როგორ ხდებიან რელაურ სამყაროში ჯადოქრები ?


ალბათ ბევრს გასჩენია კითხვა: “როგორ ხდებიან ჯადოქრები?” ამით მეც დავინტერესდი და როგორც მივხვდი, ამის შესახებ ერთი ჩამოყალიბებული აზრი (ერთი აღიარებული მიმართულება) არ არსებობს. არსებობს რამოდენიმე გზა, რომელთა შესახებ შეიძლება წაიკითხო წიგნებში, ინტერნეტში ან სხვაგვარად გაიგო. რამოდენიმე ასეთ, ჩემს მიერ მოძიებულ ხერხს წაიკითხავთ ამ პოსტში…
ჩვენს დროში “ჯადოქრობა” იმდენ პოპულარულია, რომ n რაოდენობით ფილმს ნახავთ და ასევე n რაოდენობით წიგნს წაიკითხავთ მის შესახებ. რაც მთავარია ეს ყველაფერი როგორც წესი (ძალიან ხშირად) დადებითად არის წარმოჩენილი (თუმცა ყველამ იცის, რომ მონეტას ორი მხარე აქვს). ბუნებრივია ზოგიერთ ადამიანს, რომელიც მიდრეკილია “ასეთი რაღაცეებისაკენ” უჩნდება სურვილი თვითონაც შეძლოს პატარ-პატარა სასწაულების მოხდენა. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიები (არამარტო ქრისტიანობა) კრძალავს ნებისმიერ მისნობას, ჩხიბოსნობას და ყველაფერს რაც ე.წ. “ჯადოქრობას” უკავშირდება, ბევრი ადამიანი (მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორწმუნეა და შეიძლება ყოველკვირა აღსარებასაც კი აბარებს მოძღვარს) მაინც “ჯადოქრობს” (იმ იმედით, რომ “მერე მოინანიებს”)
როგორც უკვე აღვნიშნე არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი და ყველაზე გავრცელებული ემყარება ე.გ სისხლის პრინციპს. ამ თეორიის მიხედვით იმისათვის რომ ჯადოქარი გახდე უნდა დაიბადო ჯადოქრების ოჯახში (ან გყავდეს ერთი ჯადოქარი წინაპარი მაინც), ანუ იყო სუფთა სისხლის მაგი (ან ნახევრად მაინც). ამ შემთხვევაში დამწყებ მაგებს არ ექნებათ საჭირო მასალების (წიგნები, დოკუმენტები, ჩანაწერები და ა.შ) მოპოვების პრობლემა, რათა შეძლონ მართვა და რეალიზება საკუთარი ძალების, თუ ამის ნიჭი და სურვილი აღმოაჩნდებათ. ასევე, ისინი ადვილად შეძლებენ მასწავლებლის მოძებნას.
მეორე გზა იმისათვის, რომ იყო მაგი, არის მოიპოვო ეს წოდება. ამ შემთხვევაში მთავარია დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს ნამდვილად შენი მოწოდებაა, რომ მზად ხარ ამისათვის – ფიზიკურად, სულიერად და გონებრივად. არ ინანებ ამას, არ დაარღვევ წესებს და არასოდეს დაუპირისპირდები ჯადოქრებს. ამის დამტკიცების შესაძლებლობა მოგეცემა რამდენჯერმე – სხვადასხვა გამოცდის ცაბარების გზით. თუ ამ ყველაფერს წარმატებით დაძლევ მოგეცემა შენი გზის არჩევის შესაძლებლობა…
ოპტიმისტი ადამიანების მიდგომა ამ თეორიებისგან განსხვავდება და მდგომარეობს შემდგომში: “იყო მაგი ეს ძალიან ადვილია. შენ ჯადოქარი ხარ იმ დროიდან, როცა შენს თავს ჯადოქარს უწოდებ! ბევრი ამტკიცებს, რომ “ჯადოქრად უნდა დაიბადო”, თუმცა არავინ არ იბადება ჯადოქრად, რადგან თუ არ არსებობს სურვილი და მონდომება, მნიშვნელობა არ აქვს შენი წინაპრები ვინ იყვნენ…”
1. უსმინე შინაგან ხმას
2. დარწმუნდი შენს შესაძლებლობებში და გახსოვდეს, რომ მხოლოდ ვარჯიში და მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ იმაზე გაცილებით მეტი შეძლო, ვიდრე ახლა შეგიძლია.
3. ისწავლე რიტუალები (ამისთვის უამრავი წიგნი და სხვა მასალა არსებობს)
4. ისწავლე შელოცვები (თუნდაც ხალხური)
5. წარმოდგენა გაიუმჯობესე, იმუშავე შენს თავზე. მშვიდ გარემოში, სადაც კომფორტულად ქნები წარმოიდგინე შენი თავი იქ სადაც მოგწონს, შექმენი წარმოსახვითი სამყარო, იმოგზაურე მასში და მოახდინე შენი ზალების მობილიზება
6. შენ უნდა იმუშაო ენერგიებთან, ბუნებასთან და საკუთარ თავთან, რათა შემდეგ შეძლო სხვა “რაღაცეებთან” მუშაობა
7. ასევე მოგიწევს ჯადოქრების კოდექსის და მათი ანბანის შესწავლა
8. მოგიწევს შენი “მეგობარი არსების” მოპოვება
9. უნდა შეისწავლო: ფსიქოლოგია, სპირიტიზმი, დემონოლოგია, იოგა, ანგელოლოგია, შამანიზმი, სიმბოლისტიკა, უფოლოგია, ასტროლოგია, მითოლოგია, ოკულტიზმი, ჯადოქრების ისტორია და ა.შ მოკლედ ისეთიო ცოდნა უნდა მიიღო, რომ შეძლო სრულყოფილად განახორციელო ეს საქმიანობა, რადგან სრულყოფილი ჯადოქარია ის ვინც ჯადოქარია – გინებრივად, ფიზიკურად და სულიერად.
10. საბოლოოდ აირჩევ სტიქიას და შენს გზას.
ჟადოქრები არ არიან რომელიმე რელიგიის მიმდევრები, რადგან სწამთ, რომ ტავიანთი ძალებით შეძლებენ ცხოვრებას და სხვა ძალებისათვის მიმართვა არ სჭირდებათ. ბევრი ადამიანის sვამს კითხვას: “როგორ დავიწყო?” პასუხი ერთია: – უბრალოდ დაიწყე!
სხვა თეორიები ასე გამოიყურება: ჯადოქრად გახდომის შესაძლებლობა მოგეცემა იმ შემთხვევაში, თუ:
1. თუ ჯადოქარი მოგნათლავს 31 ნოემბერს (ბიჭს) ან 31 დეკემბერს (გოგოს)
2. თუ ჯადოქარი სამუდამოდ დაგწყევლის
3. თუ იმ ქვეყნიდან მობრუნდები (ან მოგაბრუნებენ)

დროა იმოქმედო..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: