Fryderyk Chopin


ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin) გახლავთ პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა კლასიკურ მუსიკაში. შოპენის მუსიკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი შეუდარებლად გადმოსცემს თავის მუსიკაში სხვადასხვა ხასიათს, მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა მაზურკაში, პოლონეზსა და ვალსში. შოპენის მელოდიებში იგრძნობა ჰარმონია და ლირიზმი.

ფრიდერიკ შოპენი დაიბადა სოფელ ჟელიაზოვა ვოლიაში,ვარშავასთან ახლოს.მისი დაბადების ზუსტი რიცხვი დღემდე გაურკვეველია, რადგან არსებობს ორი თარიღი, ეკლესიის მიხედვით 22თებერვალი და ოჯახის მიხედვით 1 მარტი.1810 წელი.

შოპენის ოჯახს მუსიკალური განათლება ჰქონდა, ამით აიხსნება ის ფაქტი , რომ უკვე 6 წლის ასაკსი პატარა ფრიდერიკი ცდილობდა დედამისის დაკრულის სმენით აწყობას. პირველი საფორტეპიანო გაკვეთილები, სწორედ დედასა და დისგან მიიღო. ის ძალიან პატარა ასაკიდან გადიოდა სხვადასხვა კონცერტებზე, და ამიტომ მას “მეორე მოცარტი” უწოდეს. 11 წლის ასაკში მან პირადად რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის დაუკრა,რომელიც იმ დროს ვარშავაში იმყოფებოდა. 1823 წლიდან შოპენმა ვარშავის ლიცეუმში გააგრძელა სწავლა , თუმცა პარალელურად იგი გადიოდა გაკვეთილებს თავის მასწავლებელთან ჟივნისთან. სულ მალე ფრიდერიკი დაასახელეს ვარშავის საუკეთესო პიანისტად.

პოლონეთს არასოდეს ჰყოლია ისეთი მუსიკალური გენიოსი , როგორიც არის შოპენი.მისი ნაწარმოებების უმეტესობა ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.

1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

პ.ს არ შემიძლია არ დავამატო ჩემი ააზრი ამ ადამიანის შესახებ, ჩემთვის შოპენი გენიალურია, რადგან მის მუსიკაში იგრძნობა ის რასაც სიტყვებით ვერ აღწერ, ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს… მოკლედ ვისაც გიყვართ კლასიკური მუსიკა ან თუნდაც არ გიყვართ, მოუსმინეთ შოპენს და თქვენ იგრძნობთ , რომ ის რაც სიტყვებით ვერ ითქმის შეიძლება მუსიკაში იგრძნო და თქვა …

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: