მფრინავი ჰოლანდიელი


ყოველწლიურად მსოფლიოს ოკეანეებში ათობით გემი ქრება. აღსანიშნავია, რომ გაუჩინარებულ გემთა შორის არა მარტო ელეგანტური იახტები ან გასასეირნებელი კატერებია, არამედ მგზავრებითა და ტვირთით დატვირთული ლაინერებიცაა. სად უჩინარდებიან ეს გემები?

მეზღვაურები თაობიდან თაობას მფრინავი ჰოლანდიელის შესახებ ლეგენდებს გადასცემენ. იდუმალება და რომანტიკა, რაც ამ ლეგენდას უკავშირდება, გულგრილს ვერავის დატოვებს, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ლეგენდა ძალიან პოეტურია. XVI ან შესაძლოა XVII საუკუნეში, ერთ-ერთ სამგზავრო გემს ჰოლანდიელი კაპიტანი ვან დერკენი (თუმცა მისი სახელი ზუსტად არავინ იცის. ხშირად მას ვან დერ სტრაატენადაც ან უბრალოდ ვანად მოიხსენიებენ) ხელმძღვანელობდა. გემს გეზი სამხრეთ აფრიკაში მდებარე კეთილი იმედის კონცხისკენ ეჭირა, მაგრამ მეზღვაურებსა და მგზავრებს არ გაუმართლათ: გემი ჯერ კონცხს არ იყო მიახლოებული, რომ მოულოდნელად ზღვაზე საშუბეკუ ქარიშხალი ამოვარდა. რასაკვირველია, ეკიპაჟის წევრებმა კაპიტანს დაჟინებით მოსთხოვეს, რომ სტიქიის ჩადგომამდე, გემი ახლოს მდებარე სანაპიროსთან გაეჩერებინათ, თუმცა მთვრალმა ან შესაძლოა სულაც ჭკუიდან შეშლილმა ვან დერ დეკენმა მათ თხოვნას ყური არ უგდო. უფრო მეტიც, ჰოლანდიელმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა კონცხამდე მიეღწია. გემისა და მისი მგზავრების ბედით შეშფოთებულმა მეზღვაურებმა, ჭკუიდან შეშლილი კაპიტნის განიარაღება გადაწყვიტეს და მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, თუმცა დეკენი მათზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და სულ მალე შეთქმულების ორგანიზატორი, ზღვის ბინადართა გემრიელ ულუფად იქცა.

ლეგენდის თანახმად, ასეთმა საქციელმა, ყოვლისშემძლე ღმერთი განარისხა. მაშინვე ცას თითქოს პირი გაეხსნა და ღრუბლები კაშკაშა ცეცხლის ალით განათდა. ციდან ჩამოსული შავი აჩრდილი გემბანზე დაეშვა. კაპიტანმა ზეცის გაფრთიხლება ყურად არ იღო და მეზღვაურის ჩვეულებისამებრ, მის სამფლობელოში დაუპატიჟებლად მოსული სტუმრის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ კაპიტანმა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა, რადგან იარაღი მის ხელში ნამსხვრევებად იქცა. აჩრდილმა გაყინული ხმით კაპიტანს განაჩენი გამოუტანა: “კაპიტანო, შენ ძალიან დაუჯერებელი და გულქვა ადამიანი ხარ. ამიერიდან ღვინის მაგივრად მწარე ნაღველს დალევ, ხოლო საკვების მაგივრად გავარვარებულ რკინას შეჭამ. ამიერიდან საუკუნოდ დაწყევლილი იქნები”. მაშინვე მეზღვაურები ნახევრად გახრჭნილ ჩონჩხებს დაემსგავსნენ, თავად კაპიტანი კი მფრინავ ჰოლანდიელად იქცა, რომელსაც ხსნის მოლოდინში თვალები სამარადჟამოდ ზეცისკენ აქვს აპყრობილი. მის გადარჩენას კი არავინ ჩქარობს, რადგან იმავე ლეგენდის თანახმად, მას მხოლოდ ღვთისმოსავი ქალის სიყვარული გადაარჩენს, შუა ზღვაში კი ასეთ ქალს ვინ იპოვის.

გადმოცემის თანახმად, მფრინავ ჰოლანდიელთან შეხვედრა გემის დაღუპვის მომასწავლებელია, ამიტომ ცრუმორწმუნე მეზღვაურებს მოჩვენება გემთან შეხვედრას სიკვდილი ურჩევნიათ. ასეთია მისტიკით გამსჭვალული, ფანტასმაგორული ლეგენდა. თუმცა ყველაფერი მოგონილი როდია. არ არსებობს გადმოცემა, რომელსაც რამე რეალური ისტორიული სარჩული არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ მფრინავ ჰოლანდიელს, იმავე გემ-მოჩვენებას, ინგლისის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი გადაეყარა.

1881 წლის 11 ივნისს, ბრიტანული გემი “ვაკხანკა”, რომლის ბორტზეც ნორჩი პრინცი, ახალბედა კურსანი მეზღვაურის რანგში იმყოფებოდა, გემ-მოჩვენებას გადაეყარა. მაგრამ განგების ნებით, პრინცს ჯერ კიდევ მრავალი წლის სიცოცხლე და მეფე გეორგ მეხუთედ კურთხევა ეწერა, ხოლო მეზღვაურს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს შემოვლაზე იმყოფებოდა, არ გაუმართლა: იგი მოულოდნელად ანძიდან ჩამოვარდა და გემბანზე სასიკვდილოდ დაენარცხა.

მთელი ამ ისტორიიდან ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ლეგენდარული გემო XX საუკუნეშიც უნახავთ.

1939 წლის მარტში, მფრინავი ჰოლანდიელი სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა უამრავმა მობანავემ იხილა. ეს მოვლენა რეალური ფაქტია და მასზე უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, რადგან იმ დროს მოვლენის შესახებ ყველა გაზეთი იუწყებოდა. მსგავსი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ გერმანულ წყალქვეშა გემსაც შეემთხვა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: