყოველივეს ასახვას დაიწყებდა. თქმულებები და მსოფლიო ლიტერატურა სავსეა ამაღელვებელი ამბებით მოკვეთილი თავების შემგროვებელ კანიბალებზე აფრიკის ჯუნგლებიდან, გულის მჭამელ ტომებზე ამაზონის ტროპიკებიდან, ადამიანის ხორცთან დაკავშირებით მთელი რიგი ცერემონიები აქვთ ახალი გვინეის აბორიგენებსაც. კანიბალიზმი ცივილურ საზოგადოებაში ზიზღს იწვევს,მაგრამ რადგანაც ეს პრობლემა კიდევ არსებობს,ჩვენ ხშირად გვიწევს ფიქრი იმის თაობაზე, თუ რატომ სჯერა ამ ტომების ხალხს მკვდარი ადამიანის ხორცით მოტანილი ბედნიერების და რა რწმენით აღასრულებენ მთელ ამ რიტუალთა კასკადს?! ახლა კი მოგითხრობთ ადამიანთა არც ისე მცირე ჯგუფზე, რომლებიც ინდოელი კანიბალები არიან.

აგჰორი – ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალური სექტა და ამასთანავე შიშისმომგვრელიც. აგჰორი ინდუსი განდეგილების ერთი კლასია, სულ მცირე 1000 წელი მაინცაა,რაც მათი მიმდინარეობა არსებობს. მათი რიტუალებიდან,რომელშიც შედის მკვდარი ცხოველებისა და ადამიანის სხეულის ჭამა, ადამიანის სისხლისა და შარდის სმა, ადამიანის ძვლების გამოყენება რიტუალურ პრაქტიკაში, თითქოს უძველესი მისტიკური სექტის გორაკპუნტ ფაკირსის ჩვეულებებიდან იღებს სათავეს. ამბობენ,რომ ეს გორაკპუნტ ფაკირსი ერთმა ქარიზმატულმა რელიგიურმა ლიდერმა გორაკ ნაზმა აღმოაჩინა, თანაც ბევრი მიმდევარიც გაიჩინა. ინდუსური სექტებისგან განსხვავებით აგჰორის ხალხი ხორცსაც ჭამს და სასმელზეც არ ამბობს უარს,რომ აღარაფერი ვთქვათ მოსაწევზე. ბრიტანელმა ანთროპოლოგმა ჰენრი ბალფორმა სექტის ყოფა ასე აღწერა:

ისინი თითქმის შიშვლები დადიან, ხელში თავის ქალა უჭირავთ,რომელსაც გახრწნილი ხორცი უკვე შემოაცალეს და შეჭამეს, ტვინსა და თვალებს ქალიდან საკუთარი თითებით იღებენ. შესანიშნავ სასმელებს იმზადებენ სისხლითა და შარდით. როგორც იცით ინდოეთში ხალხი სხვადასხვა კასტას მიეკუთვნება, აგჰორელებს ყველაზე უფრო დაბალ კასტად მიიჩნევენ და თანამედროვე ინდუსებს ისინი ეზიზღებათ კიდეც. როგორც ასკეტები აგორელებიც იცავენ მკაცრ წესებს, არ მასტურბირებენ, მკაცრად აკონტროლებენ სურვილებსა და ვნებებს. მარტივი ფრაზა ყველაფერზე უარის თქმა , წარმოადგენს ცოდვების შენდობის ყველაზე აუცილებელ წინაპირობას.

რისთვის არიან კანიბალები ?

აგჰორელები იმისთვის არ ჭამენ ხორცს, რომ ეს სახალისოა, მოსწონთ ან სხვა რამე ამის მსგავსი???.. რა თქმა უნდა არა, მათ თავიანთი რწმენა აქვთ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს.. ხორცის ჭამა თურმე აძლევთ მათ მისტიკურ გარანტიას სამსარისგან გასანთავისუფლებლად. სამსარა – დაბადება,გარდაცვალება,ხელახალი დაბადება- ციკლი რომელიც ინდოელებს სწამთ. ადამიანის სხეულის ჭამა კი დაბერებას აჩერებს და მათ ანიჭებთ ზებუნებრივ ძალებს, ეს ზებუნებრიობა შეიძლება იყოს ამინდის მართვა, ჰაერში სხეულის აწევა და ა.შ.

როგორ შოულობენ გვამებს ?

ინდუსები ძირითადად გარდაცვლილებს კრემაციას უკეთებენ,მაგრამ არსებობს სხვა ტრადიციებიც,რომლის მიხედვითაც მიცვალებულს მდინარე განგში აგდებენ და მის დინებას აყოლებენ, სწორედ ამას ელიან აგჰორელებიც, ისინი ხშირად დაიარებიან მდინარის ნაპირზე და გვამებს ეძებენ.

2005 წელს ინდურმა და ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი აგჰორის სექტის არსებობის შესახებ, მათ ფილმის გადაღებაც სურდათ და წევრებთან გასაუბრებაც, მაგრამ ნურას უკაცრავად, სექტის წარმომადგენლები საკმაოდ აგრესიულები აღმოჩნდნენ და ახლოს არ იკარებდნენ ჟურნალისტებს. საბოლოოდ ინდოელმა დოკუმენტალისტმა სენდიფ სინგმა მოახერხა აგჰორის წმინდა კაცთან (სადჰუ) დაკავშირება და შეუთანხმდა დაეშვა მათ სიახლოვეს 3 ოპერატორი, რომლებიც გვამის გამოჩენას დაელოდებოდნენ და შემდეგ მათ რიტუალს გადაიღებდნენ. 10 დღის შემდგომ განგში კანიბალების საკბილოც გამოჩნდა. თუ რა მოხდა შემდეგ წერილობით გაგაცნობთ, რადგან 10 წუთიანი ფილმი ,,Feeding on the Dead” ინტერნეტში არ მოიპოვება.

გვამი უკვე გაუფერულებული იყო, მოცისფრო-მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, მაგრამ სადჰუს მოწამვლის სულაც არ შეშინებია. ჯერ მიცვალებულთან დაჯდა, ლოცვა აღავლინა და ხორცი ქალღმერთს შესთავაზა, შემდგომ კი თავად დააგემოვნა. თურმე ამ ფილმის გადაღებისას სექტაში 70 სადჰუ ცხოვრობდა, მათ ჩვეულების თანახმად ევალებოდათ 12 წელი ასეთ პირობებში ცხოვრება, მერე უკვე შეელოთ ოჯახში დაბრუნება, არჩევანი თავისუფალი იყო.

ჩრდილოეთ ინდოეთში საკმაოდ ბევრი აგჰორი დადის, ისინი მოწყალებას თხოულობემ, თან თავის ქალაში აგროვებენ ხურდა ფულს. მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შიშვლები არიან და ყველაფერს ჭამენ, ყველაფერში შედის ისეთი რამ, როგორიცაა ცხოველის ფეკალური მასები, მცენარეთა ფესვები, შარდი და ა.შ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: