ნიკოლა ფლამელი


ნიკოლას ფლამელი (1330-1418) დაიბადა პონტუაზის მიდამოებში (პარიზის მახლობლად) ღარიბ ოჯახში. მისი მშობლები გარდაიცვალნენ მაშინ, როდესაც იგი ახალგაზრდა იყო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნიკოლა გადმოვიდა საცხოვრებლად პარიზში და დაიწყო იქ მუშაობა. ქორწინების შემდეგ, ფლამელი უკვე იყო წიგნების მაღაზიის მფლობელი, მან წაიკითხა “იუდას წიგნი”. 20 წლის განმავლობაში იგი ეცადა, რომ ამოეცნო ამ წიგნის “დაფარული შინაარსი”. წიგნის ეს ნაწილი იყო იუდეველთა ენაზე დაწერილი, იმისათვის, რომ ფლამელს გაეგო თუ რა ეწერია იქ, იგი საიდუმლოდ დადიოდა ესპანეთში იუდეველთა საზოგადოებაში (იმ დროს ებრაელებს ეკრძალებოდათ ცხოვრება საფრანგეთში), ამის შემდეგ წარმოიშვა მითი, რომ ფლამელმა გამოიცნო ფილოსოფიური ქვის საიდუმლო. ეს მითი გამყარდა იმით, რომ ფლამელმა დიდ ხანს იცოცხლა. 1382 წელს ფლამელი ხდება დაახლოებით 30 სახლის და მიწის ნაკვეთის მფლობელი. იგი განაგებს რამდენიმე ფონდს და ეხმარება ხელოვნების განვითარებასა და ეკლესიების მშენებლობას. 1397 ან 1404 წელს გარდაიცვლება ფლამელის ცოლი. თვითონ ფლამელი გარდაიცვლება 1418 წელს. მას უკვე წინასწარ ჰქონდა ნაყიდი საფლავი სან-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიაში. იმის გამო, რომ მას არ ჰყავდა შვილები, მან მთელი მისი ქონება ამ ეკლესიას დაუტოვა. იმის გამო, რომ იყო ლეგენდა ფლამელისა და “ფილოსოფიური ქვის” შესახებ ზოგი ამბობდა, რომ მათ შეამჩნიეს ფლამელი. მაგ: XVII საუკუნეში პოლ ლუკი გვიყვება, რომ იგი უბრალოდ სეირნობდა ბაღში და შეხვდა ერთ ახალგაზრდას, რომელიც აცხადებდა იმას, რომ 3 თვის წინ მან ნახა ფლამელი. თუ ეს სიმართლეა იმ დროისთვის ფლამელი 300 წლის იქნებოდა. XVII წელს სერ მორსელი აცხადებდა, რომ მან ნახა ფლამელი მიწისქვეშა ლაბორატორიაში, რომელიც მისი თქმით სრულიად იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან. 1761 წელს ფლამელი და მისი მეუღლე “შეამჩნიეს” პარიზის ოპერასთან, მათთან ერთად იყო მათი შვილი, რომელიც ჭორების მიხედვით დაბადებული იყო ინდოეთში. ნიკოლა ფლამელმა დაწერა ანდერძი შიფრების მეშვეობით, გასაღები კი მარტო მის დისშვილს მისცა. თითო ასოს შიფრში 4 ამონახსნი ჰქონდა. ნიკოლას დიშვილმა დიდი დრო დახარჯა შიფლრის ამონხსნში, რადგან სულ იყო 96 ტიპის სიმბოლო. ამოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ეწერა “ფილოსოფიური ქვის” მომზადების წესი. იგი ასევე ამბობს, რომ ჩაიტანს მისი მომზადების წესს საფლავში და სთხოვს, რომ მისი დიშვილიც ასე მოიქცეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: